ბლოგის შესახებ

ჩემმა ბლოგმა არსებობის 4 წლიანი ისტორიის მანძილზე უამრავი ცვლილება განიცადა. 2012 წლის 21 აპრილს, ანუ ჩემი ბლოგის შექმნისა თუ დაბადების დღეს სულ სხვა გეგმებითა და აზრებით დავწერე პირველი პოსტი. ვცდილობდი იმდროინდელ სტანდარტებს მორგებული ბლოგი შემექმნა და მეწერა ათას სისულელეზე, რომელიც სხვათა შორის მეც მიზიდავდა ადრე.

შემდეგ საოცარი ინტერესი გამიჩნდა მაგიისა და მისტიკის მიმართ. ვსწავლობდი, ბევრს ვკითხულობდი და გავიფიქრე … – ‘რატომაც არა? შევქმნი ბლოგს მაგიის შესახებ და მკითხველებს საკუთარ გამოცდილებას (და არამხოლოდ) გავუზიარებ”.
თან მაშინ არც ისე ბევრი ბლოგი თუ საიტი იყო მაგიაზე ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

ბლოგმა მალევე მოიპოვა წარმატება. ყოველდღე უამრავი ადამიანი მსტუმრობდა. მეც სხვა რაღა მინდოდა? ვწერდი და ვწერდი…
შინაარსის გამო ბევრი საყვედური და მუქარაც მივიღე, მაგრამ ვის რაში აინტერესებს ინტერნეტში ‘მობლატავე’ ტიპები?
მაგრამ ბევრი მადლიერი მკითხველიც მყავს და ეს ძალიან მახარებს.

დღეს ბლოგი უბრალოდ ჩემი ინტერესების მიხედვით მიედინება. ვნახოთ კიდევ რა მომივა თავში.

მადლობა რომ შემოდიხართ ჩემს ვირტუალურ სახლში :)

%d bloggers like this: