ტარო და მკითხაობის ვარიანტები

ჩემი ტარო

დაიმახსოვრეთ, ტარო მხოლოდ სამკითხაო კარტი არაა, რომლითაც მომავალს ჭვრეტენ. მასში ჩადებულია უდიდესი საკრალური ცოდნა. ძველად ოკულტისტებს სწამდათ, რომ არკანებში ჩადებული ცოდნის მიღება მხოლოდ რჩეულების ხვედრი იყო და უბრალო ადამიანებს არ შეეძლოთ მისი შეცნობა. მაგრამ გავიდა დრო და ნელ-ნელა შეიცვალა შეხედულებები. ახლა უკვე ყველას შეუძლია ტაროს შეძენა და პრაქტკის დაუფლება.

ჩემი რჩვაა თქვენს ტაროს მოეპყროთ სერიოზულად და მასთან კონტაქტი მხოლოდ პოზიტიურ განწყობაზე დაამყარეთ, აგრეთვე არ ათხოვოთ ხალხს. პირადად მე ჩემს ტაროს ვექცეოდი ისე, როგორც ჩეულებრივ ადამიანს, ყოველ დღე ვესაუბრებოდი, ვუყვებოდი ჩემს ამბებს და ვეკითხებოდი რჩევებს და ა.შ (ერთხელ “დიალოგის” დროს დედაჩემმა შემომისწრო და თავზე ხელი შემოირტყა, მოგიკვდეს დედაო :D ქალს გიჟი ვეგონე). მოკლედ დაუმეგობრით თქვენს ტაროს, დამუხტეთ კარგად შეისწავლეთ იგი და შეუდექით საქმეს.

ამ პოსტის საშუალებით გეძლევათ შანსი დამოუკიდებლად შეისწავლოთ მკითხაობა ტაროს კარტის მეშვეობით. თუ გაქვთ ტაროს კარტი, მაშინ შეუდექით პრაქტიკულ სამუშაოებს.

* ვისაც აინტერესებს: ტაროს კარტი იყიდება თბილისში, სადგურის მოედანზე, “ბავშვთა სამყაროში”. იკითხეთ წიგნების განყოფილებაში.

________________________________________________

სანამ უშუალოდ მკითხაობაზე გადახვალთ დამუხტეთ ტარო. დასამუხტად არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული რიტუალის ჩატარება, უბრალოდ აიღეთ ტაროს დასტა, გადაათვალიერეთ თითოეული კარტი, დაამყარეთ მათთან კავშირი, ატარეთ თან, ძილის წინ დაიდეთ ბალიშის ქვეშ და ხშირად გაშალეთ. აგრეთვე შეგიძლიათ ესაუბროთ მას და გააცნოთ საკუთარი თავი, როგორც მეპატრონე.

________________________________________________

ტაროს გაწმენდა: როდესაც გამოუცდელი ვიყავი ამ საკითხში დახმარება ვთხოვე ერთ ტაროლოგს, რომელმაც მასწავლა ტაროს გაწმენდის ხერხი ცეცხლის სტიქიის გამოყენებით.
აიღეთ ტაროს დასტა და თითოეული არკანა სწრაფად გადაატარეთ ცეცხლზე.
ამით ხდება ინფორმაციის წაშლა და ტაროსთან კონტაქტის ხელახალად დასამყრებლად საჭიროა მისი ხელმეორედ დამუხტვა.

ძირითადად მხოლოდ ესაა საჭირო. არსებობს ტაროს მედიტაციები, ტაროსთვის განკუთვნილისხვდასხვა რიტუალები და ა.შ მაგრამ ამ პოსტში ამაზე არ ვისაუბრებთ.

________________________________________________

  • ზოგადი შეკითხვები

თუ ტაროსთან ზოგადი შეკითხვები გაქვთ, მაშინ პასუხის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თითო არკანის ამოღების ხერხი. მაგალითად, ჩამოაყალიბეთ შეკითხვა და ჩაიფიქრეთ, აჩეხეთ კარტი და ამოიღეთ ერთი არკანა. ამოღებული არკანით შეგიძლიათ განსაზღვროთ პასუხი.

________________________________________________

  • სიტუაციის მიმოხილვა და გადაწყვეტილება

“გადაწყვეტილება” – ამ ვარიანტის პლუსი იმაშია, რომ მისი დახმარებით შეგიძლიათ დააკვირდეთ სიტუაციის ირ მხრივ განვითარებას.
ჩაიფიქრეთ შეკითხვა და გაშალეთ კარტი ზუსტად ისე, როგორც გამოსახულებაზეა მოცემული.

rasklad_reshenie

ტიპიური შეკითხვა: “რა მოხდება თუ გადავწყვეტ კონკრეტული საქმის გაკეთებას? და რა მოხდება თუ უარს ვიტყვი კონკრეტული საქმის გაკეთებაზე?”

7 – რატომ გაჩნდა ეს შეკითხვა?

3, 1, 5 – ქრონოლოგიურად აღწერს სიტუაციის განვითარებას იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ კონკრეტული საქმის გაკეთებას.

4, 2, 6 – ქრონოლოგიურად აღწერს სიტუაციის განვითარებას იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვით კონკრეტული საქმის გაკეთებაზე.

________________________________________________

“ბორბალი” – მკითხაობის ამ ხერხით შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას კონკრეტულ სიტუაციაზე. აგრეთვე შეგიძლიათ გაარკვიოთ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას თქვენს დამოკიდებულებაზე რაღაცის მიმართ.
ჩაიფიქრეთ შეკითხვა და გაშლეთ კარტი ზუსტად ისე, როგორც გამოსახულებაზეა მოცემული.

rasklad_koleso

ტიპიური შეკითხვა: “რა ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას კონკრეტულ სიტუაციაზე? “რა ძალები ახდენენ ზეგავლენას ჩემს დამოკიდებულებაზე რაღაცის მიმართ?”.

1 – არსებული სიტუაცია.

2 – ცვლილებები, რომლებიც მოხდა წარსულში.

3 – ფარული და არაცნობიერი ზეგავლენა.

4 – ახალი ზეგავლენა, რომელიც გეწვევათ.

5 – სინთეზი. ის, რაც აერთიანებს ყველა ამ ზეგავლენას.

________________________________________________

“Ankh, ან სიცოცხლის გასაღები” – ეს მკითხაობა გამოიყენება კონკრეტული სიტუაციაში ჩასაღრმავებლად და ანალიზის გასაკეთებლად. აგრეთვე მიზეზების გამოძიებისთვის.
ჩაიფიქრეთ შეკითხვა და გაშლეთ კარტი ზუსტად ისე, როგორც გამოსახულებაზეა მოცემული.

rasklad_ankh

ტიპიური შეკითხვა: “რამ გამოიწვია კონკრეტული სიტუაციის შექმნა?” “რა ფარული ძალები ახდენენ ზეგავლენას კონკრეტულ სიტუაციაზე?” “რა არის ჩემი პრობლემების მიზეზი?”.

ჰორიზონატური ნაწილი (1-2) – ამ სიტუაციის 2 მამოძრავებელი ძალა, ორი ერთდროული იმპულსი.

3, 4, 5, 6 – ეს კარტები ასახავს ღრმა სულიერ გამოცდილებას, რომელიც ამ სიტუაციის გაანალიზების პროცესში დააგროვეთ.

ვერტიკალური ნაწილი (7, 8, 9) – ეს კარტები გვიჩვენებს მომავლის პერსპექტივებს.

დასაწყისისთვის მხოლოდ ამას შემოგთავაზებთ.

ასევე ეწვიეთ ჩემს მეგობარ ბლოგს “ტაროს სალონს” სადაც შეგიძლიათ მიიღოთ როგორც თეორიული ცოდნა, ისე – ონლაინ კონსულტაცია.

17 Comments (+add yours?)

  1. რეიკის უმცროსი შვილიკო
    Aug 20, 2016 @ 01:46:27

    sad viyido. es taro? da ra girs?

    Like

    Reply

  2. tbabluani
    Jul 28, 2016 @ 23:20:22

    gotikuri taro maqvs magram ganmartebebi ar moyolia da verc versad vipove… xom ver damexmarebit? :((

    Like

    Reply

  3. me me
    Oct 19, 2015 @ 03:45:30

    anda zodiaqos nishnebi ratom aweria karts?

    Like

    Reply

  4. me me
    Oct 19, 2015 @ 03:44:29

    ukacravad karti maqvs magram am karts aranairi wigni ar moyolia da yvelaferi rac kartebze weria chinurivit aris chemtvis sad sheidzleba rom am kartis wigni vishovo?

    Like

    Reply

  5. nina
    Dec 08, 2013 @ 18:12:47

    daaxloebit ra girs xom ver metyvit?

    Like

    Reply

  6. Xatu Chxaidze
    Oct 15, 2013 @ 16:18:20

    გაიხარე დიდი მადლობა… უკვე მაქვს და სიხარულისაგან 63ე ცაზე ვარ ♥♥

    Like

    Reply

  7. Xatu Chxaidze
    Oct 12, 2013 @ 15:41:00

    სადღაც წავიკითხე რომ თუ ტაროს შენ იყიდი ძალა არ აქვსოო… უნდა გაჩუქოონო და მართალია ??

    Like

    Reply

    • კუდიანი
      Oct 13, 2013 @ 11:26:16

      არსებობს ასეთი ვერსიაც, თუმცა გინდ ნაჩუქარი იყოს და გინდაც ნაყიდი მაინც უნდა გაწმონდო და შენი ენერგიით დამუხტო. მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გაჩუქებენ თუ იყიდი.

      Like

      Reply

      • Xatu Chxaidze
        Oct 13, 2013 @ 12:47:46

        უაზრო რაღაც უნდა გკითხო… მნიშვნელობა აქვს რა ცეცხლე გადავატარებ ? ანუ ეს იქნება ასნთებული სანთელი უბრალოდ სანთებელა და ა.შ??

        Like

      • კუდიანი
        Oct 14, 2013 @ 22:08:07

        სანთელი უკეთესი იქნება, მაგრამ მახსოვს ერთხელ გაზზე გადავატარე :))

        Like

  8. goglika
    Aug 25, 2013 @ 01:16:22

    ადმინ ამ ტაროს კარტის მნიშვნელობები როგორ უნდა გავიგო ? ანუ როგორ მივხვდე რას მეუბნება?? წინასწარ მადლობთ დახმარებისთვის…

    Like

    Reply

  9. zura
    Aug 20, 2013 @ 03:13:20

    naxevrat gavige da mtlad vera d

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: