სანთლებით მარჩიელობა

549562_257461121039360_923183957_n
ახლოვდება იმბოლკის დღესასწაული. ამ დღესასწაულზე მკითხაობას კარგი შედეგი მოაქვს, ასე, რომ მინდა სანთლებით მკითხაობის რამოდენიმე ვარიანტი შემოგთავაზოთ.

“მკითხაობა 3 სანთლით”
მაგიდაზე განათავსეთ 3 სასანთლე ისე, რომ შეკრათ სამკუთხდი, განათავსეთ სასანთლეებზე თეთრი სანთლები და დაანთეთ.
თუ მხოლოდ მხოლოდ ერთი მათგანი ანათებს სხვებზე უკეთ, მაშინ ცხოვრებაში ბედნიერება გელით. თუ ერთი მათგანი ჩაქვრება, მაშინ ცხოვრებაში არეულობას უნდა ელოდოთ. ხოლო თუ ერთ მათგანს ბევრი ცრემლი მოსდის, მაშინ უსიამოვნო ამბავს გაიგებთ. ხოლო თუ სამივე სანთელი მშვიდად იწვის, მაშინ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება.

“მკითხაობა 2 სანთლით”
აიღეთ 2 თეთრი სანთელი, წინასწარ ჩაიფიქრეთ შეკითხვა, რომელზეც პასუხად “კის” ან არას” მიიღებთ და განსაზღვრეთ, რომელი სანთელი იქნება “კი და რომელი – “არა”. ერთდროულად დაანთთ სანთელი და იფიქრეთ შეკითხვაზე. დააკვირდით, რომელი სანთელი სანთელი ჩაიწვება პირველი. თუ პირველი ჩაიწვა “კის” აღმნიშვნელი, მაშინ კითხვაზე პასუხია “კი”. ხოლო თუ პირველად ჩაიწვა სანთლი “არა”, მაშინ კითხვაზე პასუხი უარყოფითია.

“მკითხაობა 1 სანთლით”
დაანთეთ სანთელი და დასვით შეკითხვა, რომელზეც პასუხად მიიღებთ “კის” ან არას”. დაჯექით მოხერხებულად და დააკვირდით სანთელს, თუ მარჯვენა ნაწილი უფრო ჩამოდნა ვიდრე მარცხენა, მაშინ პასუხია “კი. ხოლო თუ პირიქით მოხდა, მაშინ პასუხია “არა”.

“სასიყვარულო ნათება”
გაინტერესებთ იმის გაგება ბედნიერი ურთიერთობა გექნებათ თუ არა თქვენს შეყვარებულთან?
დაანთეთ ერთი წითელი სანთელი და დააკვირდით ყურადღბით. თუ სანთელი დანთებიდან მალევე ჩაქვრა, მაშინ თქვენ არ გაქვთ მომავალი და ეს ურთიერთობა მალე დასრულდება.
თუ სანთელს ბევრი ცრემლი მოსდის, მაშინ ამ ურთიერთობისგან კარგს ვერაფერს მიიღებთ.
თუ სანთელი მშვიდად იწვის, მაშინ თქვენი ურთიერთობა მყარია.
თუ სანთელი კარგად ანათებს, მაშინ თქვენს შორის ძლიერი ვნება და ნდობაა.
ხოლო თუ სანთელი რაღაც მიზეზის გამო წაიქცა მკითხაობა ხვალისთვის გადადეთ.

“მისი აზრები”
გაინტერესებთ თქვენი მეორე ნახევარი რას ფიქრობს, თქვენზე?
დაანთეთ წითელი სანთელი და დააკვირდით.
თუ სანთელი მალევე ჩქვრა, მაშინ ის თქვენდამი არასერიოზულადაა განწყობილი ან გატყუებთ.
თუ სანთელს ბევრი ცრემლი მოსდის, მაშინ მას ეჭვები აწუხებს და ყოყმანობს.
თუ სანთელი მშვიდად იწვის, მაშინ თქვენს მიმართ გულრწფელია და ნამდვილად უყვარხართ.
თუ სანთელი მკვეთრად ანათებს, მაშინ არაჩვეულებრივი მომავალი გელით.
თუ სანთლის დანთების დროს დაგაცემინათ, მკითხაობა ხვალისთვის გადადეთ.

10 Comments (+add yours?)

  1. eshmakuna
    ივნ 24, 2013 @ 12:53:24

    kudiano vikkani ras nishnavs kargad ver gavoge da amixseni mokled ra gtxov :)))

    Like

    პასუხი

  2. bela
    მარ 21, 2013 @ 17:29:20

    კუდიანი სერიოზულა დმინდა მაგიის შესწავლდა და როგორ დაგიკავშირდე ან იქნებ მირჩიო რამე

    Like

    პასუხი

  3. bela
    მარ 21, 2013 @ 17:24:20

    kargii simartle gitxrabevri ar vici am reliigis shesaxeb magram damainterseda damoviidzieb in formalias

    Like

    პასუხი

  4. bela
    მარ 19, 2013 @ 17:51:27

    kudiani seriozula dmaintersebs ra reeligi s xar??; 0))))))

    Like

    პასუხი

  5. Koba
    თებ 08, 2013 @ 20:31:39

    reebis gjerat !! wadit eklesiashi !!!

    Like

    პასუხი

  6. bella
    თებ 02, 2013 @ 15:08:54

    rodisaa es dxesaswauli rpm gavaketyot?

    Like

    პასუხი

დატოვეთ კომენტარი