სააღდგომო რიტუალების კრებული

son_pasha

მინდა ბლოგის მკითხველებს პატარა საჩუქარი გაგიკეთოთ და რიტუალების პატარა კრებული მოგიმზადოთ. ამ კრებულში შესულია ის რიტუალები, რომლებიც თქვენთვის სასარგებლოა და ყოველ თქვენთაგანს გამოადგება.

ორშაბათიდან – კვირამდე ჩატარებული რიტუალები საკმაოდ ეფექტურია და შედეგიც მალე მოაქვს.

ოჯახში გაუგებრობის და უბედურების მოსაშორებლად

თუ ოჯახში გამოდმებით ჩხუბია ან თვლით, რომ თქვენს ოჯახს უბედურება თავს დასტრიალებს, მაშინ აიღეთ ძველი ბზა, რომელიც სახლში 1 წლის მანძილზე ინახებოდა, გაიტანეთ გარეთ და დაწვით სახლიდან მოშორებით, დიდი ხის ქვეშ და თქვით ეს სიტყვები 3-ჯერ:

“როგორც ეს ბზა იწვება, ისე დაიწვას პრობლემები ჩვენს ოჯახში. რა უბედურებაც ამ ბზამ ნახა დაე აღარ დაბრუნდებოდეს ჩვენთან!”.

სასურველია თუ რიტუალს მზის ჩასვლის დროს ჩაატარებთ.

სახლის განწმენდისთვის

იმისათვის, რომ განწმინდოთ სახლი, აიღეთ ახლადნაკურთხი ბზა, დაასველეთ ის ნათლისღების დროს აღბულ ნაკურთხ წყალში და მოასხით წყალი კედლის ყოველ კუთხეში და თქვით:

“სახელითა მამისა, ძისა და სული წმიდისა, განწმენდილ იქნას ეს სახლი, ვითარცა იესო ნათლიღებისას, ამინ!”.

რიტუალის დასრულების შემდეგ, შემოსასვლელ კართან დაანთეთ 3 თეთრი სანთელი და წარმოთქვით ეს სიტყვები:

“უფალმა დალოცოს ეს სახლი, მისი დიდებული ძალით დატოვოს ბოროტებამ ეს სახლი!”.

რიტუალი ტარდება დიდ ხუთშაბათს.

თილისმა ბარაქისთვის

აღდომის დღესასწაულზე შეიძინეთ 1 ცალი თეთრი სანთელი, ფრთხილად ამოაძრეთ სანთელს ფილტრი და ორივე მხრიდან ერთდროულად მოუკიდეთ ცეცხლი, თან გაიმეორეთ ეს სიტყვები 3-ჯერ:

“ცეცხლი მარადიულია, ხოლო ჩემი სული სავსეა ოქროთი, ვერცხლით და ბრწყინვალებით და თანდათან უფრო ივსება”.

როდესაც დაასრულებთ ცეცხლი ჩააქვრეთ თითით და შეინახეთ მორჩენილი ფილტრი საფულეში. ნელ-ნელა  თქვენი ბარაქა გაიზრდება.

ბარაქის მოსაზიდი

ეს რიტუალი ტარდება დიდ ხუთშაბათს. გადათვალეთ ყველა ფული, რაც კი ოჯახშია დღის მანძილზე სამჯერ: დილით, შუადღეს და საღამოს. არავის არ მოუყვეთ რიტუალის შესახებ, თუ არ გსურთ, რომ რიტუალმა ძალა დაკარგოს!

ნელ-ნელა შეამჩნევთ, რომ ბარაქა გაზრდას დაიწყებს.

გილოცავთ აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ წარმატებებს, სიხარულსა და ბედნიერებას!!!

4 Comments (+add yours?)

  1. anna
    Jun 11, 2013 @ 12:06:11

    გამიგია, ადამიანის შარდზე კეტდება სასიყვარულო ჯადოო. ხომ ვერ მეტყვი როგორ?

    საჩმელში ან სასმელში უსხავენო.

    Like

    Reply

  2. gia
    Apr 29, 2013 @ 15:45:53

    mags diareis ugrmesi madloba rom gaaketet es blogi.me 6 tvea am blogze shemovdivar da baraqis mosazidi araeti rituali gamiketebia chemi cxovreba 6 tvis manzilze zalian kargad aewyo ugrmesi madloba ro aset saintereso rchevebs gvazleb miyvarxar

    Like

    Reply

    • კუდიანი
      Apr 29, 2013 @ 22:27:06

      ბლოგი მე შევქმენი :) მაგრამ მაინც დიდი მადლობა იმისთვის, რომ ბლოგის აქტიური მკითხველი ხარ :))

      Like

      Reply

  3. ♥_BeLa_♥
    Apr 28, 2013 @ 22:07:59

    kargi rchevebia zopgierti gamomadgeba : ***8

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: