ასტროლოგიური პროგნოზი

გადავწყვიტე ყოველდღე შემოგთავაზოთ დღის ასტროლოგიური პროგნოზი.

horoskopi

2 დეკემბერი

ვერძი – დღეს მოერიდეთ აგრესიულობას და იმოქმედეთ ცივი გონებით. დაუშვებელია ახლობლებთან კამათი.

კურო – დღეს ნუ გადაიტვირთავთ თავს და ნუ ეცდებით მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩენას.

ტყუპები – დღეს თქვენ ან თქვენს რომელმე ახლობელს შეიძლება გაუჩნდეს გიჟური იდეა და შემოგთავაზოთ ავეჯის გადაადგილება. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს!

კირჩხიბი – ერთადერთი რაც ხელს შეგიშლით მიზნის მიღწევაში არის – თქვენი უინტერესობა საქმის მიმართ. ნუ გააზვიადებთ სირთულეებს და უბრალოდ მიენდეთ თქვენს თავს.

ლომი – ახალი იდეები და მისწრაფებები მოგიტანთ დიდ წარმატებას. ეცადეთ ის ადგილები შეცვალოთ, სადაც ცვლილებები თითქმის არ შეიმჩნევა.

ქალწული – ყოველთვის სასიამოვნოა ახლობლის გაბედნიერება. დღეს სწორედ ამის საშუალება მოგეცემათ.

სასწორი – დიდი შანსია იმისა, რომ “კეთილმოსურნეებმა” თქვენი გაჭორვა მოინდომონ, სწორედ ამას მიაქციეთ დიდი ყურადღება.

მორიელი – დღეს დაძაბული და გადატვირთული დღე გექნებათ, საკმაოდ სერიოზული საქმეებით დატვირთულმა შესაძლოა დაღლა იგრძნოთ, მაგრამ დიდი ალბათობაა იმის, რომ საღამო მშვიდად და კმაყოფილად გაატაროთ.

მშვილდოსანი – დღეს გარშემომყოფები თქვენში ჩაძიებას მოინდომებენ და ამან არ უნდა გაგაღიზიანოთ, ადვილადაა შესაძლებელი სხვებისთვის გულის ტკენა, ამიტომაც ეცადეთ ზედმეტი არ ილაპარაკოთ.

თხის რქა – დააკვირდით სხვებს, გადაავლეთ თვალი მათ მოქმედებებს და ეცადეთ არ გაიმეოროთ ის შეცდომები, რასაც ისინი დაუშვებენ. ეს დღე არ იქნება ძალიან იღბლიანი, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ არც ნეგატიური გახდეს.

მერწყული – დღეს თქვენი ენერგორესურსები იქნება უსაზღვრო. თუ თქვენ მათ მობილიზირებას სწორად მოახერხებთ, მაშინ მთების გადადგმაც, კი შეიძლება შეძლოთ.

თევზები – დანებდით და მიჰყევით დინებას. ყველაფერი ისე ხდება,  როგორც უნდა მოხდეს, უმიზეზოდ არაფერი ხდება.

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. spleet
    Dec 02, 2012 @ 09:46:16

    უუფ რა კაია ჩემი უსაქმურობა ჰოროსკოპით იქნება გამართლებული :)

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: