გასამართლდეს ყველა სასულიერო პირი, რომელიც სამშვიდობო აქციის დარბევაში მონაწილეობდა

942235_621811557847910_1755049382_n

დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ თუ რა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ე.წ მართლმადიდებლური ეკლესია მრევლზე.
მრევლს რაღა უნდა მოთხოვო, როდესაც შენი თვალით ხედავ როგორ მისდევს მამაო უდანაშაულო მოქალაქეს, აგინებს, ლანძღავს და სკამებს ესვრის. იმის მაგივრად, რომ სიტუაცია განმუხტონ და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდონ, პირიქით იქცევიან, ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ და საკუთარ მრევლს ქრისტეს სახელით ბრძოლისკენ და მშვიდობიანი აქცის დარბევისკენ მოუწოდებენ. თქვენი აზრით ეს შეეფერება სასულიერო პირს, რომლის სიტყვაც ზოგიერთი ადამიანისთვის კანონზე მაღლა დგას? – ჩემი აზრით ეს უფლებების გადაჭარბებაა და სასწრაფოდ ყველა სასულიერო პირი უნდა დაიკითხოს და გასამართლდეს, რომელიც ძალადობის პროპაგანდას ახდენდა, ჩვენ გვეუბნებოდნენ ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ნუ ახდენთო და თვითონ გამწარებული მოუწოდებდნენ ხალხს აქციის დარბევისკენ. ამბობდნენ, რომ თუ ახალგაზრდა თაობა ჩენ შემოგვხედავდა ჩვენი ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდა და მათ ფსიქიკაზე იმოქმედებდა, მაგრამ აქციის დარბევის პერიოდში ის ავიწყდებოდათ, რომ მათ ასეთ უღირს საქციელს სწორედ ის ახალგაზრდა თაობა უყურებდა, რომელზეც ასე ზრუნავდნენ.
ჩემი მოთხოვნაა დაიკითხოს და გასამართლდეს ყველა სასულიერო პირი, რომელიც ჩართული იყო აქციის დარბევაში.
დაუშვებელია ამ ყველაფერზე უარის თქმა მხოლოდ იმის გამო, რომ საქმე სასულიერო პირს ეხება და ამ ყველაფრის გაკეთბა “დაზომბირებულ მრევლს” კიდევ უფრო გააღიზიანებს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს! გამოქვეყნდა კადრები სადაც აშკარად ჩანს, როგორ მოუწოდებენ მამაოები თავიანთ მრევლს ძალადობისკენ, თვალნათლად ვხედავთ როგორ არბევენ აქციას გაცოფებული ჰომოფობები და სცემდნენ უდანაშაულო ხალხს. ესეც აღარ იკმარეს და ხალხით სავსე სამარშრუტო ტაქსების ამოტრიალებაც სცადეს.
რა გჭირთ ხალხნო? თუ ჰომოსექსუალობა ცოდვა და გარყვნილებაა, მაშინ თქვენს საქციელზე რაღას იტყვით? თქვენი აზრით ამ ყველაფერს მოგიწონებდათ ღმერთი?

12 Comments (+add yours?)

  1. goglika
    სექ 05, 2013 @ 06:39:23

    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ვთქვათ რომ უბრალოდ თავისუფლებას ითხოვდნენ… გამოდიან ადგილას სადაც 100 000 მოწამე აწამა მუსლიმმა ქრისტიანობისათვის და ზუსტად იმ დღეს… გრცხვენოდეთ ვინც ფიქრობთ რომ მამები არასწორად მოიქცნენ… გამიკვირდა იარაღებით რომ არ გავიდნენ…

    Like

    პასუხი

    • კუდიანი
      სექ 05, 2013 @ 12:45:06

      ქართველების უბედურება იმაშია, რომ წარსულს ვერ შორდებიან! იცხოვრეთ აწმყოთი. ძალიან ამაყობ იმით, რომ 10000-მა ქართველმა თავი გასწირა სარწმუნოებისთვის, მაგრამ ეს მოხდა ძალიან დიდი ხნი წინ და ალბათ უკვე აღარ ყრია გვამები :)

      Like

      პასუხი

    • Samkharadze Niin
      დეკ 15, 2014 @ 01:52:57

      მომწერე

      Like

      პასუხი

  2. cqnafaaa
    ივლ 12, 2013 @ 21:11:45

    ყველას თავისი მოეთხოვება ! ‘ ჩვენს გარყვნილებაზე ” ც ‘ ვაგებთ პასუხს !

    Like

    პასუხი

  3. cqnafaaa
    ივლ 12, 2013 @ 21:09:31

    შენ რას ამბობ ჰომოსექსუალობა ცოდვა არ არიიის ???

    Like

    პასუხი

  4. drstain
    ივნ 27, 2013 @ 19:17:35

    brinjit savse tasshi yoveltvis egdeba cudi, esec gaitvaliswinet :*

    Like

    პასუხი

  5. zuka
    მაისი 31, 2013 @ 11:46:00

    daaaagdet ra rame axali da siyvarulze saintereso gtxovt
    patara zuka

    Like

    პასუხი

  6. zuka
    მაისი 25, 2013 @ 22:56:23

    shegidliat pasuxi gamcet axali ramis dagdebas ar apirebt miyvarxart magradi miyvarxart daaaannnn

    Like

    პასუხი

  7. zuka
    მაისი 24, 2013 @ 18:25:54

    moklet ese rogorsheidleba sul sheicvalaes xalxi da bodishit dasul (gagijdnen)

    Like

    პასუხი

  8. კახი
    მაისი 23, 2013 @ 22:28:08

    აუ, აქაც პოლიტიკა და რამე? არა და როგორ მომწონდა თქვენი გვერდი.

    Like

    პასუხი

  9. b3r
    მაისი 18, 2013 @ 11:55:22

    ჩემი აზრით უნდა გაატყავო მაგათი … და ეგენი ამბობოენ მამაოები ვართო რჩევისთვის მაგასთან უნდა მიხვიდე თვითონ არიან ცოდვილები სხვას რა უნდა შეუნდოს შეუნდობელმა :@

    Like

    პასუხი

დატოვეთ კომენტარი