პოლტერგეისტი

“პოლტერგეისტი” – გცნობათ ეს სიტყვა? რათქმაუნდა გეხნობათ მაგრამ რა იცით მის შესახებ? ამ ამოუცნობ ფენომენზე უამრავი ფაქტები დაგროვდა, ამ თემაზე მუშაობენ ექსტრასენსები და მეცნიერები, სასულიერო პირებიც კი აღიარებენ, რომ ის არსებობს. პოლტერგეისტი ითარგმნება როგორც, ხმაურიანი (მძვინვარე) სული. Poltern — ხმაური, შფოთვა.  Geist — სული, მოჩვენება, განრისხებული.

უმრავლესობის აზრით პოლტერგეისტი არის განრისხებული და მშფოთვარე სული, რომელიც თავს ესხმის ადამიანებს. ამის უამრავი ფაქტი არსებობს. ბევრი დაზარალებული ადამიანის ისტორია მაქვს მოსმენილი, რომლებიც ამბობენ, რომ სული მათ ზიანს აყენებდა და ზოგჯერ ცემდა კიდეც. გარდა ადამიანის და პოლტერგეისტის უარტყოფითი დამოკიდებულებისა, გამიგია, რომ არსებობს მათ შორის დადებითი ურთიერთობებიც.

ვინ ან რა არის პოლტერგეისტი? რატომ ესხმის თავს ადამიანებს, ან რატომ უკეთებს მათ სიკეთეს? სკეპტიკოსები ამბობენ, რომ პოლტერგეისტი რეალურად არ არსებობს და ის ხალხის ფანტაზიის ნაყოფია. მე პოლტერგეისტის არსებობაში ეჭვი არ მეპარება და ახლავე დაგარწმუნებთ მის არსებობაში. მაგრამ ჯერ ზემოთ მოყვანილ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე გიპასუხებთ.

კითხვაზე პასუხს ერთი რეალური ისტორიით გაგცემთ. ეს ამბავი მოხდა რუსეთში, კერძოდ მოსკოვში. ახლად დაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა ბინის შეძენა. დიდი ხანი ეძებდნენ კომფორტულ ბინას და ბოლოს მიაგნეს, ერთ მყუდრო სახლს, რომელიც ერთ დროს ცნობილ უკრაინელ მეძავს ეკუთვნოდა. ამბობდნენ, რომ ნატაშა (ბინის ყოფილი მეპატრონე) საყვარელმა სახლში ცოცხლად დაწვა. თან სიცოცხლის ბოლო დღეებში ადამიანებზე ძლიერ იყო განრისხებული, რადგან მას ბოზს უწოდებდნენ და ტალახს ესროდნენ. დაკრძალვიდან 40 დღის განმავლობაში, ყოველღამე ქალის კივილის ხმა ისმოდა. ყოველი ოჯახი, რომელმაც ამ სახლში შედგა ფეხი, დაინგრა და განადგურდა. ნაძეჟდან და კირილმა სწორედ ეს სახლში შეიძინა. ახლადშეუღლებულ წყვილს ყოველდღე აწუხებდათ ხმაური, ეს ხმაური სამზარეულოდან ისმოდა. ყოველ ღამე, როდესაც საათი 3-ს ჩამოჰკრავდა, იწყებოდა ეს არასასიამოვნო ხმაური. წყვილმა იფიქრა, რომ სახლში თაგვი იყო დამალული და კატა აიყვანეს. მაგრამ როგორც კი კატა სახლში შეიყვანეს მაშინვე გაიქცა. ყველა კატა რომელიც სახლში შევიდა ყველა გაიქცა. მალე ამ ხმაურმა სააბაზანოშიც გადაინაცვლა, დღითიდღე ამჩნევდნენ, რომ იკარგებოდა ძვირფასი ნივთები. ნაძეჟდამ კირილს, თხოვა, რომ მამაო მოეყვანა და სახლი ეკურთხებინა. კირილი ასეც მოიქცა, მოიყვანა მამაო. სადაც მამამ ნაკურთხი წყალი აპკურა, მეორე დღეს იმ ადგილებში წითელმა სითხემ დაიწყო დენა. მალე ეს სითხე მთელს სახლს მოედო. რემონტი გააკეთეს, მაგრამ ეს არ გამხდარა გამოსავალი. 2 კვირის შემდეგ კირილს და ნაძეჟდას მიწისძვრის მაგვარი რხევები აღვიძებდათ. ბოლოს კირილის დედამ წყვილს ურჩია, რომ ექსტრასენსთან მისულიყვნენ. მართლაც ასე მოიქცნენ და მივიდნენ ექსტრასენსთან. ექსტრასენსმა ძირეულად შეისწავლა სახლი და თქვა, რომ ამ სახლში მოხეტიალე სული იყო’ ჩბუდებული, რომელიც ვერ გავდა ამ სამყაროდან. მან სიკვდილი ტრაგიკულად დაასრულა და შფოთვას ვერ დააღწია თავი. მას აქვს მხოლოდ ერთი ”მისია”, ეს ”მისიაა” ადამიანებს გააგებინოს, რომ ის აქაა. ექსტრასენსისმიერ ჩატარებული რიტუალების შემდეგ სულმა დატოვა სახლი. აღმოჩნდა, რომ ადამიანებზე გამწარებული ნატაშა ჯავრს იმაზე იყრიდა, ვინც მის შეწუხებას ცდილობდა.

აქედან გამომდინარე, აგრესიული სახის პოლტერგეისტი ცდილობს ხმაურითა და შფოთვით დაამტკიცონ, რომ ისინი ჩვენს ორის არიან.

მშფოთვარე პოლტერგეისტების გარდა გამიგია, რომ არსებობენ ”სახლის სულები” (რუსულად “დამავოებს” ეძახიან), რომლებსაც ადამიანებისთვის სიკეთე და ბედნიერება მოაქვთ. ერთი ასეთი მაგალითი მაქვს, იმედია ჩემს მეგობარს არ ეწყინება, რომ ეს თქვენ მოგიყვეთ. ჩემს მეგობარს მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. სახლში ბევრი ძველებური ნივთები იყო დარჩენილი, ამ სახლში იყო ერთი ღუმელი რომლიდანაც ჩემს მეგობარს ღამ-ღამობით ხმები ესმოდა. დასახმარებლად მე მომმართა და გადავწყვიტეთ გამოგვეძია რა ხდებოდა სინამდვილეში. ბოლოს დავასკვენი, რომ ოჯახში ”სახლის სული” იყო ჩაბუდებული. ყველანაირად ვეცადე, რომ კონტაქტში შევსულიყავი მაგრამ მე ვერ შევძელი. რამოდენიმე დღეში გაირკვა, რომ ეს ეწ. დამავოი სულაც არ ყოფილა საშიში. როდესაც ჩემი მეგობარი დასალაგებელ სახლს ტოვებდა, რომ ბრუნდებოდა დალაგებული ხვდებოდა თან ისე, რომ ერთი ნივთიც არ იყო დაკარგული. როდესაც შეხვედრაზე იყო წასასვლელი და აგვიანდებოდა, ყოველთვის აღვიძებდა და სახლს ულაგებდა. ოღონდ ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ ის არ გამოჩენილიყო, დღესაც კი არ იცის ჩემმა მეგობარმა რანაირი იყო ის “დამავოი”. დროთა განმავლობაში, მადლობის ნიშნად ჩემი მეგობარი, ღუმელთან სავსე რძის ჭიქას ტოვებდა, “დამავიო” სვმადა და ჭიქას ისევ თავის ადგილას აბრუნებდა. ბევრი კარგი საქმე გააკეთა ამ სულმა და ბოლოს ძალიან მშვიდად დატოვა სახლი. როგორც ჩემმა მეგობარმა მომიყვა, ფანჯარა თავისით გაიღო და რაღაც თეთრი ლანდი გავიდა ოთახიდან. როგორც ჩანს სულმა მიაგნო თავის სასუფეველს.

ვეცდები მომავალში უფრო მეტი იფორმაცია დავდო, მოხეტიალე სულებზე.

8 Comments (+add yours?)

  1. Lucid
    Aug 28, 2014 @ 14:25:49

    სული რძეს თუ სვამდა არ მეგონა

    Like

    Reply

  2. მარი
    Sep 22, 2013 @ 14:58:46

    სიმართლეა ყველაფერი????

    Like

    Reply

  3. სალი
    Jan 19, 2013 @ 18:55:33

    თქვენი ფეისბუგის გვერდი როგორაა?

    Like

    Reply

  4. salome
    Dec 23, 2012 @ 16:14:22

    erti kitxva maq rogor davdo chemi ambavi?

    Like

    Reply

  5. kote
    Dec 22, 2012 @ 13:19:04

    დავიჯერო,ყველას სახლშია მოხეტიალე სული?

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: