თვითმკვლელობა გამოსავალი არაა

suicides-16575

ამ ბოლო დროს იმდენი ცუდი ამბავი გადამხდა თავს ყველაფერი კარგი გადამავიწყა, ხანდახან ვუფიქრდები ჩემს ცხოვრებას და ერთ გადაწყვეტილებამდე მივდივარ, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს. ჩემთვის უფრო ადვილია სხვისი დახმარება ვიდრე საკუთარი თავის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა და ყველაფერი მიბიძგებს გავაკეთო ის რაც არ მინდა და რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკრიტიკებ.

აქამდე ჩემი თავი ძლიერი მეგონა (სულიერად), მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაზე სუსტი ადამიანებს შორის მე ვყოფილვარ. ადრე მეგონა, რომ ცხოვრება ადვილი იყო და ხშირად ფამიმართლებდა, მაგრამ ვცდებოდი, მწარედ ვცდებოდი და ამას დღეს მივხვდი.

მიყვარს ყველაფერი რაც შევქმენი, მაგრამ დროა ის სხვებს გადავაბარო, რადგან მე ბრძოლის ნერვები და ძალა აღარ მაქვს. ხალხი ძალიან აგრესიული გახდა ჩემს მიმართ, ჩემი გაკეთებული არაფერი არ მოსწონთ. საკუთარ დედასაც კი ვეზიზღები, მეუბნება, რომ რასაც ვაკეთებ სრული აბსურდია და ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს.

ამ ჩახლართულ სიტუაციაში ერთი გამოსავალი არსებობს, ეს ს ი კ ვ დ ი ლ ი ა. მაგრამ განა ღირს ამ ყველაფრის ასე უცბათ და უაზროდ დასრულება? მგონი ჩემი დროებითი სისუსტე იმის მანიშნებელია, რომ ბრძოლა უფრო უნდა გავაძლიერო და ძალების მოკრებაზე ვივარჯიშო. მართალია ჩემს სიტუაციაში გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ მე იმედს არასოდეს ვკარგავ და მჯერ, რომ ერთ დღესაც დასრულდება ეს კოშმარული სიზმარი და გამოანათებს მ ზ ე, რომელიც ნათელს მოჰფენს ყველაფერს.

იუდა, რომ არა იესოს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა, აქედან გამომდინარე – ჩემი მტრები და მოწინააღმდეგეები, რომ არა არც ჩემს ცხოვრებას ექნებოდა რაიმე აზრი. მიყვარს ყველა ჩემი მტერი, რადგან მალე გავიმარჯვებ და დავტკბები ამ ტრიუმფით. მგონი არ ღირს თვითმკვლელობა…

ჩემო მეგობრებო, ვინც თვლით, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი არ აქვს და გაუთავებელი პრობლემებისგან თავის დაღწევა მხოლოდ თვითმკვლელობით შეიძლება, მინდა იცოდეთ, რომ ეს ასე არაა.. იბრძოლეთ, გაიმარჯვეთ და დატკბით! მეც თქვენსავით გამწირა სამყარომ, მაგრამ ცხვირს არ ჩამოვუშვებ!

4 Comments (+add yours?)

  1. Shore
    Jul 15, 2014 @ 01:49:34

    tvitmkvleloba gamosavali araa. ! roca rame ise ar xdeba rogorc chven gvinda da gvgonia rom cxovreba jojoxetia da mxolod tavis mokvla gvishvelis dapikrdit rom upali gamocdas gviwyobs! yovel gansacdelze wavidet eklesiashi davantot santeli vilocot gvwamdes rom upali dagvexmareba.! da dagvexmareba ! yoveli gansacdelis shemdeg Bedniereba modis ! upali gapardet!

    Like

    Reply

  2. gioo
    Feb 02, 2013 @ 08:57:21

    me ramodenime jer,vcade,albad ar arsebobs iseti magia an tundac jado romelic damexmareba

    Like

    Reply

  3. Vampiress
    Feb 01, 2013 @ 14:54:15

    თვითმკვლელობა რომ ადვილი იყოს, მე ვინ დამასწრებდა?

    Like

    Reply

  4. giorgi
    Jan 24, 2013 @ 19:05:52

    moikali tavi erti magis dedac mec vfiqrob magaze titqmis yoveldge.

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: