17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე!

600788_601385056546814_1931558375_n

რამდენი ხანია ახალი არაფერი დამიწერია ამ ბლოგზე, თითქოს ხალისი დამეკარგა :) მაგრამ არაუშავს, მალე დამიბრუნდებიან მუზები და რამე ახალს დავწერ.

აქ იმისთვის შემოვირბინე, რომ პატარა განცხადება გავაკეთო, მართალია ეს ბლოგის ფორმატსი არ ჯდება და გადახვევა გამომივა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო :)

თუ ჩემს პოსტებს აქტიურად კითხულობთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ბისექსუალი ვარ და აქტიურად ვუჭერ მხარს ლგბტ საზოგადოებას. საქართველოში ლგბტ პირთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით “ჰომოფობიურ მარგალიტებს” და არავინ არ ცდილობს, რომ ეს საკითხი უკეთესობისკენ წაიყვანოს. ეს ფაქტი მაშფოთებს!!!!!

როგორც უკვე იცით, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ეს დღე. იმართება საჯარო გამოსვლები, აქციები, აღლუმები და ა.შ.. საქართველოც უერთდება ამ ქვეყნებს და 17 მაისს (პარასკევს) თავისუფლების მოედანზე იგეგმება (13:00-ზე) ფლეშმობი ლგბტ პირთა ხილვადობის გასაზრდელად. ფლეშმობს დაესწრებიან სხვადასხვა ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლგბტ თემის წევრები და მათი მხარდამჭერი ადამიანები. თუ გაქვთ სურვილი, რომ საჯაროდ დააფიქსიროთ თქვენი აქტიური მხარდაჭერა ლგბტ საზოგადოების მიმართ, მაშინ გეპატიჟებით არაჩეულებრივ ფლეშმობზე, სადაც შეძლებთ ახალი მეგობრების გაჩენასა და თქვენი მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვას. გელით ფლეშმობზე :) მადლობა ყურადღებისთვის. პატივისცემით, ნიკა (თქვენი კუდიანი).

გაიგეთ უფრო მეტი აქციის შესახებ აქ!

12 Comments (+add yours?)

  1. xatka
    მაისი 25, 2013 @ 10:21:42

    Zalian samcuxaroa da samarcxvino rac moxda.
    yvelas aqvs azris da survilis gamoxatvis ufleba:)))
    tanac sanqcirebulli aqcia iyo:)))
    guli damcyda dzalian:)))

    Like

    პასუხი

  2. l.m
    მაისი 18, 2013 @ 18:37:07

    რა საშინელება იყო, ავტობუსის ფანჯრები ჩაამტვრიეს და შიგნით შემოღწევა უნდოდათ პოლიცია რომ არა შეიძლება მოვეკალით ყველააა . . . . . . . . . .!!!!!

    Like

    პასუხი

  3. Sara
    მაისი 15, 2013 @ 00:11:23

    Rashuashia, magram ,,, siamonebit gavicnobdi nikakudians ^^

    Like

    პასუხი

  4. xatka
    მაისი 09, 2013 @ 12:48:37

    carmatebebs gisurvebt

    Like

    პასუხი

  5. nika
    მაისი 04, 2013 @ 17:38:34

    saintereso iknebA… mara aramgonia camovide.:(

    Like

    პასუხი

  6. l.m
    მაისი 02, 2013 @ 20:33:05

    ძალიან კარგია და მაგარი იქნება :D აუცილებლად წამოვააააალ

    Like

    პასუხი

  7. LEONN
    მაისი 02, 2013 @ 17:10:19

    Kargi iqneba xalxi tu gaigebs amas ertxel da samudamod rom aset ghonisdziebebze mxolod LGBT ar midis, chveulebriv hetereseqsuelebsac shegvidzlia davuchirot mxari am xalxs.

    Like

    პასუხი

დატოვეთ კომენტარი