ჰელოუინის შესახებ

ჰელოუინი სულაც არაა ისეთი საშიში, სატანისტური და ბოროტი დღესასწაული, როგორსაც ჩვენ წარმოსახვაში გვიხატავენ. ჰელოუინი საკმაოდ პოზიტიური და მხიარული დღესასწაულია.

ირლანდიის, ჩრდიოლოეთ საფრანგეთის და ინგლისის მიწებზე სახლობდნენ კელტების ტომები. მათი წელი შემდგებოდა ორი ნაწილისგან – ზაფხულისა და ზამთარისაგან. ერთი სეზონიდან მეორეში გადასვლას აღნიშნავდნენ ნამდვილი ზეიმით, ეს მაშინ ხდებოდა როდესაც მოსავლის აღებას ასრულებდნენ. ეს დღე 31 ოქტომბერს ემთხვეოდა.

ამ დღესასწაულს ახალი წლის დადგომასაც უკავშირებდნენ, რადგან 31 ოქტომბრის შემდეგ იწყებოდა ზამთარი.

1 ნოემბრის ღამე იყო განსაკუთრებული: მხოლოდ იმ ღამეს, რომელსაც სამჰაინს უწოდებდნენ ინგრეოდა კედელი ცოცხალთა და მკვდარ სამყაროებს შორის.

კელტები სამჰაინს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მკვდარი სულების მსხვერპლნი, რომ არ გამხდარიყვნენ იმოსებოდნენ ცხოველებისგან დამზადებული სამოსებით, სახლში ცეცხლს ანთებდნენ და შემდეგ მის გარშემო იკრიბებოდნენ.

ეს ტრადიციები საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდათ თაობებს. ეს გრძელდებოდა იქამდე სანამ, რომაელებმა არ დაიპყრეს კელტების ტერიტორია.

იმ დროისთვის ქრისტიანობას დიდი გავლენა ჰქონდა და სწორედ ამიტომ აიკრძალა ყველა წარმართული რიტუალები და ტრადიციები. მაგრამ სამჰაინის (იგივე ჰელოუინის) ტრადიცია შენარჩუნდა და ჩვენამდე მოაღწია.

IX საუკუნეში გრიგორი მესამემ 13 მაისი გადაიტანა 1 ნოებერს და ყველა წმინდანის დღეს 1 ნოემბერს აღნიშვნა დაიწყეს. სწორედ ამან განაპირობა სამჰაინის (ჰელოუინის) ტრადიციების აღდგენა.

ნუ აღიქვამთ ჰელოუინს ასე ცუდად. ეს უბრალოდ კოსტიუმირებული მასკარადია, რომელიც ხალხს ასე ძალიან იზიდავს. ეცადეთ განიტვირთოთ, მოეშვათ, გახვიდეთ სასეირნოდ და აკეთოთ კეთილი საქმე. ეს დღესასწაული სულაც არაა სატანისტური, ეს უბრალოდ წარმართული დღესასწაულია – როგორც ბერიკაობა. არ ვიცი შეიძლება თუ არა ეს ორი დღესასწაული ერთმანეთს შევადარო, მაგრამ ერთმანეთს ნამდვილად წააგავს.

ნუ დაუჯერებთ უცოდინარ ადამიანებს. უკეთესია ისტორიას გადაავლოთ თვალი და გაერკვეთ ყველაფერში!

დაგეგმეთ ჰელოუინი ჩემთან ერთად! 

მე ჯერ არ გადამიწყვეტია სად და როგორ გავატატარო ეს მხიარული და უწყინარი დღესასწაული. უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ამ ლამაზ დღეს კარგად გავერთოთ.

მრავალ კლუბში იმართება წვეულება ამ დღესთან დაკავშირებით. კლუბების გარდა თბილისში უამრავი ღონისძიება იმართება.

31 ოქტომბერი – 18:00: შოთა რუსთაველის ძეგლთან იკრიბებიან ახალგაზრდები Halloween Day-ს აღსანიშნავად. შეუერთდით ივენთს ფეისბუზე. ინენთის შესახებ: “31 -ში ჰელოუნზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველის მოედანზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან. რაც მთავარია კოსტუმებით”. – ამბობს ადმინისტრაცია.

31 ოქტომბერი – 19:00: ჰელოუინს აღნიშნავენ “იდენტობაშიც”. თუ მხარს უჭერთ “ლგბტ” საზოგადოებას, სულ რაღაც 2 ლარად შეგიძლიათ დაესწროთ ჰელოუინის საღამოს და გაერთოთ 23 საათამდე. შეუერთდით ინევთს ფეისბუქზე. ივენთის შესახებ: “31 ოქტომბერს “იდენტობა” გეპატიჟებათ ჰელოუინის კოსტიუმირებულ საღამოზე ლგბტ თემის წევრებს და მეგობრებს. საღამოს გაიმართება ფილმის ჩვენება, თამაშები, კონკურსი გოგრების გამოჭრაში და პრიზების გათამაშება, ასევე ვახშამი კოქტეილის თანხლებით.
დრო: 31 ოქტომბერი, საღამოს 7 საათიდან 23 საათამდე. მისამართი: რუსთაველის #37. ბინა #1 ინფორმაცია: 230 5614 (ოფისი) ან 555 199960 (გვანცა)დრეს კოდი: სასურველია გამოცხადდეთ ნიღბებსა და თემატურ კოსტიუმებში, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.შემოსაწირი თანხა: 2 ლარია, რომლის ღირებულებაშიც შედის კოქტეილი, ვახშამი, ფილმის ჩვენებ, გოგრები, სანთლები, გამოსაჭრელი ხელსაწყოები და სხვა დეკორატიული მასალები.”

31 ოქტომბერი – 21:00: Bude Bar გეპატიჟებათ ჰელოუინის საღამოზე, გაერთეთ და ჩაერთეთ ღონისძიებაში. შეუერთდით ინევთს ფეისბუქზე.

GO! Electronics გიმზადებთ უამრავ კონკურსს და საჩუქარს 31 ოქტომბრისთვის, ეწვიეთ მაღაზიათა ქსელს და დაამზადეთ ჰელოუინის კოსტუმი თქვენი ხელით. ეწვიეთ GO! Electronics-ის ფეისბუქის გვერდს და გაიგეთ უფრო მეტი ამ ღონისძიების შესახებ.

ამ ღონისძიებების გარდა, იმართება უამრავი გასართობი წვეულება, გაიარ-გამოიარეთ, გაერთეთ, იმხიარულეთ, გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად და გააკეთეთ ის რაც გსურთ. სწორედ ესაა ამ დღის ხიბლი!

4 Comments (+add yours?)

  1. goga
    Nov 02, 2012 @ 18:50:32

    მართლა კარგი დღესასწაულია ჰელოუინი <3

    Like

    Reply

  2. Trackback: ჰელოუინი 2012 « კუდიანის ბლოგი
  3. Hell
    Oct 29, 2012 @ 20:10:52

    Wow….amdeni rame martla ar vicodi helloweentan dakavshirebit…dzaan momewona ^^

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: