ფსიქიკური ვამპირები და მათთან ბრძოლის ხერხები

დღეს ვისაუბროთ ფსიქიკურ ვამპირებზე (და არა ენერგო ვამპირებზე). ახლოვდება ჰელოუინი, ხალისიანად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, რომ შევხვდეთ ამ დღესასწაულს, საჭიროა თავიდან მოვიცილოთ ფსიქიკური ვამპირები.

სანამ გავიგებდეთ მათგან თავის დაძვრენის ხერხებს, მოდით გავიგოთ რა ტიპის ადამიანები არიან ისინი.

ფსიქიკურ ვამპირებს უტოლებენ აბეზარ პარაზიტებს, რომლებიც მსხვერპლს სასიცოცხლო ძალას ართმევენ. თითქმის ყველას გვყავს ისეთი ნაცნობი, რომელთანაც მუდამ ვალდებულდ ვგრძნობთ თავს. თითქოს ის ადამიანი თავის მხრივ პატივს გვცემს, იზიარებს ჩვენს აზრებს მაგრამ ამავდროულად თავზე გვახვევს მის პრობლემებს, გასაჭირს და ჩვენ იძულებულნი ვხდებით სრულიად უანგაროდ დავეხმაროთ იმ ადამიანს.

ფსიქიკური ვამპირები, როგორც წესი მარტოსულები და უბედურები არიან. მათ არ ჰყავთ ახლო მეგობრები, საყვარელი ადამიანები რომლებიც გაიზიარებენ მის დარდს და მხარშ ამოუდგებიან. მოკლედ ისინი უბედურები არიან, ხშირ შემთხვევაში რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვთ (სულიერზე, რომ არაფერი ვთქვათ).  მათ გააჩნიათ შინაგანი მბრძანებლობის უნარი, შეუძლიათ უთქმელი სიტყვით დაგიმორჩილონ. ისინი სხვისი ბედნიერების ხარჯზე ცხოვრბენ, მათი მსხვერპლები ძირითადად შეძლებული, კეთილი, ხალისიანი, კარგი ოჯახის, კარიერის, დადებითი ენერგეტიკის მატარებელი ხალხი ხდებიან. რაც მათ არ გააჩნიათ, იღებენ სხვების ენერგიიდან, ამისთვის მათ უწევთ ჩვენი ცხოვრების არევ-დარევა, თან ამას ისე აკეთებენ, რომ ჩვენ ვერაფერს ვხვდებით.

ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთ ვამპირებს ჩამოვშორდეთ. პირველ რიგში არ უნდა მოექცეთ მის კლანჭებში, როდესაც თვისი არასასიამოვნო და თავისშემაცოდებელი ისტორიების მოყოლას დაიწყებს, გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე, როდესაც სერიოზული და ოდნავ მოწყენილი სახით დაიწყებს რაღაცის მოყოლას თვალებში არ უყუროთ, იყურეთ აქეთ-იქეთ, ეცადეთ მისი შეპარებული დახმარების თხოვნა ყურად არ იგდოთ და თავი ისე მოაჩვენოთ თითქოს ვერ გაიგეთ რა გითხრათ ან არ შეგიძლიათ მისი დახმარება, როდესაც დაიწყებს გულის გადაშლას და პირადი უსიამოვნო ამბების მოყოლას, გააღეთ ფანჯარა და საერთოდ როდესაც ასეთი ადამიანი სახლში შემოვა არ დახუროთ ფანჯრები, განდევნეთ მისი ნეგატიური აურა. და რაც ყველაზე მთავარია – უარი თქვით მის ყოველგვარ დახმარებაზე თ სიმბოლურ საჩუქარზე, უთხარით, რომ მადლობელი ხართ მაგრამ არ გსურთ საჩუქრს მიღება.

სულ ესაა, მოარიდეთ ოჯახს და საკუთარ თავს ასეთი შენიღბული მტრები და ფსიქიკური ვამპირები, ის ჩუმად გითხრიან საძირკველს. შეუმჩნეველი მტერი უფრო მეტ ზიანს გაყენებს, ვიდრე შესამჩნევი დ აბეზარი. ტკბილად ნათქვამმა სიტყვებმა არ დაგაბნიოთ და არ გაბრიყვდეთ, ისინი ცდილობენ დაგიყოლიონ და გამოიყენონ შენი სუსტი მხარე! იყავი ძლიერი!

კარგი იქნება თუ ფსიქიკური ვმპირებიაგან 31 ოქტომბრის ღმემდე დააღწევთ თავს.

9 Comments (+add yours?)

  1. 336-A
    Jun 23, 2013 @ 21:34:45

    აი ეს კი სიმართლეა..

    Like

    Reply

  2. ligeia
    Nov 30, 2012 @ 19:39:05

    adamiani tu tavis mcuxarebas giziarebs da daxmarebas gtxovs es ar nishnavs imas rom psiqikuri vampiria

    Like

    Reply

    • კუდიანი
      Nov 30, 2012 @ 19:42:40

      კი, მაგრამ თუ ეს სისტემატიურად ხდება და ეს ადამიანი ამას გამიზნულად აკეთებს, მაშინ ფსიქიკური ვამპირია, მაგრამ ფსიქიკური ვამპირები ორ ნაწილად იყოფა. ერთი – ვამპირი, რომელიც შეგნებულად ანადგურებს და მეორე – ვამპირი, რომელიც აზრზე არაა, რომ ვიღაცას აზიანებს

      Like

      Reply

  3. Ani
    Oct 15, 2012 @ 22:54:37

    შენი აზრით რა განსხვავებაა ფსიქიკურ და ენერგეტიკულ ვამპირებს შორის?

    Like

    Reply

  4. meee
    Oct 15, 2012 @ 14:33:08

    helowhin rodisaaa?

    Like

    Reply

  5. Ani
    Oct 14, 2012 @ 19:13:00

    სამწუხაროა, რომ ენერგოვამპირებზე ხალხის უმეტესობას ასეთი აზრი აქვს ჩამოყალიბებული. ნიკა, რაც ამ პოსტში დაწერე, ეს საკითხის მხოლოდ ცალმხრივი განხილვაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ძალიან ნერვების მომშლელი ადამიანები, მაგრამ ყველა ერთნაირი არაა. და კიდევ ერთი, შენ არაფერი გითქვამს დონორებზე. თუ ენერგოვამპირიზმი გაინტერესებს, უფრო ვრცლად შეისწავლე და მიხვდები, რომ რაც დაწერე, სტერეოტიპის გავლენით გაქვს დაწერილი. ყველა ენერგოვამპირის ენერგიის წყაროს ადამიანის ენერგია არ წარმოადგენს ;) იმედია, რამე საწყენი არ მითქვამს :)

    Like

    Reply

  6. Ani
    Oct 14, 2012 @ 19:00:29

    სამწუხაროა, რომ ენერგოვამპირებზე ხალხის უმეტესობას ასეთი აზრი აქვს ჩამოყალიბებული. ნიკა, რაც ამ პოსტში დაწერე, ეს საკითხის მხოლოდ ცალმხრივი განხილვაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ძალიან ნერვების მომშლელი ადამიანები, მაგრამ ყველა ერთნაირი არაა. და კიდევ ერთი, შენ არაფერი გითქვამს დონორებზე. თუ ენერგოვამპირიზმი გაინტერესებს, უფრო ვრცლად შეისწავლე და მიხვდები, რომ რაც დაწერე, სტერეოტიპის გავლენით გაქვს დაწერილი. იმედია, რამე საწყენი არ მითქვამს :)

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: