ფირუზი

8780476994bdaaa0b0808f

ფირუზი – მოცისფრო, მოლურჯო, მომწვანო მინერალია. შეიცავს CuAl6[PO4]4(OH)84H2O-ს.
მისგან ამზადებენ საიუველირო და დეკორატიულ ნივთებს. მგალითად: მძივებს, სამაჯურებს, საყურეებს, საკიდებს, სვამენ რგოლებში და ა.შ.

მაგიური თვისებები

ფირუზს მოაქვს წარმატება სიყვარულში, იზიდავს მეგობრებს და შეუძლია სიყვარულის/მეგობრობის შენარჩუნება. ფირუზი იზიდავს ფულს და სიმდიდრეს. ის იცავს პატრონს, აძლიერებს ინტუიციას, ზრდის ამბიციებს, ადამიანს ანიჭებს გამბედაობას და ყურადღებიანობას.
ფირუზის ტარება სასურველია წყვილებისთვის, რომლებსაც მუდამ ჩხუბი და გაუგებრობები აქვთ, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც პრობლემები არ ელევათ.
ფირუზი ამცირებს ძალადობას, მტრობას, სისხლისღვრას და ფიქრებს ამის შესახებ.
ძველად თვლიდნენ, რომ ფირუზი გამოხატავდა ჭეშმარიტ სიყვარულს და სიყვარულის დასამტკიცებლად წყვილები სწორედ ამ მინერალს ჩუქნიდნენ ერთმანეთს.
აგრეთვე ითვლებოდა, რომ წარუმატებელი სიყვარულის შედეგად გატეხილ გულს ფირუზი ამთელებდა და შეეძლო ნამდვილი სიყვარულის მოზიდვა.
ფირუზისგან დამზადებულ სამკაულებს ატარებდნენ ამულეტის სახით და სჯერდათ, რომ ის მოუტანდა პატრონს გამარჯვებას, იღბალს, დაიცავდა უბედურებისგან, ჩხუბისგან და “გათვალვისგან”.
ინდოელებს სწამდათ, რომ ფირუზი ატარებდა დადებით ენერგეტიკას და ადამიანებს შორის სიმშვიდეს ამყარებდა, მას შეეძლო შურისძიების შეგრძნება გაექრო ადამიანის გონებიდან. ის ეხმარება პატრონს კონცენტრაციაში და მისი ცხოვრებისეული მისიის გაგებაში.
მაგების აზრით ლურჯი ფირუზი ადამიანს ავსებს ენერგიით.
ხოლო თუ ის მოულოდნელად იწყეფს ფერების შეცვლას (თუ ღიავდება, გადადის მომწვანო ფერში), ეს იმის მანიშნებელია, რომ მის პატრონს სერიოზული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან.
ფირუზი ბავშვს იცავს ნეგატიური ზეგავლენისგან და “გათვალვისგან”.

ზეგავლენა ჩაკრებზე:
ის ზემოქმედებს Vishuddha-ზე.

ზოდიაქოს ნიშნები: კურო, მშვილდოსანი, მორიელი.

პლანეტები: მარსი, ვენერა, იუპიტერი, სატურნი.

სტიქიები: მიწა, წყალი.

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. jafaridzekotiko
    Aug 29, 2013 @ 19:22:40

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: