მაბონობის დღესასწაული

დღეს მაბონობაა, ამ დღესასწაულის შესახებ აქამდე ისეთი არაფერი არ ვიცოდი, რამოდენიმე დღის წინ გავიგე ამ დღის მნიშვნელობა და დატვირთვა. საკმაოდ კარგი დღეა, ამ ღეს აღნიშნავენ მაგები, როგორც გავიგე განსაკუთრებით ვიკკანები და პაგანიზმის მიმდევრები. სტატიის მისაკუთრება, რომ არ გამომივიდეს უფრო ვრცელი ინფორმაცია იხილეთ აქ!

გადავალ ამ დღის მნიშვნელობის აღწერაზე. დაივიწყეთ ძველი და დაიწყეთ ახალი! ეს დღე ძველის დავიწყებისა და სიახლის დაწყების სიმბოლოა. სასურველია ამ დღეს ყველამ ჩამოწეროთ ფურცელზე თქვენი ძველი ცოდვები, უსიამოვნო მომენტები რომლის დავიწყებაც გსურთ, და ის ძველი სიძნელეები რაც აქამდე ხელს გიშლიდათ ახლის დაწყებაში. ჩამოწერეთ რიგრიგობით ეს ყველაფერი, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ როგორ გადის ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან, შემდეგ ეს ფურცელი დაწვით ცეცხლზე. თუ სახლის გარეთ დაწვავთ უკეთესია. თუ ნამწვავი დაგრჩებათ ჩამარხეთ ის მიწაში და დატოვეთ ის ადგილი. როგორც უკვე გითხარით ეს დღე ახლის დაწყების სიმბოლოა. სახლში, რომ დაბრუნდებით აიღეთ ფურცელი და დაწერეთ თქვენი სურვილები, ჩამოწერეთ ის რიგრიგობით ან თქვენ როგორც მოგიხერხდებათ. დაწერეთ და იფიქრეთ ამ სურვილებზე, გაიმძაფრეთ შეგრძნებები, გადაეშვით უსასრულო სამყაროში, წარმოიდგინეთ როგორ გისრულდებათ ეს ოცნებები თანდათან, წარმოიდგინეთ როგორ იღიმით სიხარულისგან, რომ ჩამოწერთ ყველაფერს (დაივიწყეთ სიხარბე, ჩამოწერეთ რაც შეიძლება ფასეული სურვილები, ნუ დაწერთ იმას, რომ მოგივიდეთ ბევრი ოქრო და იბანაოთ ფულში, დაწერეთ რაც შეიძლება ფასეული სურვილები.), ეს ნაწერი ჩადეთ მწვანე კონვერტში (თუ თეთრი ან ნებისმიერი სხვა ფერის კონვერტი გაქვთ შეგიძლიათ გააფერადოთ ფანქრით ან ფლომასტერით) ან უბრალოდ  ჩამარხეთ ის თქვენი ყვავილის ქოთანში და ყოველდღწე უსხით წყალი, წყლის დასხმის დროს იფიქრეთ იმაზე თუ როგორ გიხდებათ თქვენი ოცნებები. თუ ქოთანში ჩამარხვა არ გსურთ საღამოს, როდესაც მზე ჩავა და მთვარე ამოყოფს თავს, დადეთ ეს კონვერტი, ან ფურცელი ფანჯრის რაფაზე, მოტრიალდით ზურგის მხარეს და იფიქრეთ თქვენს ოცნებებზე.

დღეს ბუნებაში გასვლას და სეირნობას ბევრი სასიკეთო რამ მოყვება. გადით გარეთ ჩაყლაპეთ სუფთა ჰაერი, დაკრიფეთ ყვავილები და რა მცენარეც მოგეწონებათ ან რომელი ფოთოლიც, ის წაიღეთ სახლში და სწორედ ის მცენარე, ფოთოლი ან ქვა გახდება თქვენთვის ბედნიერების მომტანი.

თუ ვინმეს სახლში ცხოველი ან ფრინველი გყავთ, მოუარეთ მას და მოეფერეთ, ეცადეთ დიდი დრო გაატაროთ მის გვერდით და თქვენს ახლობლებს ან უცხოებს მოუტანოთ ბედნიერება.

ამ რიტუალებით თქვენ უსარგებლო წარსულიც მოიშორეთ და მომავალიც შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში.

მაბონობა აღინიშნება ყოველ შემოდგომის ბუნიაობას 17-დან 23 სექტემბრამდე. წელს დაემთხვა 22 სექტემბერი :)

გისურვებთ ხალისიან და ბედნიერ დღეს და წელს!

6 Comments (+add yours?)

  1. Trackback: მაბონი | კუდიანის ბლოგი
  2. nataliaa
    Apr 06, 2013 @ 21:08:09

    საინტერესოა ))

    Like

    Reply

  3. bela
    Mar 17, 2013 @ 19:11:35

    როდიაააა ეს მაბონობის დღესასწაული/??ვერ გავიგეეე

    Like

    Reply

  4. kote
    Oct 16, 2012 @ 13:16:50

    და სატანის დაბადების დღე როდისაა?

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: