სიზმრის ახსნა (ნაწილი 3)

thumb

გადაავლეთ თვალი რუბრიკის პირველ და მეორე ნაწილებს.

სიზმრად ნანახი “ბაღი” – ლამაზი ბარის ნახსვა გიქადით საყვარელ ადამიანთან დაახლოებას და მასთან საერთო ენის გამონახვას. ხეხილის ბაღი მოაწავებს საჩუქრებს და საქმეში წარმატებას. მაგრამ თუ ბაღი უნაყოფოა, ბალახი გადამწვარია, ხეები გაჩეხილი და ა.შ. ესეიგი უსიამოვნებები გელით როგორც სამსახურში ისე ახლობელ ადამიანებთან. თუ ასეთივე ბაღში ძლიერი ქარია, მაშინ მომავალში დაუპატიჟებელი სტუმარი გეწვევათ, რომლის ხილვაც არც თუ ისე გაგახარებთ.

სიზმრად ნანახი “ბაღლინჯოები” – ავადმყოფობის და დანაკარგის მანიშნებელია.

სიზმრად ნანახი “ბაყაყი” – თუ ბაყაყი ჭაობში იხილეთ, ესეიგი უსიამოვნებები გელით. თუ ის ხელშია აიყვანეთ, მაშინ ჯანმრთელობას უნდა მიაქციოთ ყურადღება, შესაძლოა ავადმყოფობის გადატანა მოგიწიოთ. ბაყაყის ყიყინის მოსმენა სიხარულს მოასწავებს.

სიზმრად ნანახი “ბერი ან მონაზონი” – თუ ბერი/მონაზონი ტაძარშია და ლოცულობს, გადაავლეთ თვალი იმ ხალხს ვისთანაც ტრიალებთ, შესაძლოა ფარულ მტრებს გადააწყდეთ. თუ მონაზონი გამომწვევად იქცევა, ეს ნიშნავს შერცხვენას.

სიზმრად ნანახი “ბეღურა” – ბეღურა მოასწავებს დროებით სიძნელეს.

სიზმრად ნანახი “ბეჭედი” – თუ ბეჭედი თითზე გიკეთიათ, ეს კარგის ნიშანია, ყველა საქმეს რასაც წამოიწყებთ ბოლომდე მიიყვანთ. დასაქორწინებელი ქალისთვის ეს სიზმარი განსაკუთრებით კარგია, ეს იმის მანიშნებელია, რომ წარმატებული ქორწინება გელით. მაგრამ თუ ბეჭედი ხელიდან გივარდებათ ან ტყდება, მაშინ ეს საყვარელ ადამიანთან ჩხუბს გიქადით.

სიზმრად ნანახი “ბიბლია” – ბიბლია ნიშნავს სულიერ ამაღლებას და ნათელ მომავალს. თუ ბიბლიიდან ფურცლები ამოხეულია, დაზიანებულია, ან ხელიდან გივარდებათ, მაშინ ეს ფარული ცდუნების ნიშანია, რის გამოც დაისჯებით.

სიზმრად ნანახი “ბიბლიოთეკა” – თუ ბიბლიოთეკაში დაგხვდათ ბევრი ხალხი, მაშინ გაიცნობთ ბევრ ახალ ადამიანს. მაგრამ თუ ბიბლიოთეკში ყოფნა არ გსიამოვნებთ, მშინ უნდა ელოდოთ მეგობრის მხრიდან ღალატს.

სიზმრად ნანახი “ბილიკი” – მოასწავებს წარუმატებლობას და დიდ სიძნელეებს. მაგრამ თუ ბილიკი სწორია და ირგვლი აყვავებული ბუნებაა, მაშინ ყოველგვარ უბედურებას დააღწევთ თავს.

სიზმრად ნანახი “ბინდი” – გიქადით ბუნდოვან მომავალსა და წარუმატებელ სიყვარულს.

სიზმრად ნანახი “ბოთლი” – თუ გამჭვირვალე ბოთლში წყალია ჩასხმული კარგის ნიშნია, წარმატებული სიყვარული გელით და ლაღი ცხოვრება. ცარიელი ბოთლი უბედურებას მოასწავებს.

სიზმრად ნანახი “ბორბალი” – თუ ბორბალი მოძრაობს ეს იმის ნიშანია, რომ საქმეში ყურადღება გმართებთ, თუ ყველაფერს აწონ-დაწონით საქმე ბოლომდე მივა. თუ ბორბლები არ მოძრაობს ან დაზიანებულია საქმეებში უკუსვლას უნდა ელოდოთ.

სიზმრად ნანახი “ბოსტნეული” – თუ ჯანსაღ ბოსტნეულს მიირთმევთ კარგის ნიშანია, ბედნიერ მომავალს მოასწავებს. თუ ბოსტნეული დამპალი ან დამჭკნარია უბედურებას უნდა ელოდოთ.

სიზმრად ნანახი “ბოქლომი” – თუ ბოქლომს ხსნით ან კეტავთ, მაშინ სიყვარულში წარმატებას უნდა ელოდოთ. გატეხილი ბოქლომი შერცხვენის ნიშანია.

დაელოდეთ გაგრძელებას…

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. jafaridzekotiko
    Aug 17, 2013 @ 11:55:27

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: