სასიყვარულო რიტუალი და რჩევა სპეციალურად ჰომოსექსუალებისთვის

love-is-love

როგორც ჰეტეროსექსუალ ადამიანს, ისე ჰომოსექსუალს შესაძლოა გაუჩნდეს პრობლემები სიყვარულთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და გვაქვს ჩვენი ვნებები. სასიყვარულო მაგია ყველასათვის ერთი და ძლევამოსილია, განურჩევლად სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა და კანის ფერისა. სასიყვარულო რიტუალი გეი წყვილისთვის არც ისე განსხვავდება ნატურალი წყვილებისთვის ჩასატარებელი რიტუალებისგან, ასე, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. თუ რომელიმე თქვენგანს პროფესიონალ მაგთან მისვლა მხოლოდ იმიტომ ცხვენია, რომ გეია და მისივე სქესის ადამიანის მოხიბლვა სურს და ჰგონია, რომ მაგი დახმარებაზე უარს გეტყვით, მინდა ვუთხრა, რომ ცდება. მაგს არანაირად არ შეაწუხებთ თქვენი ორიენტაცია და დაგეხმარებათ, რადგან ის ისეთივე ნორმალურია როგორიც ჰეტეროსექუალობა.

მნიშვნელობა არ აქვს ქალი გიყვარს თუ კაცი, მთავარია, რომ სიყვარული შეგიძლია. პირადად მე განსხვავებას ვერ ვხედავ გეისა და ნატურალი ადამიანის სიყვარულს შორის. გეისა და ლესბოსელს ისეთივე სიყვარული შეუძლია, როგორიც ნატურალს. ასე, რომ მე არასდროს არ ჩამიტარებია სპეციალურად ჰომოსექსუალებისთვის გამოყოფილი რიტუალები. მე გირჩევთ ის რიტუალი ჩაატაროთ, რომელიც თქვენ მიგიზიდავთ და არა ის, რომელსაც სხვები დაჟინებით გირჩვენ.

თუ პროფესიონალ მაგთან კონულტაციის გავლის შესაძლებლობა არ გაქვთ, მაშინ მე შემოგთავაზებთ რიტუალს, რომელის მეშვეობითაც თქვენს საყვარელ მამაკაცს ან ქალს შეაყვარებთ თავს.

მაგრამ სანამ რიტუალის ჩატარებას გადაწყვეტთ კარგად დაფიქრდით, იქნებ არ ღირს ამის გაკეთება? იქნებ ეს უბრალოდ გატაცებაა და არა სიყვარული?

როდესაც მტკიცე გატაწყვეტილებას მიიღებთ, ღამის საათებში წადით სასაფლაოზე, შეარჩიეთ თქვენი რჩეულის მოსახელე გარდაცვლილის საფლავი და სწორედ ამ საფლავთან დატოვეთ 13 ცალი ნემსი და დატოვეთ მთელი ღამე. წამოსვლის წინ დაანთეთ ერთი წითელი სანთელი და იფიქრეთ თქვენს რჩეულზე.

მეორე დღეს (ღამის საათებში) საფლავზე აიტანთ ახლადდაკლული ხარის გული და ჩაარჭეთ წინა დღეს დატოვებული 13 ცალი ნემსი და წარმოთქვით ეს სიტყვები: “მე (თქვენი სახელი) ვაჯადოებ მას (მისი სახელი) ბნელი ძალების სახელით. აიძულეთ ჩემსმიერ შერჩეული მსხვერპლი, მოვიდეს ჩემთან შავბნელი გზით. დაე დაემხოს ჩემს მუხლებთან”. – მოასხით საფლავს არაყი და შესთხოვთ განსვენებულის სულს, რომ დაგეხმაროთ და სასწრაფოდ დატოვეთ სასაფლაო. უკან არ მოიხედოთ. შესაძლოა გზაში რამოდენიმე უცნაური ადამიანი გადაგეყაროთ და უცნაური შეკითხვები დაგისვან, არ გაბედოთ პასუხის გაცემა”.

*რიტუალი შედეგს გამოიღებს უახლოეს 40 დღეში.

**ზემოთმოყვანილი რიტუალი ტადება მთვარის ღმავალ პერიოდში

10 Comments (+add yours?)

  1. Anastasia Bugadze
    Jul 26, 2013 @ 02:45:52

    gadaxda ras nishnavs ris gadaxdas gulisxmoobt?

    Like

    Reply

  2. Magic Diaries
    Apr 03, 2013 @ 17:05:47

    იმედია ჯერ არავის გაგიკეთებიათ ეს რიტუალი,რადგანაც მთავარი გამოტოვებული არის აქ!
    რიტუალი სრულდება სასაფლაოს მეშვეობით,შესაბამისად მიმართავ სულს,ანუ გჭირდებათ რომ ბოლოში გააკეთოთ ე.წ. “Откуп “,ანუ გადახდა სულისთვის “რაღაცით” – თუ ამას არ გააკეთებთ,ჩათვალეთ,რომ ცხოვრება დანგრეული გაქვთ!:)) ასე,რომ – არაფერი რომ არ შეგეშალოთ,გირჩევთ,რომ ეს რიტუალი უბრალოდ არ გააკეთოთ!:)

    Like

    Reply

  3. bela
    Mar 19, 2013 @ 17:54:31

    kudiani face shi rogor gnaxo????rom ufor xshirad gekontaqto ragac kitxvebi maq??

    Like

    Reply

  4. Isabelle
    Mar 08, 2013 @ 02:15:47

    es rituali naturalebistvisatsaa da aratraditsiuli orientatsiis xalxistvisats xoo??

    Like

    Reply

    • კუდიანი
      Mar 08, 2013 @ 23:08:34

      სპეციალურად ჰომოსექსუალებისთვის მიწერია, აქედან გამომდინარე ნატურალებისთვის არაა :)

      Like

      Reply

  5. deadstoryes
    Mar 07, 2013 @ 17:37:59

    Magas ra gamaketebinebs … Tan sheizleba viRac mogdevdeso vaiii meshiinia martla :D

    Like

    Reply

  6. nika
    Mar 07, 2013 @ 17:22:06

    shavi dzalebis meshvebit araa sachiro chemi azrit …pirada siyvaruli mashin mova roca sachiro iqneba ubrlod bedia amistvis sachiro!

    Like

    Reply

    • კუდიანი
      Mar 07, 2013 @ 17:29:36

      არსებობს რიტუალები, რომლებშიც თეთრ ძალებს მიმართავ, უბრალოდ ეს შავი რიტუალია :)

      Like

      Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: