სახლის სულთან დაკავშირება ტაროს კარტის მეშვეობით

მკითხაობის ეს მეთოდი ტარდება მხოლოდ ტაროს კარტზე და მას ეწოდება: “რას გვეტყვის სახლის სული?” (ნათარგმნია რუსულიდან  “Что нам скажет Домовой?”)

გეკარგებათ ნივთები და ვეღარ პოულობთ მათ?, სახლში უცნაური ხმები ისმის?, ან  უბრალოდ გრძნობთ, რომ სახლი “დამავოია”? მაშინ იმკითხავეთ ტაროს კარტით და გაიგეთ რა სურს მას.

აიღეთ კარტი (სასურველია, რომ მხიარულ განწყობაზე იყოთ, ან უბრალოდ კარგ გუნებაზე მაინც იყოთ), აჩეხეთ და მოჭერით. ამოიღეთ 10 კარტი (ოღონდ ამოტრიალებულად, ანუ თქვენ ვერ უნდა ხედავდეთ მათ) ოღონდ ამ 10 კარტის ამოღება ხდება ასე: ვთქვათ სახლში ცხოვრბთ 4 ადამიანი, მაშინ 10 კარტის ამოღებამდე გადათვალეთ 4 კარტი (ან რამდენიც ცხოვრობთ, 4 მაგალითად მოვიყვანე), როდესაც იმდენ კარტს გადაითვლით რამდენიც ოჯახში ცხოვრობთ, შემდეგ ამოიღეთ 10 კარტი და ამოატრიალეთ.

კარტი ისე გაშლეთ როგორც სურათზეა მოცემული:

კარტების მნიშვნელობა:

1. რას ფიქრობს “დამავოი” სახლის ენერგეტიკაზე,

2. როგორი დამოკიდებულება აქვს, მას თქვენს ოჯახთან,

3. რანაირად ცხოვრობს ამ სახლში,

4. რას ფიქრობს “დამავოი” სახლის უფროსზე,

5. რას ფიქრობს ის დიასახლისზე,

6. რას ფიქრობს ის, ოჯახში მყოფ ყველაზე უმცროს წევრზე (იგულისხმება ბიჭი),

7. რას ფიქრობს ის, ოჯახში მყოფ ყველაზე უმცროს წევრზე (იგულისხმება გოგო),

8. როგორი დამოკიდებულება აქვს დამავოის, თქვენს ოჯახში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,

9. როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ უჩვეულო მოვლენები შეწყდეს თქვენს ოჯახში,

10. რისი თქმა სურს დამავოის თქვენთვის?

თუ ტაროს კარტი არ გაქვთ და ვერ ახერხებთ მკითხაობას, შემიძლია დაგეხმაროთ. მსურველებმა მომწერეთ ფეისბუქზე:  www.facebook.com/magiisMaswavlebeli

2 Comments (+add yours?)

  1. sali
    Aug 30, 2012 @ 13:37:11

    haimeeeeeeeeeeeeeeeeeeee:D:D:D:

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: