მაბონი 2014 – გეგმები

tumblr_ls05qcojfo1qdyuq3o1_500

ამ დღესასწაულს უკვე 3 წელია ავღნიშნავ. ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული გახდა. მისი უმთავრესი დატვირთვაა ზაფხულის გაცილება და ზამთართან შეგებება. აგრეთვე ის დაკავშირებულია შემოდგომის ბუნიაობასთან.
მე ადრეც ყოველთვის ბედნიერად ვეგებებოდი ზამთარს. ზოგადად მიყვარს ზამთარი, რაღაცნაირა ყველაზე “თბილი” სეზონია და ლამაზი.

ba16c26a91a379c755845284ddd7b704როგორც ზემოთ ვახსენე მაბონი დაკავშირებულია შემოდგომის ბუნიაობასთან. აქედან გამომდინარე წელს ის 23 სექტემბერს 02:29-ზე დგება. ამ დღესასწაულს ყოველ წელს სხვადასხვანაირად ვეგებები. ჩემი წლევანდელი გეგმები ასეთია …

წინა დღიდანვე დავიწყებ ყოველგვარი ნეგატივისგან განთავისუფლებას და მხოლოდ კარგზე ვიფიქრებ. მაბონის დადგომისთანავე ავანთებ სანთელს და სურნელოვან ჩხირებს, რომელებიც ყოველთვის მამშვიდებენ. დავიწყებ წარსულის გაანალიზებას, აწმყოზე დაკვირვებას და მომავლის გეგმებზე ფიქრს. ჩამოვწერ ჩემს ცუდ თვისებებს, ნეგატიურ მოვლენებს, უვარგის ფიქრებს, წარსულის შეცდომებს და ყველაფერს რისი მოშორებაც მსურს. დავწვავ სანთელზე და გავატან ქარს.

მეორე დღეს ავდგები დილით ადრე, მოვიწესრიგებ თავს, მოვაწესრიგებ სახლს და გავალ ბუნებაში. იქვე ჩამოვწერ მომავლის გეგმებს და სურვილებს. და იქვე დავტოვებ, სადმე. თან წამოვიღებ ფოთლებს, ტოტებს და სხვადასხვა მცენარეებს.

გზაში ვიყიდი ხილს და ბოსტნეულს და ჩემი ხელით გავაკეთებ რამე გემრიელს. თან ვეცდები ამ დღეს ყველას გამოვადგე და ყველა გავაბედნიერო.

გიგზავნით უსაზღვრო სიყვარულს და სიხარულს დაე ყველამ ბედნიერად გაატაროს მაბონი.

9 Comments (+add yours?)

  1. mari
    ოქტ 18, 2014 @ 15:34:06

    kudiano ra minda gtxovo minda ritualebi dado ogon namdvili da ara targmani marto shelocvis sityvebi dade tavis enaze gtxovvvv

    Like

    პასუხი

  2. zombie
    სექ 24, 2014 @ 00:09:35

    კუდიანო შეგიძლია რამე ინფორმაცია დადო მაქციების შესახებ?

    Like

    პასუხი

  3. მარიამი
    სექ 21, 2014 @ 20:56:33

    რა საინტერესო და ‘კეთილი’ დღესასწაულია!
    მეც მინდა ავღნიშნო ^^

    Like

    პასუხი

  4. ink
    სექ 18, 2014 @ 15:42:11

    saintereso dgesaswauli chans mec minda vagnihsno da tu shegidzlia meti informacia mitxari sad vnaxo,saidan modis an vin agnishnavs am dgesaswauls xolme :D

    Like

    პასუხი

  5. Anna
    სექ 18, 2014 @ 11:52:16

    რა კარგია :) ძალიან საინტერესო მაბონი გექნება ^.^ შეიძლება, მეც აღვნიშნო წელს. მართალია, ჯერ არაფერი დამიგეგმავს, მაგრამ დრო მაქვს

    Like

    პასუხი

დატოვეთ კომენტარი