ჰელიოტროპი

pics1b

ჰელიოტროპი – ბუნდოვანი მწვანე ქვაა, მკრთალი წითელი ან ყვითელი ლაქებით. ის შეიცავს SiO2-ს.

შუა საუკუნეებში ქრისტიანები ამ ქვას “სისხლისმღვრელს” უწოდებდნენ და მის მკრთალ წითელ ლაქებს ქრისტეს სისხლს ადარებდნენ. ქრისტიანულ კულტურაში ჰელიოტროპს უწოდებდნენ წმინდა სტეფანეს ქვასაც.
ბერძნებმა ქვას შეარქვეს ჰელიოტროპი (ბერძნ. helios – “მზე” და trope – “ქცევა”). მათ სჯეროდათ, რომ ჰელიოტროპს შეეძლო მზის მდებარეობაზე ზეგავლენის მოხდენა.
პლინიუსის ნაშრომებში ვხვდებით ქვას ჰელიოტროპის სახელით.

ჰელიოტროპისგან ამზადებენ უამრავი სახის სამკაულებს: ბეჭდებს, ყელსაბამებს, კულონებს, სამაჯურებს და ა.შ.
ჰელიოტროპისგან შექმნილი ორნამენტები ამშვენებდნენ ტაძრებს და სასულიერო პირების შესამოსელს.

ახლა მინდა გესაუბროთ მის მაგიურ თვისებებზე.

მაგიური შესაძლებლობები

ჰელიოტროპი აღვივებს ფანტაზიას, ადამიანს ხდის ენერგიულს, აქტიურს, ჰმატებს სიცოცხლისუნარიანობას და დადებითად მოქმედებს გადაწყვეტილებაზე ფიქრის დროს. ამ ქვას განსაკუთრებული იდეებისმქონე ან ფილოსოფოსი ადამიანებისთვის მოაქვს წარმატება. უძველესი დროიდან ჰელიოტროპი ითვლება უძლიერეს მაგიურ და ალქიმიურ ქვად. შუა საუკუნეებში მაგები, რიტუალის ჩატარებამდე იკეთებდნენ ამ ქვისგან დამზადებულ სმკაულებს და ამით აძლიერებდნენ მაგიურ რიტუალებს.
ძველი ასტროლოგები, წინასწარმეტყველები და მღვდლები ჰელიოტროპს იყენებდნენ კოსმოსთან დაკავშირებისთვის.
ეს ქვა კარგია მათთვის ვისაც სურს უცხო ენების ათვისება.
ჰელიოტროპი ხალხს ეხმარება მიზნის დასახვაში და მის შესრულებში.
ერთადერთი რასაც მოითხოვს ჰელიოტროპი პატრონისგან არის – ჭკუა, საზრიანობა და მიზანმიმართულობა.
ჰელიოტროპთან მედიტაციის დროს შესაძლოა გაიგოთ ამათუიმ დაავადებების განკურნების ხერხები. აგრეთვე ქვა ინახავს ალქიმიურ ფორმულებს.

ზეგავლენა ჩაკრებზე:
ჰელიოტროპი ზემოქმედებს Muladhara, Manipura და Anahata-ზე. ის წმენდს ამ ჩაკრებს.

ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი.

პლანეტა: მზე.

სტიქიები: ჰაერი, მიწა, წყალი.

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. jafaridzekotiko
    Aug 29, 2013 @ 19:19:48

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: