ახალი ცხოვრება – მე მზად ვარ!

72851_316388345138255_466511504_n

დღეს 25 იანვარია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო :) მინდა ბლოგის ყველა მკითხველს მადლობა გადაგიხადოთ იმ თბილი წერილებისთვის, მეც ძალიან მიყვარხართ.

გუშინდელ დღეზე არ ვიცი რა ვთქვა, საბოლოოდ მგონი ის გამოვიდა რაც მინდოდა. მთლად ის არ იყო რაც მინდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ კარგად ვიხალისე. რომ გითხრათ განსაკუთრებული საჩუქრები მივიღთქო მოგატყუებთ, მაგრამ ყველაფერი საჩუქრები ხომ არაა? მთავარია ის სითბო რაც გულში გიზგიზებს. :)

ჩემი მთავარი საჩუქარია ახალი ცხოვრების დაწყება, რომელიც ძველისგან განსხვავებული და უფრო უკეთესი იქნება. ახლა სწორედაც, რომ კარგი პერიოდია რაღაცეების შესაცვლელად და ახალი საქმების დასაწყებად. ხოდა მეც ამას ვაკეთებ, მივიწევ იმისკენ რასაც ბედნიერება და სიყვარული ჰქვია.

არ მინდა განვლილი წლების შეჯამება, რადგან ის უკვე წარსულში დარჩა. ამ ბოლო დროს მიზიდავს სიახლეები და დროა წარსულის გადმონაშთებისგან სამუდამოდ გავიწმინდო. მე ვარ ახალი ნიკა და არა ისეთი, როგორიც დიდი ხნის წინ ვიყავი.

tumblr_mg8ktskKvB1rv5qh6o1_400_large

განვლილმა წლებმა უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ადამიანები არ იმსახურებენ ცრემლებს და ზედმეტ სიყვარულს, მითუმეტეს თუ კონკრეტული ადამიანები არ გაფასებენ.

ხანდახან არ ვიცი რა მინდა და რისთვის ვიბრძვი, რა არის ცხოვრებაში მთავარი, ოჯახი თუ ახალი გარემოცვა. ზოგჯერ დეპრესია მომერევახოლმე, მაგრამ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ დეპრესიაში და ძნელია ჩემთვის ამის გადატანა. ჩემი აზრით იმის გარკვევაში ღირს თუ არა ამდენი ბრძოლა რაღაც მიუღწევლის მისაღწევად დამეხმარება ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც იქნება ჩემზე ბევრად გამოცდილი. გამუდმებით მიტრიალებს თავში ადამიანის სახე და მისი ნაბიჯების ხმა, ის მოდის ჩემთან და ვმშვიდდები. ადრეც მქონია ასეთ წინათგრძნობა (არ ვიცი რა ვუწოდო) და ამ წინათგრძნობის შემდეგ ყოველთვის გამოჩენილა ადამიანი, რომელიც დამხმარებია ყველაფრის გარკვევაში.

ჩემი ცხოვრებისთვის სასიკეთო იქნება თუ რაღაცეებს ახლავე შევცვლი (ოღონდ გეგმების მიხედვით), რაღაცეებს თავს დავაღწევ, რაღაცეებში შევძვრები, რაღაცეებს გვერდით გადავდებ და ვივლი სწორი და მართალი გზით!

tumblr_mfc9skvMi81rxiieko1_500_large

დროებით ვტოვებ აქაურობას, ავბრუნდები მაშინ, როდესაც მივხვდები, რომ ყველაფერი რიგზეა და გამომივიდა ის რისთვისაც ვიბრძვი!

5 Comments (+add yours?)

  1. mefis
    Feb 02, 2013 @ 20:41:54

    ჰმმ კარგია, ისე სიმართლე გითხრა მეც უკვე 20 ჯერ შევიცვალე ყოველ ჩემს დაბადების დღეზე,მაგრამ ამ ბოლო დროს დაბადების დღებსს აღარ ველოდები და ყოვედღე ვციდობ გარდაქმნას.. მაგარია სიახლე, ძველი, უსიამოვნო რაღაცებიის დავიწყება, მაგრამ ზოგჯერ ოთახის კუთხიდან მაინც გამობობღდებიან და თავს იჩენენ ხოლმე, მაგრამ ეგეც მაგარია :D

    Like

    Reply

  2. inga
    Jan 29, 2013 @ 12:52:15

    mogvianebit mez gilozav dab dges! da zarmatebebs gisurveb axaki zxovrebis gzaze

    Like

    Reply

  3. baltaxari
    Jan 25, 2013 @ 19:23:10

    გილოცავ დაბადების დღეს ნიკ ყოველივე საუკეტესოს გისურვებ

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: