ტაროს ჰოროსკოპი 2012

ის, რომ ტაროს კარტებში ჩადებულია უდიდესი ცოდნა ეს თქვენთვის უცხო და გასაკვირი არ უნდა იყოს. ტაროს კარტებში წარსულის, აწმყოსა და მომავლის საიდუმლო ცოდნის გარდა ზოდიაქოს ნიშნებიც იმალება. გაინტერესებთ რომელი ტარსოს კარტი ბრძანდებით?

თუ თქვენ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ხართ ვერძი, მაშინ თქვენი შესაფერისი კარტია – “იმპერატორი”

თუ თქვენ კურო ბრძანდებით, მაშინ ტაროს კარტების მიხედვით, თქვენ “ქურუმი” ბრძანდებით.

ტყუპების შესაფერისი ნიშანი ტაროს კარტია – “შეყვარებულები”

კირჩხიბის შესააფერისი კარტია – “Chariot”

ლომის შესაფერისია – “ძალა”

ქალწულს შეეფერება – “Recluse”

სასწორის შესაფერიასია – “სამართალი”

მორიელის შესაფერისია – “სიკვდილი”

მშვილდოსანის შესაფერისია – “სამყარო”

თხის რქის შესაფერისია – “ბოროტება”

მერწყულის შესაფერისია – “ვარსკვლავი”

თევზების შესაფერისია – “მთვარე”

ახლა შემოგთავაზებთ 2012 წლის პროგნოზს ტაროს კარტების მიხედვით.

იმპერატორი ანუ ვერძი:

ეს წელი თქვენთვის ძალინ აქტიური იქნება. ეს წელი თქვენი იდეებისთვისა და ოცნებებისთვის გამოწვევა იქნება. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეუძლებელი შეძლოთ, მაგრამ ეს შესაძლებლობა სწორად და გონივრულად უნდა გამოიყენოთ. დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა მოთმინება, მოთმინება და ისევ მოთმინება.

ქურუმი ანუ კურო:

თქვენთვის მთავარია იპოვოთ იმის აზრი რასაც აკეთებთ. და აქ აღარ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა საუბარი რამე კონკრეტულ სიტუაციაზე, ანდა სრულიად ცხოვრებისეულ პოზიციაზე. ამ წელს თქვენ შანსი გექნებათ გაიგოთ რა არის თქვენთვის ღირებული და რა არა. სულაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ  საკითხებთან ძველი ხედვა განგიახლდეთ.

შეყვარებულები ანუ ტყუპები:

თქვენ გელით მშფოთვარე წელი. შესაძლოა ამის მიზეზი დაკავშირებული იყოს ადამიანთან, რომელსაც თქვენ უკვე დიდი ხანია იცნობთ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეს, მიიღეთ ახალი გრძნობები და ნუ დააიგნორებთ მათ. თუ თქვენ ფიქრობდით, რომ თქვენი ბედნიერება სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული, იცოდეთ: ბედნიერების გასაღები თქვენშია და ნუ ეძებთ მას სხვაგან. საჭიროა იპოვოთ თქვენი საკუთარი “მე”.

Chariot ანუ კირჩხიბი:

რა სიძნელეებიცა და შინაგანი წინააღმდეგობებებიც არ უნდა გამოჩნდეს მიზნის მისაღწევ გზაზე, თქვენ მუდამ მზად უნდა იყოთ სიძნელეების გადასალახად. გადაამოწმეთ ყველაფერი რიგზეა თუ არა, გადაამოწმეთ სწორადაა თუ არა განსაზღვრული მიზანი. თქვენ გარანტირებული გაქვთ დასახული მიზნის მიღწევა. გამოწვეული წარმატება საგრძნობლად შეცვლის თქვენს ცხოვრებას, იყავით ამისთვის მზად.

ძალა ანუ ლომი:

წინა პლანზე წამოწეული ხელოვნური იმპულსი დაგეხმარებათ დაივიწყოთ წარსულის მოგონებები. არ გაგიკვირდეთ თუ თქვენს მორალურ პრინციპებთან მოგიწევთ ბრძოლა, ადრე თქვენ ეს შეუძლებელ გეჩვენებოდათ მაგრამ ჩახედეთ რეალობას თვალებში. მოვიდა დრო განთავისუფლდეთ ზედმეტი საქმეებისაგან.

Recluse ანუ ქალწული:

წელი ჩაივლის სერიოზულად. უნდა მოიკრიბოთ აზრები და სერიოზულად გააანალიზოთ თქვენი დამოკედებულება თქვენს თავთან და გარშემომყოფებთან, იმისთვის, რომ დანამდვილებით გაიგოთ რა გსურთ. ეს საკმაოდ რთული დავალებაა, მოგიწევთ შვებულების აღება და კარგად დაფიქრება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი წელი მარტოობაში უნდა გაატაროთ.

სამართალი ანუ სასწორი:

ეს წელი თქვენთვის გადამწყვეტი გახდება, მოუხმეთ გონებას და გადაწყვიტეთ რა გსურთ, საითკენ მიექანებით. თუ როგორ გაატარებთ 12 თვეს ეს დამოკიდებულია ისევ და ისევ თქვენზე, ნუ ეცდებით თქვენი პრობლემების თავიდან მოცილებას, აჯობებს ყველა პრობლემა წარმოშობისთანავე გადაჭრათ. საბოლოო ჯამში, ნაყოფიერი და საინტერესო წელი გელით.

სიკვდილი ანუ მორიელი:

შესაძლოა თქვენ ჯეწრ არ ხართ მზად გამოემშვიდობოთ ვინმეს ან რამეს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ფასეულს ეხება. მოითმინეთ და კონფლიქტები დასრულდება. ყველაფერი კარგად იქნება თუ მოთმინებას შეინარჩუნებთ და არ იმოქმედებთ ინპულსურად.

სამყარო ანუ მშვილდოსანი:

როგორც იქნა გეძლევათ შანსი აღმოაჩინოთ ახალი ადგილები და იპოვოთ ნამდვილი სიყვარული და დადებითი ემოციები. თუ მოგიწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან საახლობლო წრის განახლება ნუშეშინდებით, ეს უამრავ სასიკეთო სიახლეს მოგიტანთ. ამ წელს შესაძლოა ახალი იდეალები და მიზნები გაგიჩნდეთ რომელთაც აუცილებლად მიაღწევთ.

ბოროტება ანუ თხის რქა:

შესაძლოა თქვენ გაგიჩნდეთ მიზნები, რომლებიც არაა ადვილად მისაღწევი და თქვენს ძალებს არ აღემატება. აჯობებს თავიდანვე უარი თქვათ ამ მიზნებზე სანამ არასასიამოვნო სიტუაციაში არ ჩავარდებით. არ მიიყვანოთ საქმე იქამდე, რომ გაგიჩნდეთ კითხვა: როგორ ავღმოვჩნდი მე ამ სიტუაციაში?

ვარსკვლავი ანუ მერწყული:

კრიზისი დასრულდება. აჯობებს საქმეს ამაყად და უშიშრად მიუდგეთ, თქვენს ირგვლივ უამრავი პერსპექტივაა მთავარია ისინი დაინახოთ და გამოიყენოთ თქვენთვის სასარგებლოდ. გამოიყენეთ ეს შანსი, ასეთი მომენტი თქვენს ხელში ყოველდღე ვერ ჩავარდება. არაფერი დასრულებულა, წინ დიდი გზა გელით.

მთვარე ანუ თევზები:

თქვენთვის ეს წელი ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ თუ სიძნელეებს ძლიერად დაუდგებით წარმატებას ისე მიაღწევთ, რომ თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებთ. არ მისცეთ უფლება სიძნელეს, რომ შეგაშინოთ.

სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ და გარკვეული ინფორმაცია მიიღეთ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: