უცხოპლანეტელები ჩვენს ცხოვრებაში

არ გჯერა უცხოპლანეტელების? – ესეიგი არ გჯერა შენი არსებობის!

წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ სამყაროში მხოლოდ ჩვენ (ადამიანები) ვიყოთ. სადღაც არსებობენ ისეთი არსებები, რომელთაც ჩვენ უცხოპლანეტელებს ვუწოდებთ. სინამდვილეში უცხოპლანეტელები, მათთვის ჩვენ ვართ. არაა გამორიცხული ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვიკვლევთ მარსს, ამ დროს ისინი გვიკვლევენ ჩვენ.

უცხო პლანეტელების შესახებ ბევრი ლეგენდა დადის, უმრავ ადამიანს ისინი ნანახიც ჰყავს. დღეს შემოგთავაზებთ რამოდენიმე ისტორიას ამის შესახებ.

ეს ისტორია ვნახე, ერთ ძველ რუსულ გაზეთში. ეს ფაქტი რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა. ვლადიმერი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, სამსახურში გვიანობამდე დაყოვნდა და სახლში წამოსვლა ღამის 11:00 საათზე მოუწია. იხსენებს როგორ გამოვიდა შენობიდან, როგორ ჩაჯდა მანქანაში და გავიდა გზაზე. “სექტემბრის თვე იყო, ვერ ვიტყვი, რომ შემოდგომის ქარი მაწუხებდა, იმ წელს არ ყოფილა სიცივეები. მაგრამ გზაზე, რომ გავედი საიდანღაც ცივმა ქარმა დაუბერა და ძალიან შემცივდა, მაშინვე ავწიე ფანჯრები. გზაჯვარედინზე, რომ გადავედი ნისლი ჩამოწვა და ხედვა გამიჭირდა, ფარები ჩავრთე მაგრამ უშედეგოდ, მაინც ვერ ვხედავდი გზას. გავაჩერე მანქანა, ვიფიქრე დაველოდები როდის გამოიდარებსმეთქი. 20 წუთი ველოდე, მერე ავიხედე ცაში და ვნახე, რომ რაღაც უცნაური რგოლი ანათებდა. ჯერ ვიფიქრე, რომ ლამპიონი ანათებდა, მაგრამ ეს რგოლი აქეთ-იქით ტრიალდება. იმ პერიოდში არ მჯეროდა, მფრინავი თეფშების და მსგავსი ჰომალდების და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ვიფიქრე, სანამ ამინდი გამოსწორდება ცოტას წავუძინებმეთქი და ჩავთვლიმე, რომ გამომეღვიძა პირველი იყო დაწყებული, თვალები მოვიფშვნიტე და წინ, რომ გავიხედე, დავინახე რაღაც დიდი რკინის მრგვალი თეფშისმაგვარი ჰომალდი. შიშისაგან შევხტი, ამ დროს უცნაური ხმა გავიგე, სირენების ხმას მივამსგავსე, ეს ხმა, რომ გაისმა მაშინვე აიწია ჰაერში ეს ნივთი და ზემოთ ავიდა. მე გაშტერებული შევსცქეროდი, მერე სადღაც გაუჩინარდა. ეს ამბავი ჩემს მეუღლეს მოვუყევი, მაგრამ ნადიამ არ დამიჯერა, მე უკვე მწამს, რომ არსებობენ უცხოპლანეტელები და ისინი კონტაქტს ამყარებნ ჩვენთან”. – სტატიაში განაცხადა ვლადიმერმა.

მინდა კიდევ ერთი ისტორია მოგითხროთ, ელიზაბეტზე. ის აცხადებს, რომ დაინახა უცხოპლანეტელები.

“ეს ისტორია დიდი ხნის წინათ მოხდა, მაშინ 14 თუ 15-ის ვიქნებოდი. მე ბიძაჩემი და მისი მეგობრები, ტბაზე ვიყავით სათევზაოდ, მე ბავშვობიდან მომწონდა თევზაობა და სიამოვნებით დავდიოდი მათთან ერთად. იმ დღეს სახლიდან გასვლა გვიან მოგვიწია გასვლა და შესაბამისად გვიან მოგვიწია დაბრუნება. კარგად ვითევზავეთ, გავერთეთ და მანქანისკენ გავეშურეთ, ბიძაჩემმა მანქანა, რომ დაქოქა თქვა რაღაც პრობლემებიაო და თავის მეგობარს სთხოვა დახმარება. მე მანქანიდან ვუყურებდი, როგორ აკეთებდნენ რაღაცეებს, მერე ბიძიას მეგობარი მოვიდა და მითხრა, გადმოდი მანქანიდან მოსახლეობაში გავიდეთ და დახმარება ვითხოვოთო. მე და ბიძაჩემის მეგობარი, ტბიდან გავედით და მივედით პატარა მაღაზიასთან, ის შიგნით შევიდა, რაღაც ნივთები გამოიტანა და უკან დავბრუნდით. ტბას, რომ ავუარეთ დავინახე 2 არსება, არსებას იმიტომ ვუწოდებ, რომ შემდეგ დავრწმუნდი ამაში, პირველად, რომ დავინახე ისინი მეგონა, რომ ადამიანები იყვნენ, ბიძაჩემის მეგობარს ვუთხარი, ისინი დაგვეხმარებიანმეთქი. მან გადასძახა მათ მაგრამ ისინი არც კი შემობრუნებულან. ჩვენ გზა გავაგრძელეთ. სანამ ბიძაჩემი და მისი მეგობარი მანქანას აკეთებდნენ, მე ქვემოთ ჩავდი და დავაკვირდი, იმ უცნაურ ადამიამნებს. ისინი არ ინძრეოდნენ, მხოლოდ ერთმანეთს შეჰყურებდნენ. ცოტა ხანში რაღაც ხმა გავიგე, თითქოს რაღაც წუისო. ისინი ტბაში ჩავიდნენ და დიდი ხანი არ ამოსულან, მე გაკვირვებული ვიყურებოდი ტბისკენ, შემდეგ ისინიც ამოვიდნენ, მაგრამ ტანზე ტანსაცმელი არ ეცვათ. რაღაცნაირი ფერის კანი ჰქონდათ, ნაცრისფერი ან ჭაობისფერი. ერთმანეთს ეხებოდნენ და ხელის ფორმებს იცვლიდნენ, ჯერ გრიხავდნენ, შემდეგ ასწორებნენ, ისევ გრიხავდნენ და ამრგვალებდნენ. შემეშინდა და ზემოთ გავიქეცი, როგორც ჩანს მათ დამინახეს და ისევ ტბაში შევიდნენ. ეს ამბავი ბიძაჩემს და მის მეგობარს ვუამბე. მათ არ დამიჯერეს. ამ დღის შემდეგ კიდევ ბევრჯერ მივედი ტბასთან და კიდევ ბევრჯერ ვნახე რაღაც უცნაური მოვლენები, ყოველთვის მინდოდა წყალში ჩაყვინთვა მაგრამ მეშინოდა. თან ვატყობდი, რომ ის არსებებსაც ეშინოდათ ჩემი. მე მჯერა, რომ ამ ტბაში უცხოპლანეტელები ცხოვრობენ. თურმე ადრე ამ ტბაში მოზრდილი მეტეორი ჩამოვარდნილა, შესაძლოა იმ მეტეორს ჩამოჰყოლოდნენ და დღეს ისინი ტბის ფსკერზე ცხოვრობენ”.

ამ ისტორიების გარდა, არის კიდევ უამრავი მასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. თქვენი საქმეა დაიჯერებთ, თუ არა მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეტყვით, ისინი არსებობენ!

7 Comments (+add yours?)

  1. lizi
    Aug 25, 2014 @ 17:03:57

    დიახაც არსებობენ! და თუ ვინმეს ამაში ეჭვი გეპარებათ უყურეთ კინოს “მეოთხე დონის კონტაქტი“

    Like

    Reply

  2. jafaridzekotiko
    Dec 26, 2013 @ 19:25:35

    Reply

  3. Joe
    Apr 10, 2013 @ 17:37:15

    მე მაქვს ნანახი მფრინავი თეფში…. სამწუხაროდ როგორც ხშირად ხდება არ უნდათ ამის დაჯერება….

    Like

    Reply

  4. mari
    Mar 09, 2013 @ 14:58:31

    ჩემს თავზე გადამიფრინა უცხო პლანეტელის თეფშმა ყოველივე ღადავის გარეშე თავიდან თვითმფრინავი მეგონა მაგრამ ხან გაჩერდებოდა ერთ ადგილზე ხან სწრაფად გაფრინდებოდა ძალიან კი შემაშინა

    Like

    Reply

  5. M.kvintradze
    Jan 06, 2013 @ 13:01:32

    Tu ar vcdebi es tba aris rusetshi da sul 5-ia sadsc meteori chqmovarda…anu gaiyo 5ad es meteori i is mere tbidan ragac ragaceebi amodian magram videoze da fotoze ve igeben radgan gadagebisas aparatebi ichedeba…

    Like

    Reply

  6. Ninia Hgfg
    Nov 09, 2012 @ 21:13:48

    sad mdebareobs da ra qvia tbas xover mmetyodit? ))

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: