სანთლების მაგია

5553322

გაზაფხული დადგა. ძალიან მიყვარს ეს პერიოდი, როგორც იქნა დათბა და ყოველდილას მზის სხივები მინათებენ დღეს. დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა ბლოგზე, ბოლოს გადავწყვიტე სანთლების მაგიაზე მომემზადებინა პოსტი.

სანთლების მაგიში, ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის ასე ვთქვათ გასაღებია, რომელიც აღებს თქვენი ქვეცნობიერის კარს. ფერი მაგიურ რიტუალში დიდ როლს ასრულებს, ასე, რომ ყველა ფერს თავისი დატვირთვა გააჩნია. რიტუალის ჩატარების წინ საჭიროა შევარჩიოთ რიტუალის შესაბამისი ფერის სანთელი.
ფერს შეუძლია მიმართოს თქვენი ძალა საჭირო სამიზნისკენ. ფერადი სანთლის, ბალახეულის, ძვლების და ფოთლების დაწვას შეუძლია რიტუალი ერთი-ორად გააძლიეროს.

სანთლის ფერები და მათი მნიშვნელობა:

წითელი   –  ფიზიკური ძალა, სიყვარული, გრძნობები, სექსი, ვნება, ჯანმრთელობა, ენერგია, აღორძინება, განადგურება, შურისძიება. ეს ფერი ძირითადად გამოიყენება შემდეგი რიტუალებისთვის: სექსუალურობის და ვნების გასაზრდელად, ყურადღების მისაპყრობად, რჯანმრთელობის გამოსასწორებლად, ახალი ენერგიების მოსაპოვებლად, რაღაც ახლის შესაქმნელად, ამასთანავე შურისძიებისთვის და მტრების თავიდან მოსაცილებლად. 

ნარინჯისფერი  –  ძალა, გავლენიანობა, მიმზიდველობა. ეს ფერი ძირითადად გამოიყენება რიტუალებში, რომლებიც ეხება: გავლენიანობის მოხვეჭას, გამარჯვებას, სამართლებრივ საქმეში გამარჯვებას, საჭირო ნივთების და ადამიანების მოსაზიდად და სურვილების ასასრულებლად, აგრეთვე ავანტიურისტული მოქმედებების ხელშესაწყობად. 

იისფერი – ფარული ცოდვა, სიბრძნე, სიამაყე, ყოვლისმცოდნეობა, საქმეში წარმატების მიღწევა, ფინანსები, მესამე თვალი. ძირითადად გამოიყენება რიტუალებში, რომლებიც ეხება: ფინანსების მოზიდვას რთული დაავადებების მოსარჩენად, მკითხაობას, მომავლის დანახვას, ცოდნის მიღებას, ახალ პერსპექტივებს, წინსვლას, სულიერ ურთიერთგაგებას. 

ვარდისფერი -სილამაზე, პატივისცემა, რომანტიკა, მგრძნობიარე სიყვარული, სისუფთავე, ერთგულება, მეგობრობა, ქორწინება, ჰარმონია. ძირითადად გამოიყენება რიტუალებში, რომლებიც ეხება: მგრძნობელობის გაზრდას, ყურადღბის მიქცევას, სიყვარულის პოვნას, თანადგომას, გასაჭირის დაძლევას, ჰარმონიის მიღწევას, სწორად აღზრდას, სითბოს გაცემას. 

ოქროსფერი   –  იზიდავს გამარჯვებას, ბედნიერებას, წინსვლას, სიმდიდრეს, ძლევამოსილებას.

ყვითელი  –  ზრდის თვითდაჯერებულობას რიტუალის შესრულების დროს. გამოიყენება, მარჩიელობის, მკითხაობის და ნათელხილვის დროს. ენერგია, თვითდაჯერებულობა, არტიისტულობა, მიმზიდველობა და ინტელექტუალურობა. აი რას მოიცავს ეს ფერი. 

ყავისფერი – ამაღლებს ბუნებასთან კონტაქტს და გარშემომყოფ სამყაროსთან. გამოიყენება მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად და სხვა მატერიალური სურვილების განხორციელებისთვის. 

ცისფერი – მიზანდასახულობა, სიმშვიდე, მედიტაცია, ჰარმონია, მიტევება. გამოიყენება ადამიანებთანმ ურთიერთობის გამოსასწორებლად და სიმშვიდის მოსაპოვებლად. 

ლურჯი – მოთმინება, სიმშვიდე, ურთიერთგაგება, ერთგულება, სულიერება. ხშირად იყენებენ სპირიტულ სეანსებში. შესაძლოა გამოყენოთ იმისთვის, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება თქვენი ერთგული დარჩეს. 

მწვანე –  ბუნების და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოა. ძირითადად გამოიყენება ფულის მაგიაში და მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად. აგრეთვე ხალგაზრდობის შესანარჩუნებლად და სილამაზის მოზიდვისთვის. 

ვერცხლისფერი – ნეიტრალურობის და სტაბილურობის სიმბოლოა. შეუძლია ნეგატივის მოხსნა და ფიზიკური ძალის გაზრდა. აგრეთვე კარგია ინტუიციის გასაზრდელად. 

შავი – გამოიყენება რიტუალებისთვის, რომლებიც ეხება “მოშორებას” და “წაშლას”, როგორც ბნელი, ისე ნათელი თვალსაზრისით. მაგალითად, ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ “შავი რიტუალებისთვისაც” და მძიმე დაავადებების მოსაშორებლადაც. აგრეთვე არასასურველი მტრების და არაკეთილმოსურნე ადამიანების გზიდან მოსაშორებლად და ნეგატიური ენერგიის წასაშლელად. 

თეთრი – სინათლის, სიწმინდის და სულიერების სიმბოლოა. ძირითადად იყენებენ ენერგეტიკის გასაწმენდად, ჰარმონიის და სიწმინდის მოსაპოვებლად.  აგრეთვე სულიერი წინსვლისთვის და ნათელხილვისთვის.

სანთლის ფერები კვირის თითოეული დღისთვის.

ორშაბათი: თეთრი

სამშაბათი: წითელი

ოთხშაბათი: იისფერი

პარასკევი: ლურჯი

პარასკევი: მწვანე

შაბათი: შავი

კვირა: ყვითელი

4 Comments (+add yours?)

  1. ნინი
    Jan 18, 2016 @ 03:18:50

    ვარდისფერი როდის უნდა დავანთოო?.

    Like

    Reply

  2. busuna
    Apr 21, 2013 @ 14:13:32

    შავი ფერის სანთელი ვერ ვნახე ვერსად,თუ შეიძლება სხვა ფერით ჩავანაცვლო?მაგ:ვარდისფერით?

    Like

    Reply

  3. xatka
    Mar 22, 2013 @ 10:47:48

    saocrad momecona dzalian sainteresoa:)))))) da ramdenime feri ertad ar sheidzleba? magalitad: citelida narinjiseri ?

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: