4 მაგიური სტიქია

200px-Pentacle_2.svg

ამ დღეების მანძილზე ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე და მინდა ეს ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ, თქვენც გამოგადგებათ.

დღეს მინდა გესაუბროთ 4 სტიქიაზე, რომელზეც აგებულია ჩვენი სამყაროს ჰარმონია და ჩვენ უბრალოდ ვერ ვიცოცხლებთ მათ გარეშე. ეს სტიქიებია: მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი (ზოგჯერ მას სულიც ემატება).

მიწა 

სწორედ ეს სტიქია განაგებს ჩვენს ცხოვრებას და მისწრაფებებს. ყველა რიტუალი, რომელიც ეხება: ფულს, ბიზნესს, სამსახურს, ზოგადად კარიერას, სიმდიდრეს, პოპულარობას და ა.შ… ტარდება მიწის სტიქიის გამოყენებით.

მიწა – ქალური სტიქიაა, მისიფერია – მწვანე და ყავისფერი, წელიწადის დრო – გაზაფხული.

ჰაერი

ეს სტიქია განაგებს ინტელექტს, ეს ფიქრების სამფლობელოა. ფიქრების, რომლებიც ყველას და ყველაფერს ეხება. ეს სტიქია გამოიყენება რიტუალებში, რომლებიც ეხება: მოგზაურობას, განთავისუფლებას, ცოდნას, აღმოჩენას და ა.შ…

ქაერი შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი ფსიქიკური შესაძლებლობების აღმოსაჩენად. ამ სტიქიის რიტუალებში ხშირად გვიწევს რაღაც ნივთი გადავაგდოთ სიმაღლიდან, რომ ის შეერწყას ჰაერს.

ჰაერი – მამაკაცური სტიქიაა, ის გვეხმარება გაანალიზებაში, დაფიქრებაში და სწავლაში, მისი ფერია ყვითელი, წელიწადის დროზამთარი.

ცეცხლი

ცეცხლი – ეს შეცვლის, სურვილის და ვნების სტიქიაა. ერთის მხრივ ეს სტიქია მოიცავს მთელ მაგიას, იმიტომ, რომ მაგიის აზრი სწორედა, რომ რაღაცის შეცვლაა. ცეცხლის მაგია ზოგს აშინებს, მაგრამ საოცარ რეზულტატს იძლევა.

ცეცხლი – ეს ვნებისა და სექსუალურობის სომბოლოა. ის ერთ დროულად ყველაზე სულიერი და ყველაზე ფიზიკური სტიქიაა. ცეცხლის მაგიის რიტუალები ძირითადად ეხება: ენერგიას, გავლენიანობას, გამოჯანმრთელებას, სექსს, განადგურებას, გაძლიერებას, აღორძინებას, ვნებებს და ა.შ…

რიტუალების დროს ძირითადად გამოიყენება სანთლები და ძვლები, აგრეთვე რიტუალის დროს ხშირად გვიწევს რაღაცის დაწვა.

ცეცხლი – მამაკაცური სტიქიაა, მისი წელიწადის დროა – ზაფხული, ფერი – წითელი.

(არ შემიძლია ჩემი სიმპათიები არ გამოვხატო ამ სტიქიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მტრების უმეტესობა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, არ შემიძლია არ დავაფასო ეს სტიქია).

წყალი

წყალი – განაგებს ქვეცნობიერს, სიყვარულს და ემოციებს. წყალი ყოველთვის ღელავს და იცვლება, ის არასოდეს დგას ერთ ადგილას, მუდამ იცვლის ადგილს.

წყლის მაგია გამოიყენება: სიამოვნებისთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, ბედნიერებისთვის, ოცნებებისთის, მკურნალობისთვის, განწმენდისთვის და ა.შ… რიტუალების დროს ხშირად გვიწევს ობიექტის წყალში გადაგდება.

წყალი – ქალური სტიქიაა, ფერი – ზღვისფერი (მუქი ლურჯი), წელიწადის დრო – შემოდგომა.

1 კომენტარი (+add yours?)

  1. madona
    სექ 28, 2015 @ 13:40:56

    tqventan rogor movxvde?

    Like

    პასუხი

დატოვეთ კომენტარი