უცნაური არსება თბილისთან ახლოს

ეს ჩემი თვალით, რომ არ დამენახა, სხვისგან მიყოლილს არ დავიჯერებდი.

მოკლედ, გუშინ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ განტვირთვისთვის ქალაქს მოვშორებოდით და გადავწყვიტეთ ცხვარიჭამიაში წასვლა. დილიდან ვგრძნობდი, რომ ეს დღე მოულოდნელობებით სავსე ჩაივლიდა. თუ ამ ადგილას ყოფილხართ, გეცოდინებათ მდინარისპირა ადგილი, რომელიც ქვებითაა სავსე და მდინარის მეორე პირას ტყეა. ამ ადგილას გვიანობამდე შემოვრჩით და კოცონი დავანთეთ. მე მომწყინდა ერთ ადგილას ჯდომა და მედიტაციების შესასრულებლად, ტყეში ავედი. იქ სიმშვიდეა და საოცარი გარემო იმისათვის, რომ განიტვირთო. მოვკალათდი ერთ მშვენიერ ადგილას და დავიწყე ჩემი საქმე. დაახლოებით ნახევარ საათში რაღაც უცნაური ხმა მომესმა, ეს ხმა უკანა მხრიდან მოდიოდა. მე მშვიდად გავიხედე უკან, იქ არავინ და არაფერი არ დამხვდა. ის წინათგრძნობა, რაც დილით მქონდა მოწოლილი ისევ მომაწვა და მახსენებდა, რომ დღეს რაღაც უცნაური უნდა მომხდარიყო. ამასობაში ვიგრძენი, რომ ზურგზე რაღაც გამეხახნა და წამოვდექი. გავიხედ-გამოვიხედე და ხესთან რაღაც ნაცრისფერი არსება დავინახე. ჯერ კურდღელი მეგონა რადგან ძალიან ჰგავდა მაგრამ ცოტა ხანში დავრწმუნდი, რომ არ იყო კურდღელი, რომ დამინახა თვალები წითლად გაუნათდა. მე არ მეშინია მსგავსი მოვლენების და ვცადე უფრო ახლოს მივსულიყავი, რომ მივუახლოვდი ოდნავ უკან დაიხია და საშინელი ხმა ამოუშვა, ასეთი ხმები დღემდე არ მსმენია. უფრო ახლოს, რომ მივედი დავრწქმუნდი, რომ ეს უცნაური არსება არ იყო კურდღელი და ჩემი აზრით, არც სხვა ნებისმიერი ცხოველი, რაც ადამიანებისთვის ცნობილია. მოწითალო თვალები, ნაცრისფერი გაცვენილი ბეწვი, გრძელი შავი ყურები და უცნაური ფორმის თათები. ასეთი რამ ჯერ არასდროს მინახავს. ჯიბეში მზესუმზირა მქონდა და ცოტა დავუყარე, რეაქცია არ ჰქონია ისევ დაჟინებით მიყურებდა. ნელ-ნელა მოვახერხე ახლოს მისვლა და შეხება, რომ შევეხე გაღიზიანდა და მიკბინა. ისე მწარედ მიკბინა, რომ ჩემი ყვირილი მეგობრებმაც გაიგეს და ჩემთან წამოვიდნენ. ისინი, რომ მოვიდნენ ეს არსება მიწაში გამოთხროილ სოროში ჩაძვრა.

შემიძლია განახოთ ჩემი ნაკბენი.

თქვენც გინახავთ მსგავსი არსება?

12 Comments (+add yours?)

  1. zuka
    თებ 24, 2014 @ 19:21:12

    dalian miyvarxart da tqveni yvelaferi mjera dalian gtxovt daubrundet ambblogs martla yvela miyvarxart da dadot rame axali siyvarulze ufro rogor sheayvaro sxvas tavi anu biwma rom gogos tavi sheayvaros

    Like

    პასუხი

  2. jafaridzekotiko
    დეკ 26, 2013 @ 19:27:49

    პასუხი

  3. azel areno bexshes maradoris
    სექ 07, 2013 @ 16:55:44

    bichoo nu andzrevt amdenstqoo xo xedavt su gamoylevdit:))))

    Like

    პასუხი

  4. Anomaly
    იან 13, 2013 @ 19:32:08

    cxarichamiashi daqals aqvs dachaa da dzalian xshirad avdivart xolme… da ik sakmaood mravlad ariaan mgleebi , uprosebic ki gevubnebodneen martoebi nu adixart tan gamit, mglebi ariano …. magram chemi azriit nebismieriii cxoveeli sheidzleboda yopiliyo , es chveulebrivii nakbenia …

    Like

    პასუხი

  5. Inferno
    აგვისტო 21, 2012 @ 19:38:33

    ეგ სურათი რაც შენ დადე არავითარი ნაკბენი არ არის რაღაც სამაჯური ან რამე გეკეთა დიდხანს იმის შედეგად დარჩენილი კვალია ეგ რაღაც 2 წუთში გავიდლიდა :) ან შენით იკბინე ხელზე :) ეგ ცხოველის ნაკბენი არ არის :)

    Like

    პასუხი

  6. gio
    აგვისტო 07, 2012 @ 13:53:20

    romelime eqims anaxe nakbeni da nakbenit mixvdebian tu ra cxovelia !

    Like

    პასუხი

  7. ადამიანი
    ივლ 24, 2012 @ 16:15:39

    არა მე არ მინახავს ასეთი რამ.შენ ადგილას აუცილებლად ავიდოდი ისევ და გამოვიკვლევდი სოროს,ხო შეიძლება მართლაც იშვიათი არსება აღმოჩნდეს რომელზეც არავინ იცის.არ გიფიქრია ამაზე?

    Like

    პასუხი

  8. Nini
    ივლ 22, 2012 @ 16:30:22

    :D:D:D ramxela fantaziis unari gaq

    Like

    პასუხი

დატოვეთ კომენტარი