12.12.12 – ავისრულოთ კეთილი სურვილები

12-12-12

დღეს 2012 წლის 12 რიცხვი და მეთორმეტე თვეა :) ადამიანებს სჯერათ, რომ თუ ამ დღეს რურვილს ჩაიფიქრებ ის აუცილებლად აგიხდება. სიმართლე გითხრათ, მეც მჯერა ამის და უკვე მოვასწარი რამოდენიმე რიტუალის ჩატარება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე სურვილის ჩაფიქრებისთვის კარგი დღეა, მაინც აქვს ამ პერიოდს უარყოფითი მხარე, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველა უარყოფითს აქვს თავისი დადებითი. დღეს შესაძლოა ნეგატიური განწყობით დაიმუხტოთ და საქმეში უკუსვლა იგრძნოთ, მაგრამ ნუ შეშინდებით და ნუ შეუინდებით ე.წ “კეთილის მსურველ” ადამიანებს, მთელი ყურადღება გადაიტანეთ თქვენი მომავალის გეგმებზე. უმჯობესია ეს დღე ახლობლების წრეში გაატაროთ და თავი აარიდოთ როგორც ფიზიკურ – ისე სულიერ გადაღლას. უბრალოდ გაიღიმეთ და ჩაიფიქრეთ სურვილი.

Kiprosopia - make your wishes come true for this festive season

სურვილის ჩაფიქრების ერთ რიტუალს გასწავლით, სასურველია თუ ამ რიტუალს დღეს სეასრულებთ რადგან ეს დღე დიდხანს აღარ განმეორდება.

მოკალათდით თქვენთვის საყვარელ ადგილას და დაანთეთ საეკლესიო სანთელი, თან გვერდით გედოთ ნაკურთხი წყალი, სარკე, ძველი 50 თეთრიანი ყვითელი მონეტა (თუ ასეთი მონეტისთვის ხელი არ მიგიწვდებათ, მაშინ ნებისმიერი მონეტა გამოგადგებათ) და თქვენი მფარველი წმინდანის ხატი.

დაანთეთ საეკლესიო სანთელი და დადეთ მაგიდის შუაში, შემდეგ კონცენტრაცია მოიკრიბეთ და იფიქრეთ თქვენს სურვილზე, თან ამავდროულად უყურეთ სანთელს. ჩათვალეთ, რომ სურვილი უკვე აგიხდათ და წარმოიდგინეთ რა ბედნიერი და გახარებული ხართ. როდესაც ჩათვლით, რომ ეს უკვე შეძელით, მაშინ აიღეთ ნაკურთხი წყლის ჭურჭელი და წყლით ჩააქვრეთ სანთელი. შემდეგ აიღეთ სარკე, გაწმინდეთ გამდინარე წყლით (ონკანის წყლით) და დაადეთ 50 თეთრიან მონეტას (ან თუ არ გაქვთ ეს მონეტა ნებისმიერს). შემდეგ ემთხვიეთ ხატს და სთხოვეთ წმინდანს დახმარება, წარმოიდგინეთ, რომ ის გულდასმით გისმენთ და მზადაა დაგეხმაროთ.

მორჩა ნახევარი საქმე გაკეთებულია. ამ რიტუალის დასრულების შემდეგ, სარკეს და მონეტას თავი დაანებეთ და ხატი ჩაიდეთ გულის ჯიბეში. გადაიტანეთ ყურადღება სხვა საქმეზე, მაგალითან დახატეთ, დაწერეთ ღამე ან უყურეთ ტელევიზორს. როდესაც თქვენს საქმეს მოიშორებთ ხალისიანად მიდით იმ ადგილას სადაც სარკე, სანთელი და მონეტა დატოვეთ და წარმოიდგინეთ, რომ სამყარომ შეისმინა თქვენი და თქვენ უეჭველად აიხდენთ თქვენს ლამაზ სურვილს. აიღეთ სანთელი და მონეტა და დამარხეთ თქვენს სახლთან ახლოს, ხოლო ხატი და სარკე ძილისწინ ბალიშის ქვეშ დაიდეთ. თუ სიზმარში სურვილთან დაკავშირებით რამე ნახეთ, გაღვიძებისთანავე ჩაინიშნეთ ბლოკნოტში/რვეულში, თუ სიზმარი არ გინახავთ ან არ გახსოვთ, მაშინ გაღვიძებისთანავე გააკეთეთ პატარა ჩანაწერი, დაწერეთ რა განწყობაზე ხართ, რატომ ხართ ასეთ განწყობაზე, რის გაკეთებას აპირებთ დღის მანძილზე და რამდენი სიკეთე გააკეთეთ წინა დღეს. ამის შემდეგ სარკე დაუბრუნეთ თავის ადგილს, ხოლო ხატი ატარეთ გულის ჯიბით, იქამდე სანამ სურვილი არ აგისრულდებათ. :)

წარმატებებს გისურვებთ და ძალიან მიყვარხართ, გავცეთ სითბო და სიყვარული, ნამდვილად არ დაგვეკარგება! :)

2 Comments (+add yours?)

  1. eshmakuna
    Sep 03, 2013 @ 12:46:41

    kudiano ici ra mainteresebs am postebs ratom iparav? :)))))

    Like

    Reply

    • კუდიანი
      Sep 04, 2013 @ 00:55:57

      უკაცრავად? დამიმტკიცეთ ბლოგზე განთავსებული ერთი პოსტის გადაკოპირება მაინც და პირობას გაძლევთ წავშლი ბლოგს :) წიგნებიდან თარგმნას თუ “მოპარვა” ქვია არ ვიცი.

      Like

      Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: