ტკბილი შემოდგომა

დადგა სექტემბერი! დადგა ჩემი საყვარელი წელიწადის დრო… ძალინ მიყვარს ყვითელი შემოდგომა და ნაცრისფერი ზამთარი, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია ზაფხულთან გამომშვიდობება. ძაფხულიც კარგი იყო, მაგრამ მე ზამთარი მირჩევნია.

ამ ზაფხულმა ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა, ბევრი რამ გავიგე, ბევრჯერ გავრისკე, უამრავი ცუდი და კარგი საქმე გავაკეთე. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ზოგიერთ მათგანთან ურთიერთობა ახლაც მაქვს.

როგორც უკვე ვთქვი უამრავი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ჩავატარე უამრავი მაგიური რიტუალი, წავიკითხე უამრავი წიგნი ოკულტიზმზე, შევიძინე ახალი მეგობრები, ახალი დღიურის წარმოება დავიწყე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანე. ადვილად მბეზრდება ყველაფერი. რამოდენიმე დღის წინ მაჩუქეს ტარო… სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე მემახსოვრება ის დღე! ამიხდა ოცნება, იმედია ტაროს სრულყოფილად დავეუფლები და გავაძლიერებ ჩემს თავს.

ამ ზაფხულს ფარდისფერ ფერებში არ ჩაუვლია, ბევრი ცუდი რამ მოხდა და ახლაც ხდება მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე და დადებითი ემოციებით დავიმუხტო. საერთოდ პოზიტიური ადამიანი ვარ და არ მინდა ჩემი ხალისი ვინმეს შევწირო. მეგობრებო თქვენც ამას გირჩევთ, ცხვირი არ ჩამოუშვათ რაც არ უნდა მოხდეს. გააგრძელეთ ცხოვრება და გაიღიმეთ, გიყვარდეთ ადამიანები რომლებიც გაფასებენ, ნუ იქნებით კრიტიკულები თქვენი თავის მიმართ. სულაც არაა საჭირო ყველა ყველას ჰგავდე, შენ შენი ინდივიდუალურობა უნდა გქონდეს და შენს თავს უნდა ჰგავდე.

მოკლედ, მე მაინც კარგად დამამახსოვრდა ეს ზაფხული. წინ ჩემი უსაყვარლესი თვეები მოდის და ამ თვეებს 25 და 31 დეკემბერი დააგვირგვინებს! მოუთმენლად ველი ახალ წელს, ჩემი უსაყვარლესი დღესასწაულია. ეხლა ვზივარ და გეგმებს ვაწყობ…

გეგმები, გეგმები, გეგმები…

კარზე მოგვადგა შემოდგომა, ჰოდა დროა გეგმები დავაწყო. პირველ რიგში ჩავეწერები ჟურნალისტიკის წრეზე (სადაც ადრე დავდიოდი), მაგრამ ამჯერად მარტო სიარული აღარ მომიწევს. ჩემი მეგობარიც ივლის.

ვეცდები “აჩრდილების ტარო” ჩავიგდო ხელშიდა გავიღრმავო ცოდნა.

ჩემს დღიურს გავაუმჯობესებ და უფრო მეტ ინფორმაციას ჩავწერ.

ბლოგზე რა გავაკეთო? დიზაინი ჯერჯერობით მომწონს და მაკმაყოფილებს. ვეცდები უფრო მეტი ინფორმაცია დავდო მაგიაზე.

ვისწავლი ტაროზე მკითხაობის ახალ ვერსიებს და ვეცდები თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვავლინო.

ბლოგს მიმართულებას შევუცვლი.

გადავლახავ ყველა ბარიერს და გავხდები პირველი ! ^_^

მოკლედ თქვენ არ მოიწყინოთ წინ მთელი ამბები გელით!!!

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. spleet
    Sep 04, 2012 @ 15:37:58

    რა ყოვლისმომცვლელი პოსტი იყო ვითომ შემოდგომაზე:))

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: