გილოცავთ შობა-ახალ წელს!

happy-new-year-2013

გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!

ახალი წელი ჩემთვის უძვირფასესი დღესასწაულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს დღესასწაული ჩემთვის ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. შობა და ხალი წელი – ეს ის დღეა, როდესაც ყველა ივიწყებს დროებით დარდს, გასაჭირს და თბილი გულით ხვდება ახალს. ახალი წელი ძველის დავიწყების და ახლის შემობრძანების სიმბოლოა, მე კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღესასწაული და ბედნიერება გისურვოთ!

2012 ჩემთვის შესანიშნავი წელი იყო, უამრავი თავგადასავალი, თვითრწმენის დაბრუნება, რისკი, უდიდესი გადაწყვეტილების მიღება, ახლის შექმნა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, გამოცდილების დაგროვება, მუშაობა, ბრძოლა, სიყვარული, ახალი მეგობრები, ახალი იდეები, ასრულებული ოცნებები და სხვა მრავალი შთაბეჭდილება დამიტოვა წინა წელმა! მაგრამ წინა წელი დარჩა წარსულში, დროა ახალი შევქმნა და გამარჯვებისთვის ვბრძოლო

მოდის გველის წელი, გველი ასოცირდება სიბრძნესთან, სიახლისკენ სწრაფვასთან, შეცდომების გამოსწორებასთან და სიმშვიდესთან. სწორედ ამიტომ წელს უმჯობესია ნაბიჯი დიდხანს ფიქრის შემდეგ გადავდგათ, ვიყოთ მზად მოულოდნელი სიახლისთვის, ვეცადოთ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც წინსვლაში ხელს გვიშლიან და ამასთანავე შევინარჩუნოთ სიმშვიდე.

გველს იზიდავს მისტიკური და მაგიური სანახაობები, ასე, რომ ახალი წლის შეხვედრა სწორედ ასეთ გარემოცვაში აჯობებდა, ასტროლოგების რჩევები გავითვალისწინე და მკითხაობით შევხვდი ახალ წელს.

მოგიყვებით მის შესახებ თუ როგორ შევხვდი 2013 წელს.

1356892277477

30 დეკემბერს ავიღე თეთრი ფურცელი და ჩამოვწერე სურვილები, თან ღმერთს ვთხოვე ყველა ცოდვის მიტევება. ფურცელს გვერდით დავუდე სიმბოლური “მცველი”, რომელიც ავი სულებისაგან იცავდა ჩანაწერს.მთელი ღამის განმავლობაში ფურცელი დავტოვე მაგიდაზე.

31 დეკემბერს ავიღე ტარო და სურათზე მოცემული არკანები დავალაგე ისე, რომ ჯვრის ფორმა მიეღო. საღამოს ვიმკითხავე ყავით და ჩვეულებრივი კარტით, მშვიდი მუსიკის ფონზე.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ესეთი რიტუალებ მოსწონს გველს.

გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!

3 Comments (+add yours?)

  1. baltaxari
    Jan 06, 2013 @ 13:23:02

    ნიკ რომელი ტარო გაქვს

    Like

    Reply

  2. ლორდ შერანგელი
    Jan 04, 2013 @ 11:11:29

    ერთი თვის წინ აღმოვაჩინე ეს ბლოგი და ძალიან მომეწონა .უკვე ყოველდგე ვამოწმებ ახალი პოსტის მოლოდინში
    მომეწონა შენი მკითხაობიების მრავალფეროვნება .ყავაზე ,კარტზე და ტაროზე მკიტხაობას საკმაოდ დიდი გამოცდილება ჭირდება და ძალიან მიხარია რომ გაქვს ამხელა ცოდნა მკიტხაობაზე.
    გილოცავ შობა-ახალ წელს

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: