მე და მოჩვენებები

ამ სტატიას გადავაწყდი http://wix.ge/  -ზე, დამაინტერესა და გადავწყვიტე აქაც დამედო, რომ თქვენც წაგეკითხათ.

მე და მოჩვენებები

მე და მოჩვენებები
1. დაახლოებით 13–14 წლის ასაკში, აღდგომების შემდეგ პერიოდში, ჩემს ოთახში იდგა პატარა ცენტრი (ახლაც დგას პრინციპში). მაშინ კომპიუტერი არ მქონდა და აქტიურად ვიყენებდი. მართალია მპ3 დისკებს არ უკრავდა, მაგრამ დიდი მონდომებით ვაგროვებდი ჩვეულებრივ სიდი დისკებს და მიხაროდა. კარგად მახსოვს, ჩემმა მეგობარმა ჩამიწერა ჩემი პირველი დისკები – რამშტაინის და ევანესენსის. ჰოდა, თემას გადაუხვიე, რატომღაც გულში ჩამრჩა ეს მომენტი. მახსოვრობა კარგი მაქვს, ძალიან მკაფიოდ ვიმახსოვრებ ყველაფერს. გამოვრთე ეს ცენტრი, წითელი ნათურა ჰქონდა ზევით და როცა გამოირთვებოდა, ნათურაც ეთიშებოდა. ნამდვილად მახსოვს გამოვრთე და ოთახიდან გავედი. თან შევხედე ჩამქრალ ნათურას. ორ წამში შემოვბრუნდი ოთახში და დავინახე ისევ ანთებული იყო ნათურა.

იმ პერიოდში მაშინებდნენ თან, აღდგომებზე სულები სახლში ბრუნდებიანო და ძალიან შემეშინდა. გამოვრთე ჩამრთველიდან და ოთახიდან გავიქეცი რას გაუგებ ამ ტექნიკას.

2. მეორე შემთხვევაც ტექნიკას უკავშირდება. სონი ვეგა ვისაც გაქვთ, ტელევიზორი, ალბათ იცით, როგორი საშინელი ჩართვის ხმა აქვს, ძალიან უცნაურ ხმას უშვებს. იმ პერიოდში “ზარი” იყო ძალიან პოპულარული, მე და ლიკა რამდენჯერმე ვუყურებდით ხოლმე დღეში თან ამ ტელევიზორს ზუსთად ისეთი ხმა აქვს ჩართვისას, როგორც ზარში.
ჰოდა ეს ჩემი ძვირფასი ტელევიზორი ერთ ღამეს თავისით ჩაირთო, და თან შიშინებდა. მარტო ვიწექი ოთახში და სისხლი გამეყინა ლამის. ძლივს ავდექი, თან გეგმებს ვაწყობდი, ახლა იქიდან ის საშინელი ბავშვი რომ გადმოვიდეს, თავში რა ჩავარტყა–თქო. მოგვიანებით მივხვდი, რომ ტაიმერი იყო დაყენებული შემთხვევით და იმიტომ ჩაირთო.

3. რაც დედაჩემი წავიდა, იმის მერე მარტო მძინავს ოთახში. რაც კიწი მოვიყვანე, იმის მერე აღარ მეშინია, მაგრამ იქამდე მქონდა რაღაც ინციდენტები. მაგალითად რამდენჯერმე მკაფიოდ გავიგე აივანზე ფეხის ხმა. ჩემი ოთახის კედელი აივანს ეურთდება. არადა იმის რეალური ვარიანტი, რომ ვინმე სულიერი მეექვსე სართულის აივანზე გადმოძვრებოდა, მინიმალური იყო.

4. საწოლი და მისი ქვედა მხარე ხომ საერთოდ საშინელებათა ფილმების შთაგონების წყაროა, მათ შორის “ბუგიმენების” სერიების. დღემდე ვერ დავიძინებ ისე, რომ ხელი დაბლა მქონდა ჩაწეული. სულ იმის შეგრძნება მექნება, რომ ვიღაცა მწვდება და შემითრევს. ჩემი საწოლის ქვეშ ატომური სადგური იყო მოწყობილი, ინტერნეტის უამრავი ქსელი გადიოდა, ჩვენგან 6 ადამიანს ჰქონდა გადაყვანილი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ალბათ ქარში, ან როცა ისინი ეხებოდნენ ქსელს, საშინელი ხმით ხმაურობდა და მეც ძალიან მეშინოდა.

5. ისევ და ისევ ჩემი ოთახი. კარები საკეტით არ იკეტება, მაგრამ თუ კარგად მიაწექი, ისე გაიჭედება, მეც მიჭირს ხოლმე გაღება. ერთ ღამესაც, არანაირი ქარი, ნიავიც კი არ იძვროდა, სრულიად სიწყნარეში ჩემი საგულდაგულოდ დაკეტილი კარები ისეთი სიძლიერით გაიღო, რომ ნახევარი საათი საწოლზე ვიყავი წამომჯდარი და ოთახს ვათვალიერებდი.

6. ოოო, ეს კლასიკაა ლიკა ჩემზე ათასჯერ უფრო მშიშარაა ასეთ ამბებში და რაჭაში უზარმაზარ ოთახში მარტო ჩვენ ორს რომ გვეძინა, ეს უკვე ჰორორია გვაშინებდნენ უზარმაზარი პეპლები, რომლებიც თავზე გვაჯდებოდნენ და ამის გამო ლიკა საწოლიდანაც გადავარდა და მუხლიც იტკინა. ჰოდა, ერთ ღამესაც გვესმის ვიღაც მძიმე ქშენით როგორ ამოდის კიბეებზე. ჩვენებს ეძინათ ყველას, ჭიშკარი დაკეტილი იყო, ასე რომ იმის შანსი, ეს არსება სვერხისტესტვენი ყოფილიყო, უფრო გაიზარდა. სუნთქვაშეკრულები ვუსმენდით. ამოვიდა კიბეებზე და აივანზე დასეირნობს, თან უცნაური ქშენის ხმა ისმის. ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ ჯერ ხმას არ ვიღებთ. ჩუმად ვურეკავთ ბაბუამისს, რომ გამოგვხედოს, თორემ იქნება დაგვესხას თავზე ტვარი.

ამასობაში გაისმა იმის ხმა, ტვარმა როგორ მოიფხანა ყური და ტანი შეიბერტყა. მერე ღრუტუნის ხმაც გავიგეთ. გამოვიდა ბაბუამისი, მაგრამ საწყალი ღორი უკვე გაქცეული იყო.

მეტი არაფერი არ მახსენდება. არასდროს მინახავს ნამდვილი მოჩვენება, ან რამე სუპერნატურალი. არადა უარს არ ვიტყოდი, ნორმის ფარგლებში.

10 Comments (+add yours?)

  1. chelidze1997@inbox.ru
    Sep 14, 2014 @ 21:19:39

    ეგეთი რამეები ბევრია ჩემს ცხოვრებაშჳ ერთ-ერთს მოგიყვებით
    ერთხელ დაქალთან დავრჩი რადგან დამირეკა და მითხრა შუძლოდ ვარ მგონი სიცხეც მაქვს სახლში მარტო მე და ბებო ვართ ხოდა ამოდი და დარჩი მომხედე თორე მართლა ცუდად ვარო
    მეც ავედი მასთან სიცხე გავუზომე 38 ქონდა სასწრაფოდ წამლები დავალევინე და ცხელი ჩაი მოვუმზადე,(მასზე ზრუნვა ბებიამისსაც შეეძლო მაგრამ არაფერი უთხრა ბებიამისს რადგან ძალიან მოხუცი და ნერვიული ქალი იყო) მაიკოს ბებიას მალევე დაეძინა.მაიკოს სიცხემ ცოტა დაუწია და კინოს ვუყურებდით ჩვენც მალე ჩაგვძინებია დილით მაკო მაღვიძებს და მკოცნის შუბლზე თან მეუბნება ,,ჩემი მზრუნველი გოგო როგორ დაგიფარებია ჩემთვის თბილი ადიალაო არა მე არ დამიფარებია ნაღდად და ეს მასაც ვუთხარი,გაუკვირდა მერე ბებიამიისსაც კითხა მაგრამ ბებიამისმაც იუვარა,იმ დღეს არ ვიმჩნევდით მაგრამ ორივე გაკვირვებულები ვიყავით…
    ეს დღესაც მიკვირს საიდან გაჩნდა იქ ადიალა როცა არცერთს არ მოგვიტანია

    Like

    Reply

  2. Joe
    Apr 10, 2013 @ 17:40:05

    მე ვნახე მოხუცი ქალი სოფელში, ეზოში, დასაძინებლად ვწვებოდი და გაიარა ამ ქამლა. სიბნელეში თავიდან ბებიაჩემი მეგონა მაგრამ გავიხედე და ეძინა.

    Like

    Reply

  3. Anomaly
    Jan 13, 2013 @ 19:12:33

    უცნაური ხმები და ჩრდილები აშკარად აქტიურია. დაახლოებით იგივე მოუვიდათ შარშან ჩემს მამიდაშვილს და მის დაქალს. დასასვენებალდ იყვნენ . სახლი ორსართულიანი იყო და მეორე სართულზე ეძინათ მათ, ოთახში და საერთოდ სართულზე მარტოები იყვნენ, ოთახს წინ პატარა აივანი ჰქონდა , სადაც შუქი სულ ენთო კარებს კი არასდროს კეტავდნენ , მაგრამ იმ დღეს საბედნიეროდ ჩაკეტებს, გამით მამიდაშვილი წყურვილმა გააგვიძა და დაქალიც გააგვიძა გასაყოლად , ცოტა ხანი ლოგინზე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ , ზუსტად ამ დროს აივანზე ადამიანის სილუეტმა ჩაიარა, ეგონათ მოგვეჩვენაო და უცებ ვიგაცაამ ძლიერად მოაბრახუნაა რამდენჯერმე კარიის მინაზე…. იმ ოთახში კაი ხანი ვეღარ ადიოდნენ და იმ ღამესაც სხვაგან ეძინათ, ეს მე რო მომიყვნენ მეც ძალიან შემეშინდა და დამაინტერესაა …..

    Like

    Reply

  4. Inferno
    Aug 21, 2012 @ 19:12:48

    მე მქონდა ასეთი საინტერესო შემთხვევა მოკლედ ასე 13-14 წლის ვიყავი ფეხბურთის ვარჯიშიდან მოვედი კარები რომ არავინ გამოიღო მივხვდი არ იყვნენ სახლში და ჩემი გასაღებით გავაღე შევედი და ჩვევად მქონდა ეს რო კარს არ ვტოვებდი ღიას ყოველთვის ვკეტავდი ხოდა შემოსვლისას გასაღებით გადავკეტე შევედი ოთახში ჩანთა დავაგდე და მერე აბაზანაში შევედი მეთქი ხელპირს დავიბანთქო ხოდა შევედი დავიხარე ნიჟარისკენ სახეზე წყალი შევისხი და თავი ავწიე (როგროც უმეტესობას ჩვენც აბაზანაში სარკე ნიჟარის მაღლა გვაქ გაკეთებული) ხოდა სარკეში რო ჩავიხედე სარკე გატყდა მე შემეშინდა თუ რა იყო არ ვიცი მუხლები მომეკეცა და დაცემისას თავი ნიჟარას დავარტყი (შრამი ახლაც მაქ) გავითიშე ხოლო როცა გონზე მოვედი ოთახში დივანზე ვიწექი თავიდან სისხლი მდიოდა ავდექი სახლი მოვათვარიელე ისევ მარტო ვიყავი და კარებიც ისევ გასაღებით იყო გადაკეტილი. ნუ შეიძლება არც არაფერი იყო და მე თვითონ ავდექი და დავწექი დივანზე მაგრამ არ მახსოვს ან შეიძლება ასე არც იყო :)

    Like

    Reply

  5. Ti_ko
    Jul 24, 2012 @ 12:56:54

    მე ერთადერთხელ მქონდა მსგავსი შემთხვევა, ისიც ბავშვობაში. ჩემს გვერდითა ოთახში ბებია-ბაბუას ეძინა ხოლმე. ერთხელ, როცა დასაძინებლად მივდიოდი, ამ ოთახიდან ხვრინვის ხმა შემომესმა. (არცერთი არ ხვრინავს საბედნიეროდ) დედას ვკითხე – ბაბუამ უკვე დაიძინა-მეთქი? უარყოფითი პასუხი მივიღე, მეც ვიცოდი, რომ ბაბუ მეორე ოთახში ტელევიზორს უყურებდა. მაინც შევედი და იქ არავინ იყო. შემიძლია დავიფიცო, რომ ხმა ნამდვილად გავიგე. როგორ შეიძლება ხვრინვის ხმა რამეში ამრეოდა??

    Like

    Reply

    • tantaling
      Jul 24, 2012 @ 13:01:21

      რუბრიკის გაკეთებას ვაპირებ, “აჩრდილები ჩვენს ცხოვრებაში” და უფლებას მომცემ, რომ ეს მასალა გამოვიყენო? :))

      Like

      Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: