ადამიანის დავიწყება

220px-Broken_heart.svg

Facebook-ის გვერდზე ბევრი წერილი მომდის, ზოგს მკითხაობა სურს (მინდა გითხრათ, რომ ტარო დავკარგე და ყველა აქცია გაუქმდა), ზოგს სახლის ავი სულებისგან სურს თავის დაღწევა, ზოგს სასიყვარულო შელოცვები აინტერესებს, მაგრამ ერთმა ადამიანმა მთხოვა ახალი პოსტი დამეწერა რიტუალზე, რომელიც ადამიანის დავიწყებაში დაეხმარებოდა. მესმის შენი გრძნობების ქეთი :(

გადავწყვიტე ჩემს პირად მაგალითზე დავწერო პოსტი, თუ თქვენც გსურთ ადამიანის დავიწყება გამოგადგებათ.

ამასწინათ ერთი ბიჭი გავიცანი, ძალიან მომეწონა, დავუახლოვდი და თანდათან შემიყვარდა. თავიდან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენს სიყვარულს მომავალი არ ჰქონდა და უნდა ჩამოვშორებოდი. ყველაფერი თითქოს რიგზე იყო, კარგი ხასიათები ჰქონდა, მაგრამ შემდეგ შევამჩნიე, რომ ძალიან ცუდი ინტერესები ჰქონდა და დაშორება გადავწყვიტე.

გადაწყვეტით კი გადავწყვიტე, მაგრამ წარმოიდგინეთ როგორი რთულია ამის გაკეთება, როდესაც ადამიანი შეგიყვარდა, ერთ დროს მომავალის გეგმებსაც აწყობდი მასთან ერთად და მრავალი თბილი მომენტი გამოიარე მასთან. თითქოს ჩემში ორი სული ჩასახლა. ერთი მექაჩებოდა მისკენ, ხოლო მეორეს მისგან შორს მივყავდი. უბრალოდ ვერ ვივიწყებდი მას, არ გადიოდა ერთი დღე იმის გარეშე, რომ არ დამერეკა.

ბოლოს გადავწყვიტე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა და თუ ამას არ გავაკეთებდი ბევრ რამეს ვინანებდი. გავბედე და ჩავატარე ერთი, რიტუალი, რომელიც მის ჩამოშორებაში დამეხმარა.

Broken-Heart-17

რიტუალი ტარდება მთვარის დაღმავალ პერიოდში (მაგიაში მთვარის ფაზებს დიდი მნიშვნელობა აქვს). რიტუალისთვის საჭიროა: ფოტო სადაც მეორე ნახევართან ერთად ხართ გადაღებული, ერთი თეთრი და ერთი შავი სანთელი, წითელი და შავი ნაჭერი, წვიმის წყალი, ვარდის 13 ფურცელი.

ღამის 12 საათზე გავდივართ გარეთ და ვდგებით დიდ ხესთან, ვიღებთ ფოტოს და ვფიქრობთ იმ ადამიანთან გატარებულ წუთებზე (გაიხსენეთ ყველაფერი, გაცნობის დღე, პირველი პაემანი, პირველი კოცნა, სექსი, ჩხუბი, კამათი და ა.შ…). შემდეგ ვანთებთ შავ სანთელს და ვუყურებთ ალს, ყურების დროს იფიქრეთ იმ ადამიანზე, წარმოიდგინეთ, რომ სანთლის ალში ზის და რაც უფრო იწვება სანთელი, მითუფრო ქრება თქვენი ცხოვრებიდან. სანთელი, რომ ჩაიწვება მაკრატლით გაჭერით ფოტო და გაყავით ორად, ერთ მხარეს თქვენ უნდა აღმოჩნდეთ – ხოლო მეორე მხარეს ის. იმ ადამიანის სახე ჩადეთ შავ ნაჭერში და თავზე დაადეთ შავი სანთლის მორჩენილი ნამწვავი. შემდეგ აიღეთ ვარდის 13 ფურცელი და დაწვით თეთრი სანთლის ალზე, ნამწვავი ჩაყარეთ ნაჭერში. სანთლის ჩაწვამდე იფიქრეთ იმაზე თუ როგორ მიდის ის ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან. შემდეგ ხეზე ამოკაწრეთ თქვენი და იმ ადამიანის სახელები, თქვენს სახელს ქვემოდან გაუსვით ხაზი, ხოლო იმ ადამიანის სახელი დაკაწრეთ, სახელებს შორის დიდი ხაზი ჩამოუსვით. ბოლოს ხის უკან შეარჩიეთ ადგილი სადაც დამარხავთ იმ ადამიანის ფოტოს, შერჩეულ ადგილას დაასხით წყალი და ამოთხარეთ, ღრმად ჩამარხეთ ის ყველაფერი რაც შავ ნაჭერში შეახვიეთ და ამოქოლეთ. თქვენი სურათი გაახვიეთ წითელ ნაჭერში, ჩაიდეთ გულის ჯიბეში და ატარეთ იქამდე სანამ რიტუალი არ გამოიღებს შედეგს.

გისურვებთ წარმატებებს.

7 Comments (+add yours?)

  1. mari
    Dec 26, 2015 @ 16:31:34

    და თუ სურათი არ მაქვს?

    Like

    Reply

  2. nini
    Jan 31, 2015 @ 18:17:55

    da tu surati ar gvaq?

    Like

    Reply

  3. giorgi
    Jan 19, 2013 @ 18:38:00

    ადმინ ფბ–ზე დამამტე კაცურად http://www.facebook.com/gio.mosiashvili

    Like

    Reply

  4. - bla bla
    Jan 17, 2013 @ 20:26:50

    eg roo ar gavaketo ise ver daviviwyeb tu raa ? :D 1 dgec sakmarisia raa :)

    Like

    Reply

  5. ▲ Natsy
    Jan 17, 2013 @ 01:22:12

    რა ძერსკობაა ტოოო

    Like

    Reply

  6. normaluri
    Jan 16, 2013 @ 17:24:35

    kargit ra odesgac mainc damaviwydeba

    Like

    Reply

  7. baltaxari
    Jan 16, 2013 @ 16:46:49

    dzalian sawyenia taro ro dakarga

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: