ყოველდღიური რიტუალი ჰარმონიისთვის

29083faf94b2ede7b3fbfbf7dd9e0278_large

ჩვენი ცხოვრება იმდენად დაძაბული და სტრესულია, რომ გაღვიძებისთანავე ვიწყებთ ჩვენს პრობლემებზე ფიქრს. რა გასაკვირია, რომ დღევანდელ დღეს ყოველ მეორე ადამიანს ნევროზი და სტრესი აქვს? არ დაიღალეთ ასეთი დაძაბული, გადატვირთული და გიჟური ცხოვრებით?

თუ გსურთ თავი დააღწიოთ ყოველდღიურ სტრესებს და დაძაბულობას, მაშინ ჩაატარეთ ეს პატარა და მშენიერი რიტუალი ყოველდღე.

ეცადეთ დაიძინოთ კარგ განწყობაზე და გაღვიძებისთანავე გაიღიმოთ. დაივიწყეთ ცოტა ხნით პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები და მშვიდად წარმოთქვით ეს ლოცვა:

“ყოვლადმოწყალე ღმერთებო,
გთხოვთ შეავსეთ ეს დღე
სინათლით და ჰარმონიით,
ჯანმრთელობით და ბედნიერებით,
სიხარულით და ურთიერთგაგებით.
დაე დალოცვილ იყოს
ახალი დღე, რომელსაც ვხვდები მშვიდი/სუფთა გულით”.

წარმოთქვით და სწრაფად წამოდექით ლოგინიდან, შედით სააბაზანოში და მიიღეთ შხაპი. თუ სამსახურში, სასწავლებელში ან სხვა დაწესებულებაში ხართ წასასვლელი, მაშინ სახლიდან გასვლის წინ წარმოთქვით ეს ლოცვა:

“დიდებულო დედავ, რომლის სხეული – მიწაა,
რომლის სუნთქვა – ქარია, რომლის ცრემლი – წვიმაა,
რომლის გულიც ფეთქავს ყველა ცოცხალის გულთან ერთად,
დალოცე განვლილი დღე,
დალოცე მომავალი დღე,
დაიცავი ჩემი ახლობლები,
მომიტევე ჩემი ცოდვანი.
დიდებულო დედავ მიყვარხარ:
მომანიჭე მე, სიძლიერე და გამბედაობა,
დამეხმარე შევიცნო თავი ჩემი,
დამაყენე სწორ გზაზე.
დაე იყოს ასე”.

დააკვირდით, როგორ შეიცვლება ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ. სულიერი ჰარმონია გარანტირებული გაქვთ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: