როგორ შევხვდეთ ახალ წელს

snake-2013-symbol-vector

2013 წელს დგება გველის წელი, ეს წელი მოულოდნელობებითა და სასიკეთო ცვლილებებით იქნება აღსავსე. გველს უყვარს შურისძიება და ვერ იტანს ტყუილებს. ასე, რომ ეცადეთ წელი ტყუილების გარეშე გაატაროთ და არ აწყენინოთ გველს. : )

მომავალ წელს აქტუალური ფერები იქნება: შავი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მუქი მწვანე. კარგი იქნება თუ სწორედ ამ ფერებში გამოწყობილი შეეგებებით ახალი წლის დადგომას.

4798045-452386-snake-2013

იმისათვის, რომ ბედნიერება მოიზიდოთ, 31 დეკემბერს დილით, როგორც კი გაიღვიძებთ აიღეთ გამჭვირვალე ვაზა, ჩაასხით მასში ონკანის წყალი, ჩადეთ ნიჟარები, ხის ტოტები, ზღვის მცენარეები და მოუხარშავი ქათმის კვერცხი. – ეს დაგეხმარებათ მთელი წელი ბარაქით და ბედნიერებით აღსავსემ გაატაროთ.  : )

გველს არ უყვარს გაუაზრებლად მფლანგველი ხალხი. ასე, რომ ეცადეთ საახალწლო საყიდლებისთვის ფული წინასწარ მოამზადოთ და ჭკვიანურად დახარჯოთ. ნუ გადაყრით ფულს დიდი ფეიერვერკების, შუშხუნა სათამშოების და წვიმების შესაძენად. რათქმაუნდა ეს ნივთები უნდა იქონიოთ 31 დეკემბერს, მაგრამ გადაჭარბებულად ნუ იყიდით, გველს უყვარს სიმშვიდე, კომფორტი და ვერ იტანს აურზაურს.

სწორედ ამიტომ ეცადეთ წლევანდელი ახალი წელი ოჯახთან, ახლობლებთან ან    შეყვარებულთან ერთად გაატაროთ. თავი აარიდეთ ჩხუბს და დაძაბულ ურთიერთობებს, ეს მხოლოდდამხოლოდ გაუგებრობებს მოიტანს თქვენს ცხოვრებსი.

გველს უყვარს სწრაფი და მოულოდნელი ცვლილებები. ასე, რომ ეცადეთ ახალი წლისთვის ახალი ავეჯი შეიძინოთ, განაახლოთ ოთახის დიზაინი, შეიძინოთ ხატები ან სანთლები და მზად იყოთ მოსალოდნელი ცვლილებებისთვის.

funny-cartoon-snake-2013-new-year-cards-vector

რაც შეეხება საახალწლო სუფრას. სასურველია სუფრაზე იდოს ზღვისპროდუქტები, ქათმის ან კურდღლის ხორცი, კვერცხი, ხორცპროდქტები და სხვადასხვა სალათები. იმისთვის, რომ მოიგოთ გველის გული, დაახლოებით 9 საათისთვის ჩამოაბნელეთ ოთახი და დაანთეთ 4 სანთელი, წაიკითხეთ ლოცვა და ღმერთს პატიება სთხოვეთ წლის მანძილზე ჩადენილი ცოდვებისთვის. კარგი იქნება, თუ სუფრაზე აყალ-მაყალი და აურზაური არ იქნება, წლის ყველაზე მთავარი ღამე გაატარეთ მშვიდად და ხალისიანად. უსმინეთ წყნარ მუსიკას, იცეკვეთ და გაერთეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად.

გველის წელი ოფიციალურად 2013 წლის 10 თებერვალს დადგება.

გისურვებთ ბედნიერ და დაუვიწყარ ახალ წელს!!! :))))

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: