ვიკკანური ლოცვები

tumblr_mfukc27sT81rjcppvo1_500_large

მნიშვნელობა არ აქვს თქვენ გამოცდილი მაგი ხართ თუ დამწყები ვიკკანი, მთავარია ეს ლოცვები რწმენით წაიკითხოთ და გააანალიზოთ რას ეხება კონკრეტული ლოცვა.

იკითხეთ ჩემი პოსტები ქართულ მაგიურ ფორუმზე.

ლოცვა ძილის წინ:

დიდო ქალღმერთო და დიდო ღმერთო,
ღვთაებრივო წყვილო,
მე შევდივარ სიზმრების სამყაროში.
გთხოვთ დაიცვათ ჩემი ახლობლები
და დაიცვათ ჩემი სახლი,
მაჩვენოთ სწორი გზა მაჩუქოთ სრული სიმშვიდე.
დღე დასრულდა, მაგრამ ახალი დღე ახლოსაა.
გთხოვთ, იყავით ჩემთან ღამე და შეხვდით ახალ დღს ჩემთან ერთად.
იყავით დალოცვილი.

დილის ლოცვა:

მივესალმები ახალ დილას,
მივესალმები ახალ დღეს,
მივესალმები მზის სინათლეს.
დაე ეს დღე იყოს სავსე
სიხარულით და სიყვარულით,
დაე დალოცვილ იყოს ეს დღე
ღმერთის და მისი დიდებული მეუღლის სახელით.
დაე იყოს ასე.

ლოცვა დილით:

ყოვლადმოწყალე ღმერთებო,
გთხოვთ შეავსეთ ეს დღე
სინათლით და ჰარმონიით,
ჯანმრთელობით და ბედნიერებით,
სიხარულით და ურთიერთგაგებით.
დაე დალოცვილ იყოს
ახალი დღე, რომელსაც ვხვდები მშვიდი/სუფთა გულით.

ჭამის წინ:

დაე დალოცვილ იყოს ეს საჭმელი,
დაე დალოცვილ იყოს ყველა,
ვინც დღეს შეიკრიბა სუფრასთან.
დედამიწას მადლობას ვუხდით, მისი ნაყოფის ჭამით.

ლოცვა განწმენდისთვის:

დიდებულო მთვარის მფლობელო,
დიდებულო მზის უფალო,
მოგმართავთ თქვენ, გთხოვთ,
გაწმინდეთ ეს ადგილი ყოველგვარი ბოროტებისგან,
დაე ქარმა გაწმინდოს ეს ადგილი,
დაე წყალმა გაწმინდოს ეს ადგილი,
დაე ცეცხლმა გაწმინდოს ეს ადგილი.

ლოცვა ქალღმერთისთვის:

შეყვარებულო ქალღმერთო, მთვარის დედოფალო,
ყველა საიდუმლოს მეპატრონე, ოკეანის ქალბატონო,
მე მოგმართავ შენ, მოგმართავ შენ,
Artemis, Cerridwen, Hecate.
მშვენიერო შემოქმედო, ყველას დედაო,
გთხოვ, გამინაწილე შენი სინათლე,
ბედნიერება ჩასახეე ჩემს გულში.
დაე იყოს ასე.

მცველი:

ძლევამოსილო ქალღმერთო, მოგმართავ შენ,
დამეხმარე შევებრზოლო ჩემს შიშს.
ქედს ვიხრი შენს წინაშე, დედა-მთვარეო,
ვიცი, რომ ჩემი ცრემლები – ეს შენი ცრემლებია,
ვიცი, რომ შენ გრძნობ ჩემს ტკივილს,
და გევედრები, დიდებულო დამეხმარე მის მოშორებაში.
მე ვითხოვ დაცვას, ქალღმერთო,
მე მოგმართავ შენ ამ დღს და ამ საათს,
დამიცავი, ძლევამოსილო ქალღმერთო.

ლოცვა სტიქიებზე:

მე – ჩრდილოეთი, როგორც ხორცი ჩემი – მიწა,
დაე გაერთიანდეს ჩემში მიწის სული.
მე – აღმოსავლეთი, როგორც სუნთქვა ჩემი – ჰაერი,
დაე გაერთიანდეს ჩემში ჰაერის სული.
მე – დასავლეთი, როგორც სისხლი ჩემი – წყალი,
დაე გაერთიანდეს ჩემში წყლის სული.
მე – სამხრეთი, როგორც სული ჩემი – ცეცხლი,
დაე გაერთიანდეს ჩემში ცეცხლის სული.
მე ვთხოვ ოთხ სტიქიას დამაყენოს სწორ გზაზე და დამიცვას მე.
დაე იყოს ასე.

დიდებული დედა:

დიდებულო დედავ, რომლის სხეული – მიწაა,
რომლის სუნთქვა – ქარია, რომლის ცრემლი – წვიმაა,
რომლის გულიც ფეთქავს ყველა ცოცხალის გულთან ერთად,
დალოცე განვლილი დღე,
დალოცე მომავალი დღე,
დაიცავი ჩემი ახლობლები,
მომიტევე ჩემი ცოდვანი.
დიდებულო დედავ მიყვარხარ:
მომანიჭე მე, სიძლიერე და გამბედაობა,
დამეხმარე შევიცნო თავი ჩემი,
დამაყენე სწორ გზაზე.
დაე იყოს ასე.

 

13 Comments (+add yours?)

  1. ivi
    მაისი 03, 2015 @ 17:46:43

    risic gwams is,ogond mteli gulit yovelgvari echvis gareshe is romel enazec ginda im enaze waikitxe(ogond ecade es erti amosuntqvit gaaketo,tan am dros umjobesia ar iyo gabrazebuli,srul harmoniashi rom iqnebi mashin)ise tu am locvis shinaarsi ici qartulad,qartulad gaiazre warmoidgine magram original enaze waikitxe(originalze savaraudod met adamians aqvs naloci da wakitxuli amitom metad aris samyaroshi aprobirebuli da gamtkicebuli,albat :) )ise gaxsovdes yvelafers tavisi fasi aqvs

    Like

    პასუხი

  2. icekvashvili
    მაისი 03, 2015 @ 10:54:48

    ძალიან მომწონს ასეთი რაღაცეები,ეგზორციზმი,მაგია და მისტიკა,ეხლა 14 წლის ვარ და პატარაობიდან ვკითხულობ ასეთ რამეებზე ბევრს კიდევ კარგი ქართულად არის ესეთი საიტი.ერთი რამ მაინტერესებს ლათინურად რომ წავიკითხო შელოცვა უფრო დიდი ძალა აქვს თუ მშობლიურ ენაზე. მართალია მჯერა ამ ყველაფრის მარა ეს შელოცვები მართლა ჭრის?

    Like

    პასუხი

  3. fff
    ივლ 21, 2013 @ 13:48:08

    adamiani roca svams shelocva rogor unda sheuloco rom ar dalios

    Like

    პასუხი

  4. jafaridzekotiko
    ივლ 12, 2013 @ 12:26:47

    პასუხი

  5. mm
    თებ 21, 2013 @ 12:06:18

    gasagebia madloba

    Like

    პასუხი

  6. mm
    თებ 17, 2013 @ 17:05:29

    ara am shelocvebs ar vgulisxmob saertod shelocvas roca kitxulob tundac sasiyvarulos akvs mnishvneloba ra dros caikitxav an dgeshi ramdenjer?

    Like

    პასუხი

    • კუდიანი
      თებ 18, 2013 @ 18:38:54

      აა, გასაგებია. სასიყვარულო შელოცვები მთვარის აღმავალ პერიოდში იკითხება. დღეში რამდენჯერ იკითხება არ ვიცი, მაგრამ თუ კონკრეტულ რიტუალს დიდი რწმენით გააკეთებ ერთხელაც ეყოფა.

      Like

      პასუხი

  7. mm
    თებ 16, 2013 @ 13:37:24

    იცით რა მაინტერესებს შელოცვა როგორ უნდა წავიკითხოთ რა დროს დღეში რამდენჯერ?

    Like

    პასუხი

    • კუდიანი
      თებ 16, 2013 @ 18:57:35

      ძილისწინ წასაკითხი შელოცვა ძილის წინ იკითხება, დილით წასაკითხი დილით, საჭმლის წინ წასაკითხი – ჭამის დაწყებამდე და დანარჩენებზე სათაურები წერია :)) მაგალითად როცა საკუთარი თავის ან რაღაც ადგილის გაწმენდა გინდა უნდა წაიკთხო “სტიქიებზე ლოცვა”. გადახედე ლოცვებს და მიხვდები :)

      Like

      პასუხი

  8. mm
    თებ 13, 2013 @ 16:53:32

    ენერგეტიკა როგორ უნდა გავიწმინდოთ?ეს იგივეა რაც აურის გაწმენდა?

    Like

    პასუხი

  9. )))))))))))
    თებ 13, 2013 @ 12:51:48

    shemtxvevit wavawydi tqvens saits,aseti ragacebis ar mjera,qristiani var da saertod isic mgonia rom es saiti qristianuli ar aris,magram miuxedavad amisa,midna gkitxot. exla var 21 wlis 18 wlamde sakmaod kargad vcxovrobdi,aranairi dabrkoleba ar mqonia arc swavlashi da arapershi,rogorc ki 18 gavxdi mis mere chem cxovrebashi dzalian bevri cudi rame xdeba,swavlastan dakavshirebit,ojaxshic, piradshic,janmrtelobashic,saertod yvealpershi,paqtiurad ukugma midis is rac amdeni xania kargad midioda, vambob ar mjeratqo magram xandaxan gamivlis tavshi vinmem jado xo ar gamiketatqo. tqveni azric mainteresebs amastan dakavshirebit ))))))

    Like

    პასუხი

    • კუდიანი
      თებ 13, 2013 @ 14:37:05

      გამარჯობა :) მართალია თქვენი რელიგია მაგიას კრძალავს, მაგრამ მის არსებობაში ეჭვი არ უნდა შეიტანოს. რაც შეეხება თქვენს კითხვას. შესაძლოა ვინმემ გაგთვალათ ან ჯადო გაქვთ გაკეთებული და ენერგეტიკის გაწმენდა გჭირდებათ.

      Like

      პასუხი

დატოვეთ კომენტარი