666 უბრალო რიცხვი თუ…


666 ნატურალური რიცხვი, რომელიც იმყოფება 665-სა და 667 შორის. მათემატიკაში და სხვადასხვა ზუსტ მეცნიერებებში მას იყენებნ გამოსათვლელად, რაიმე განსაკუთრებული დანიშნულება არ გააჩნია.

მაშინ რატომ უფრთხიან ამ რიცხვს ქრისტიანები, რა დატვირთვა გააჩნია მას? ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა რატომ აქვთ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება მორწმუნეებს 666-თან.

ინფორმაციის ძიებისას გადავაწყდი ძალიან საინტერესო უცხოურ სტატიებს.

თქვენ წარმოიდგინეთ, 666-ის დაავადებაც არსებობს. ეს დაავადება არაა, ეს უფრო შიშია ამ როცხვის მიმართ. ზუსტად ვერ ვთარგმნე ასე, რომ ორიგინალს მოგაწვდით “Гексакосиойгексеконтагексафобия!” (ბერძნულ ენაზე “hexakosioi hexekonta hex”. ძველბერძნულად “hexakosioi hexēkonta hex”).

ამ შიშის მიზეზი ნაჩვენები იქნა მულტსერიალ “The Honking”-ში. როდესაც ბენდერს (მულტფილმის ერთ-ერთი გმირი) შეეშინდება ეკრანზე გამოსახული ციფრების  “0101100101” (10100110102 = 66610).

ხშირად ითვლებოდა, რომ აპოკალიფსის მხეცის სახით წარმოდგენილი იყო ანტიქრისტე. იოანეს გამოცხადებაშ ნათქვამია: “აქა არს სიბრძნე: რომელსა აქვს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ….” ყველგან სადაც ხედავდნენ ანტიქრისტეს ნიშნებს, იქ ყოველთვის იწყებდნენ 666-ის ძებნას.

არ არის გამორიცხული, რომ აპოკალიფსისის გადაწერის დროს დაშვებულიყო შეცდომა. არსებობს ვერსიები, რომ გადაწერის დროს 616-ის ნაცვლად დაწერეს 666.

იოანეს თქმით ეს “კაცობიობის რიცხვია”, მას არ გააჩნია სულიერი დატვირთვა. ეს ამტკიცებს, რომ “მხეცი” კავშირშია დედამიწასთან და აქაურ მმართველობასთან. “მხეცი” 666-ის სახელით გავლენას ახდენს ღვრთის შვილებზე, მსოფლიო პოლიტიკით, რელიგიებითა და დიდი კაპიტალით.

არსებბს მოსაზრებები, რომ 666-ის გამოყენებით სხვადასხვა ფარული ორგანიზაციები ფარულ და ამავდროულად უდიდეს გეგმებს აწყობენ, მათი მიზანია ადამიანების დამონება და მათი სრული კონტროლის ქვეშ აყვანა. ქრისტიანების აზრით მეორედ მოსვლის პერიოდი უკვე დაწყებულია. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ სულ მალე ანტიქრისტე მოევლინება დედამიწას, დიწყება მესამე მსოფლიო ომი, აღესრულება “ახალი მსოფლიო წესრიგის” მისია და სატანა დაიწყებს დედამიწის მართვას.

“მხეცის ნიშანს” ბევრი; მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი, კომპოზიტორი, პოლიტიკოსი და ორგანიზაცია ავრცელებს. ზოგიერთის აზრით ამ ყველაფერში ფარული ორგანიზაციები არიან ჩარეულები. მათ სურთ, რომ დაიპყრონ დედამიწა და სატანას გაუხსნან გზა.

5 Comments (+add yours?)

  1. ლიკა
    აგვისტო 17, 2013 @ 14:41:16

    სხვათაშორის გველის წელიწადში სამი ექვსიანის ნიშნის ქვეშ დავიბადე, მაგრამ არანაირი სიბოროტე არ მაწუხებს, შურის შეგძნება არ მეუფლება, საღად ვაზროვნებ და კუდი არ ამომსვლია. ნუ შეგეშინდებათ ამ რიცხვის.

    Like

    პასუხი

  2. ლიკა
    აგვისტო 17, 2013 @ 14:29:18

    666 ჩვეულებრივი სამნიშნა რიცხვია, რომლითაც აშინებენ ბრბოს. ეს უკანასკნელი ეშურება ეკლესიაში და ამარაგებს სამღვდელოებას. უბრალოდ რელიგიური პოლიტიკაა. :დ ეშმაკი არა მაიმუნი…. ერთი ვის დაუნახია შიზოფრენიკების გარდა?….

    Like

    პასუხი

  3. ბახალა
    ოქტ 17, 2012 @ 21:02:06

    უკაცრავად მოდერაცია ყოფილა :დ

    Like

    პასუხი

  4. ბახალა
    ოქტ 17, 2012 @ 21:01:13

    ვა აქ წეღან დავაკომენტე მაგრამ არ გამოჩნდა :დ რატო? კაი თავიდან ვიზამ
    ქრისტიანები უფრთხიან? :დ ქრისტიანი ვარ მაგრამ არ ვუფრთხი უბრალო რიცხვს. უბრალოდ ზოგან შეიძლება 666ს სიმბოლური დატვირთვა ქონდეს და მეტი არაფერი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი ჩვეულებრივად ვუყურებთ. “მესამე მსოფლიო ომი” და “ახალი მსოფლიო წესრიგი” კი საერთოდ რა შუაშია ქრისტიანების რწმენასთან ვერ ვხვდები. ბოლო ჟამია უბრალოდ და არ ნიშნავს ეს სამყაროს განადგურებას და რაღაც უბედურებებს :დ თუმცა ვაღიარებ ბევრია ისეთი ქრისტიანი რო რაღაც სისულელეებს მოჩმახავს ვიღაცა და მერე მაგის ჯერათ და ეშინიათ. ან მე ქრისტიანს რა უნდა დამაკლოს 666მა :დ ან თვით სატანამ როცა ღმერთია ჩემთან და მე თვითონაც ღმერთის ხატი ვარ. რა სისულელეა ჯობია მოიშოროთ ასეთი შიშები :დ :)

    Like

    პასუხი

  5. ბახალა
    ოქტ 17, 2012 @ 20:49:08

    ქრისტიანები უფრთხიან? :დ ქრისტიანი ვარ მაგრამ არ ვუფრთხი უბრალო რიცხვს. უბრალოდ ზოგან შეიძლება 666ს სიმბოლური დატვირთვა ქონდეს და მეტი არაფერი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი ჩვეულებრივად ვუყურებთ. “მესამე მსოფლიო ომი” და “ახალი მსოფლიო წესრიგი” კი საერთოდ რა შუაშია ქრისტიანების რწმენასთან ვერ ვხვდები. ბოლო ჟამია უბრალოდ და არ ნიშნავს ეს სამყაროს განადგურებას და რაღაც უბედურებებს :დ თუმცა ვაღიარებ ბევრია ისეთი ქრისტიანი რო რაღაც სისულელეებს მოჩმახავს ვიღაცა და მერე მაგის ჯერათ და ეშინიათ. ან მე ქრისტიანს რა უნდა დამაკლოს 666მა :დ ან თვით სატანამ როცა ღმერთია ჩემთან და მე თვითონაც ღმერთის ხატი ვარ. რა სისულელეა ჯობია მოიშოროთ ასეთი შიშები :დ :)

    Like

    პასუხი

დატოვეთ კომენტარი