მაგია ცხოველებისთვის

e4aaf1db1350fa036a60aea1ec1c4c14

ცხოველები ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ მათ გაჭირვების დროს. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ადამიანები არ გრძნობენ თავს ცუდად, ეს გრძნობა ცხოველებსაც აწუხებთ და როდესაც ცხოველი ავადაა მის პატრონზეც მოქმედებს ეს. თუ თქვენი ცხოველი თავს ცუდად გრძნობს ან აქვს რაიმე დაავადება, შემიძლია გირჩიოთ რიტუალი, რომლის მთელი გულით შესრულების შემდეგ ცხოველი თავს უკეთ იგრძნობს.

რიტუალი ტარდება მთვარის დაღმავალ პერიოდში, ხუთშაბათ დღეს. რიტუალისთვის საჭიროა საეკლესიო სანთელი (1 ცალი) და წყლით სავსე ჭიქა, კოვზი.

განმარტოვდით ოთახში (კარგი იქნება თუ რიტუალის დროს ცხოველი თქვენს გვერდით იქნება), დაანთეთ სანთელი, ტუჩებთან მიიტანეთ წყალი და მკაფიოდ, ხმამაღლა წარმოთქვით:

– “დიდებულო ღმერთო, გევედრები მიანიჭე ჯანმრთელობა ჩემს ცხოველს (თქვით თქვენი ცხოველის შერქმული სახელი, მაგალითად პუფსიკა :D), მიუტევე ცოდვები ამ ცხოველს, როგორც გააზრებული ისე – გაუაზრებელი. წადი ტკივილო და ტანჯვავ, მოშორდი მას”.

ჩააქრეთ სანთელი ალზე კოვზის დადებით და დაუდგით წყლით სავსე ჭიქა თქვენს ცხოველს. როგორც კი წყალს მოსვამს ნელ-ნელა ყველა პრობლემა გაუქრება. თუ წყალი მორჩება გადაავლეთ ზურგზე.

შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოიყენოთ ვეტერინართან მკურნალობის პროცესშიც, რომ შედეგს მალე მიაღწიოთ.

იმისთვის, რომ ცხოველი არ დაიკარგოს

თუ თქვენი ცხოველის დაკარგვის შიში გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ ეს რიტუალი და თქვენი ცხოველი მუდამ მფარველობის ქვეშ იქნება.

ამისთვის დაგჭირდებათ თეთრი ფერის ლენტი და დიდი სარკე, ისეთი, რომ ცხოველის გამოსახულება თავისუფლად ჩაეტიოს. მიიყვანეთ თქვენი შინაური ცხოველი სარკესთან, ყელზე მოაბით თეთრი ლენტი და ჩაახედეთ სარკეში, თან წაიკითხეთ ეს შელოცვა:

– “როგორც ეს ანარეკლი ვერ გაიქცევა სარკიდან, ისე ვერ გაიქცეს ჩემი ცხოველი (მისი ზედმეტსახელი)”.

თქვით ეს შელოცვა სამჯერ და სანამ სარკე თქვენს ოჯახში იქნება ცხოველი არ გაიქცევა.

როდის არ უნდა შევიძინოთ ფრინველი და პირუტყვი

ქვემოთ მოცემულ რიცხვებში არ არის მიზანშეწონილი ფრინველის და პირუტყვის შეძენა, ამ რიცხვში შეძენილი ფრინველი/პირუტყვი სისუსტით გამოირჩევიან და დაიღუპებიან ადრე. აგრეთვე არაა გამორიცხული მოგპარონ ან გაიქცნენ. მოკლედ ეს დღები წარუმატებელია ამ შენაძენისთვის.

იანვარი – 5, 15, 20

თებერვალი – 1, 4, 18, 22, 27

მარტი – 7, 8, 24, 28

აპრილი – 4, 14, 24

მაისი – 11, 12, 13

ივნისი – 2, 14, 18, 27

ივლისი – 3, 7, 9, 21

აგვისტო – 1, 6, 10

სექტემბერი – 12, 17

ოქტომბედი – 4, 5, 18, 28

ნოემბერი – 3, 6, 9

დეკემბერი – 31

ეს პოსტი ამ უზარმაზარი თემის მხოლოდ 1 ნაწილია, პერიოდულად მოგაწვდითხოლმე სხვადასხვა რიტუალებს :)

 

3 Comments (+add yours?)

  1. batcave
    Oct 14, 2016 @ 02:43:11

    cxovelebi,cxovrebis xalisi da azri <3

    Like

    Reply

  2. zura
    Apr 15, 2013 @ 14:04:15

    da arcet tves wels dges ar sheidleba da aba rodisga shevidinot cxoveli ar viden jer magram mainteresebs

    Like

    Reply

    • კუდიანი
      Apr 15, 2013 @ 18:26:49

      ამ გამოყოფილ რიცხვებში არ შეიძლება პირუტყვის შეძენა, დანარჩენი დღეები ნეიტრალურია

      Like

      Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: