ახალი ცხოვრება იწყება დღეს!

დიდი ხანია ბლოგზე აღარ შემოვსულვარ, დღეს გადავავლე თვალი და ყველაფერი ისევ ისეა როგორც დავტოვე. იგივე პოსტები, სტუმრების უხვი რაოდენობა და ძველი მკითხველები, რომლებიც ახალ პოსტებს ითხოვენ.
გული მწყდება, რომ ჩემ ბლოგზე წერის დრო აღარ მჩება, მიგდებული და უპატრონოა აქაურობა.

meh-1024x573

ამ ბოლო დროს ცხოვრებაშიც იგივე გრძნობა მეუფლება. უცვლელობის, უმოძრაობის და უხალისობის შეგრძნება მეუფლება და ვითრგუნები. გადავყევი სამსახურს და საკუთარი თავი და პირადი ცხოვრება სულ დავიკიდე.
ვატყობ რომ რაღაც ახალი მჭირდება, ბევრი სიახლე … მერწყული ვარ და ვერ ვძლებ სიახლეების გარეშე.

ადამიანი არ უნდა დარდობდეს იმაზე, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია. საკუთარი თავი თავადვე ჩავკეტე. ხელი ვკარი სიახლეებს, უარი ვთქვი სამყაროსმიერ ნაჩუქარ მშვენიერ დღეებზე და ის ვერ გავაცნობიერე, რომ პირველ ადგილას საკუთარი თავი და ინტერესები უნდა დავაყენო. ყველაფერი წარმავალია და უნდა ეცადო ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება და მეტი თავისუფლება მიიღო. თან თავისუფლება ისე აკლია ამ ქვეყანას …

გადავწყვიტე მეტი დრო დავუთმო საკუთარ თავს, ინტერესებს, გართობას, მეგობრებს, ხალხს, საყვარელ ადამიანს (რომელიც დიდი ხანია აღარ მყავს, მაგრამ ალბათ მალე გამოჩნდება). უნდა გავაკეთო რაღაც ახალი, არ უნდა ვიყო გამოკერებული უკვე მიღწეულს.
წეღან წავიკითხე ჩემი ვირტუალური მეგობრის პოსტტი, სადაც წერდა რომ ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა, მზად იყო ცვლილებებისთვის და ამასთანავე დროს სამსახურს და სწავლასაც უთმობდა (ეს გოგო ხშირად არისხოლმე ჩემი ინსპირაციის წყარო :). მოკლედ სამსახურს უნდა შევუთავსო პირადი ცხოვრება და გართობა.

make-a-new-life-and-forget-the-drama

ამ პოსტიდან იწყება ჩემი სრულიად ახალი ცხოვრება!

სამსახური, სწავლა, კარიერა, წინსვლა, მეგობრები, გართობა, სიახლეები.

5 Comments (+add yours?)

  1. tornike
    Oct 19, 2014 @ 21:38:55

    rogor sheidzleba dagelaparako erti ertze?

    Like

    Reply

  2. gioregi
    Oct 12, 2014 @ 20:30:08

    kargia axali cxovreba <3

    Like

    Reply

  3. xatuna
    Oct 07, 2014 @ 09:27:44

    warmatebebs gisurvebt shenc da
    mec

    Like

    Reply

  4. witchcraftbarbara
    Oct 07, 2014 @ 03:28:06

    sheni imedi gvaqvs ♥

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: