ჩემი ბავშვობის ჩანაწერები

ეს ჩანაწერები გაკეთებული მაქვს 14 წლის ასაკში, როდესაც უზომოდ შეყვარებული ვიყავი ერთ პიროვნებაზე, ის დღესაც ვერ დამივიწყებია, მაგრამ არც ღირს, რომ დავივიწყო… იმედია კრიტიკულად არ შეაფასებთ ამ ნაწერებს, ეს უბრალო, ბავშვური ჩანაწერებია.

421009_368762813158134_1259321961_n_large

როდესაც ღამდება ჩემი გული თავისუფლდება, როდესაც ღამდება ცის კიდეზე მარტორქა ჩნდება რომელიც მიყურებს და ზღაპარას მიყვება. ჩვენ სწორედ ამ კიდეზე შევხვდით ერთმანეთს, მაშინ ბნელოდა. როდესაც შენ მოხვედი შენმა გულმა გაფანტა სიბნელე და მიმიზიდა შენსკენ! მაგრამ შენ ვერასდროსგნახავ იმიტომ, რომ ეს ზღაპარია რომელსაც მარტორქა მიყვება…

****************

მოდი, მოდი შევიგრძნოთ ერთმანეთი. მოდი, მოდი დავტკბეთ მიწიერებით. მოდი, მოდი გავექცეთ ყველას და ყველაფერს… მოვა დრო და ჩვენ შევეხებით ერთმანეთს! ყველა თანასწორია და არავის აქვს უფლება გაგვაკრიტიკოს, ყველა ერთნაირად დაიბადა და არავინ არის განსხვავებული! მე არ დავიწყებ პრინცესის ძებნას როცა პრინცი უკვე ვიპოვე! არა შენ არ ხარ უცხო, უბრალოდ შენ მოგწონს შენი თავი და შენნაირები! გთხოვ ნუ დამცინებ თუ გაიგებ რომ მე “საპირისპირო” არ მიყვარს, მე მიყვარს “ჩემნაირი”! მე ასეთი ვარ და მომწონს ჩემი ცხოვრება.

****************

 

tumblr_m9bkz0gqzY1rph9jjo1_500_large

გააჭენე ჩემო პონი, გააჭენე წავიდეთ იქ სადაც ვეყვარებით, გააჭენე პონი შევერწყათ სრულ ჰარმონიას დედამიწასა და სამყაროს შორის, ჩვენ ი პრინცს ვესტუმროთ რომელზეც ყველა ოცნებობს! წავიდეთ სრულ სიბნელეში და დავტოვოთ სლამაზე, წავიდეთ ფიქრებში და უარი ვთქვათ რეალობაზე! ამაღამ სასწაული მოხდება, მე ამის მჯერა! გააჭენე პონი აქ ჩვენნაირი განსხვავებულები არ უყვართ, გააჭენე და წავიდეც იქ სადაც ყველა თანასწორია! წავიდეთ სრულყოფილებისკენ. წავიდეთ, წავიდეთ აქ ჩვე არავის არ ვუყვარვართ გამოსავალი არსშია. ერთადერთი იმედი წასვლაა! გააჭენე პონი სწრაფად წავიდეთ. გზაში შევიგრძნოთ სიშიშვლე!

****************

 

facebook-roundup-59_0_large

***************************

მინდა მოვიდე და უხმოდ შევეხო შენს ტუჩებს. არ მაინტერესებს სხვა რას იტყვის, მინდა ჩაგეხუტო და სითბო გადმოგცე, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ და ვეღარ დაგტოვებ. არ მაინტერესებს რას იტყვის ღმერთი მე უკვე ვიპოვე ჩემი იდეალური ღმერთი. თუ შენ წახვალ მე მივენდობი ფიქრებს და მივატოვებ გზას რომლითაც დავდივარ. ფიქრები, ჩუმი ალერსი, ვისკი, ტუჩები, სითბო, გრძნობა და სევდა ეს ჩემი სულია.

***************************

ჩვენს სიყვარულს მომავალი არ ჰქონდა. ჩვენ დავდიოდით გაყინულ ქუჩაში მარტონი, ჩვენ არავის ვუყვარდით გვყავდა მხოლოდ ერთი მეგზური, სიკვდილი! მაგრამ ზეციდან მოისმა ხმა: “თქვენ შეგიძლიათ სიყვარული” ამ დროს ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ!

*************************

გავიხედე გარეთ და დავინახე შავი დღე! ღრუბლებში დაცურავდა თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალი, მისი სული თრთოდა! მზე ნაზად გადმომყურებდა და მეუბნებოდა: “დადგა დრო, დადგა დრო!” მე გაოცებული სახით შევსცქეროდი მას და ვფიქრობდი, რატომ ბნელა? ნიავი არ იძვროდა, ყველაფერი ადგილზე იყინებოდა, ქრებოდნენ ადამიანები, ცარიელდებოდა სახლები! მე ავდექი და მივედი მწვანე ხესთან რომელსაც ფერი ჯერ კიდევ შემორჩენოდა! მზემ ისევ გადმომხედა და მითხრა: “დადგა დრო, დადგადრო!”…

*******************************

მე ვითვლი დღეებს, კვირებს, თვეებს, წლებს… დავიღალე ლოდინით, ყოველღამე იმაზე ფიქრში ვატარებ, რომ მოვა დრო და მე აქედან წავალ. ფიქრები მახრჩობენ და მეუბნებიან დანებდი, დანებდი შენ აქედან ვერასდროს გააღწევო! მაგრამ მე არ ვნებდები და ვიბრძვი, მე მინდა აქედან გასვლა, მე მინდა მოვშორდე ერთფეროვნებას, აღარ მინდა ბავშვური სული… სექსი, ფული, გარყვნილება, ჭუჭყი, აი ჩემი ცხოვრება… მინდა გავიდე აქედან…

***************************

ჩვენ დავიბადეთ სიბნელეში, ჩვენ დავიბადეთ რომ მოვკვდეთ! აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენთან არ იბადებიან – ჩვენთან კვდებიან, აქ მუდამ დაფრინავენ სულები, აქ მუდამ წვიმს და ღრუბელია, აქ მუდამ სისხლით სავსე გუბეები დგას. ჩვენ ასეთები ვართ, ჩვენ არავის ვუნდივართ, ჩვენ როგორც კი ჩავისახეთ მაშინვე მოგვკლეს. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ჩვენი ღმერთები, ჩვენ ყველაფერს გაპატიებთ, მერე რა, რომ ამ სასტიკ სამყაროში ავღმოვჩნდით!

*********************************

წარმოიდგინე რომ ღამეა, შენ კი იყურები ფანჯრიდან ამ დროს ცა იღრუბლება, მხიარული დღე სრულდება და შენს უკან მკვეთრედ გესმის სუნთქვის ხმა! სუნთქვა იმდენად ახლოსაა რომ ორთქლავს შენს კანს, შენ აღგზნებული ხარ, ბილწი ფიქრები გაწუხებს. უკან შემობრუნებას ვერ ბედავ და გაკვრვებული გაჰყურებ ცას, სუნთქვა უფრო ხშირდება… შენ ვეღარ ითმენ და ბრუნდები! ის მე ვარ!… ჩუმად… გეტყვი მე  და ჩაგეხუტები.

ეს ლექსიც 14 წლის ასაკში დავწერე:

ფიქრები არბევენ ღრუბლებს, ფრთები ესხმებათ აზრებს,

ნუთუ მართლა მოდიან მუზები არ მაცლიან დარდებს.

მოდის ლამაზი აზრი და ეჩხუბება ლანდებს,

გადის მწვავე წუთები და ეფერება სანთლებს.

*******

რატომ იწვიან სანთლები და არ მაცლიან დარდებს,

თუ მე ჩუმად ვიქნები რატომ არ იტყვიან სათქმელს?

ნუთუ მხოლოდ მე და სხვა არავინ რა,

ნუთუ მხოლოდ მე ვიტყვი და სხვა მოისმენს მას.

*******

არ მინდა წავიდეს ფიქრი და დამტოვოს ობლად,

არ მინდა წავიდეს მუზა და მას მიჰყვეს ყველა

მიფრინავს ბეღურა და თან მიაქვს ძალა

არ მინდა დავრჩე მარტო და მიმიხვდნენ მართალს.

10 Comments (+add yours?)

  1. jafaridzekotiko
    Jul 11, 2013 @ 14:41:22

    Reply

  2. OvEr
    Jul 09, 2013 @ 14:38:18

    ძალიან მომეწონა,პირველ რიგში რაც მინდა გითხრა,ძლიერი ფანტაზია გაქვს,მთელი ცხოვრება ამგვარ ნაწერებს შევალიე,და დღეს აღმოვაჩინე ადამიანი,ვინც სულ ცოტათი მაინც ჩემსავით ფიქრობს.მინდა გითხრა რომ განსხვავებულობა ყველაფერს ცვლის,და ეს ნაკლს არ ნიშნავს,ადვილი არაა,ამ ყველაფრის დანახვა,და შენ გაქვს ნიჭი,იმის რომ თუნდაც გონებით და მთელი შენი ფიქრებით,იცხოვრო იქ,სადაც გინდა.

    Like

    Reply

  3. lizi77
    Apr 21, 2013 @ 15:04:11

    ramdeni wlis xar?

    Like

    Reply

  4. Anni
    Jan 18, 2013 @ 16:43:00

    exla ramdeni wlis xar? :D

    Like

    Reply

  5. Anni
    Jan 17, 2013 @ 13:49:48

    dzaan dzaan dzaaaaaann magari iyooo :) :)

    Like

    Reply

  6. Name]
    Dec 24, 2012 @ 11:43:48

    ვაუ, ძაან მაგარი ხარ , შეუდარებელიც :) ძაან მოომწოონს ;)

    Like

    Reply

  7. Tulip
    Dec 14, 2012 @ 20:15:24

    ძალიან მომეწონა, გული დამწყდა, რამხელა ტკივილია ამ სტრიქონებში…
    :(

    Like

    Reply

  8. isabelle
    Dec 11, 2012 @ 14:45:46

    momwons ))) weris nichi gaqvs ))) da rogorc yoveltvis shenc nawerebshic ki mistiuroba igrdznoba. erti kitxva maqvs: es pirovneba realuria viszec wer? tu warmosaxvit adamianze xar sheyvarebuli? da imdenad dzlieria es grdznoba, rom axlac giyvars? martla momewona dzalian kargi iyo :)))

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: