პატარა მონსტრი

ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა გვაცნობა, რომ კარგად წერს (თან იმ თემებზე, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს). გადავწყვიტე ბლოგზეც დავდი, რომ თქვენც ნახოთ :) მართალია ზოგიერთი რიტუალი-რეალურს არ ემთხვევა, მაგრამ მხატვრულადაა გაფორმებული და ეს შესანიშნავია. თუ თქვენც გაქვთ ნაშრომები მაგიურ თემაზე, მოგვწერეთ ფეისბუქზე: facebook.com/magiisMaswavlebeli

გამარჯობა, მე ანი ვარ. ჩემს შესახებ მინდა გიამბოთ. დიდი ხნის წინ ერთი ამბავი შემემთხვა და ახლა მინდა, რომ ეს ამბავი ყველამ იცოდეს, რადგან ისინი არსებობენ!

ასე დაიწყო ყველაფერი:

“- მამა გთხოვ
– არა ლუკა, დღეიდან დაემშვიდობე ინტერნეტს. ხვალ ეკლესიაში წავალთ!
– არა, არ მინდა!
– გაიგე, რომ მაგია არ არსებობს!
– არა, ისინი არსებობენ, მე მათი მჯერა!
– მომისმინე ლუკა, არსებობს მხოლოდ სასწაულები, რომლებსაც წმინდა ადაიანები სჩადიან ღვთის ძალით
– ღმერთი არ არსებობს, არც იესო გაუკრავთ ჯვარზე და არც თქვენი პატრიარქია დიდი წმინდანი!
– იცოდე, მაბ სიტყვებისათვის დაისჯები, შე თავხედო, როგორ ბედავ უფალზე აუგის თქმას?!”

       ასე გრძელდებოდა მუდმივად. დღე არ გავიდოდა ლუკას და მამას, რომ არ ეკამათათ. მე ამ დროისათვის საკმაოდ მოზრდილი ვიყავი. არ ვიცოდი მჯეროდა თუ არა უფლის მიუხედავად იმისა, რომ დედა ბავშვობაში იესოს სასწაულებზე და იგავებზე გვიამბობდა. რაც დედა სხვა კაცს გაჰყვა, იმ დღის შემდეგ ლუკას სახეზე ღიმილი წაიშალა…
     გაზაფხულის ერთ გრილ საღამოს ხმაურმა გამაღვიძა…
“- ჩაალაგე?
– ხო, მოიცა ჩემი წიგნი მავიწყდება…
– ეს წიგნი საიდან გაქვს?
– დედამ მაჩუქა დაბადების დღეზე სანამ….
– სანამ?
– სანამ სხვა აკაცს გაჰყვებოდა
– ლუკა სად მიდიხარ, ეგ წიგნი რად გინდა, სად  მიდიხარ?
– არსად ანი დაიძინე
– შენ რა იპარები? აუ არ მინდა რა მამასთან მარტო დარჩენა გთხოვ მეც წამიყვანე…
– ლუკა სწრაფად ამდენი დრო არ გვაქვს, იჩქარე სანამ მამაშენი მოსულა წირვიდან.
– მოიცა! კარგი ანი შენც წამოდი, მეცოდები მამაჩემის ხელში, ალბათ ეკლესიაში სიარულს და მონაზვნად აღკვეცას გაიძულებს როგორც თვითონ…”
      სასწრაფოს წამოვხტი თბილი ლოგინიდან, პატარა ზურგ ჩანთაში ტანსაცმელი ჩავაწყე და ფანჯრიდან გადავძვერი.
“- ლუკ, ახლა სად მივდივართ?
– სასაფლაოზე
– აუ მეშინია, იქ რა გვინდა თან ამ შუაღამისას?!
– დაწყნარდი საშიში არაფერია, მე შენთან ვარ
– ეს ნივთები რად გინდა, როდის აქეთია “მამო ჩვენოს” კითხვა დაიწყე?!
– რომ მივალთ ,ყველაფერს შენი თვალით ნახავ…ახლა გაჩუმდი ხალხი გვისმენს”
     მეც სხვა რა გზა მქონდა?! ლუკას დავუჯერე. ავტობუსში გასუსული ვიჯექი. ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ სასაფლაომდე თითქმის 2 კმ ვიარეთ,როდესაც სასაფლაოზე მივედით, ლუკა უცნაურად იქცეოდა, რაღაცას ეძებდა. ნახევარ საათში მთელი სასაფლაო მოიარა და ერთ უსახელოს საფლავთან მივიდა.
“- ესეც ასე დაიკო, ახლა გავიმეორებ რაც უნდა გავაკეთო:
1. სასაფლაოზე უნდა ვიპოვო, ჩემთვის შესაფერისი საფლავი,
2. “მამაო ჩევნო” 3-ჯერ უკუღმა წავიკითხო,
3. სული ეშმაკს მივყიდო,
4. ლუციფერის ოთხი მცველი გამოვიძახო.
– ეშმაკს სული უნდა მიყიდო, რას ამბობ ლუკა?
– გაჩერდი ანი ეგ არ არის შენი საქმე…
– რას ნიშნავს ჩემი საქმე არ არის?! მე შენი და ვარ და შენზე უნდა ვიზრუნო!
– ხო იზრუნებ, მაგიოს საშუალება მოგეცემა ოღონდ ახლა არა… ახლა საჭირო ნივთები: ახალი სისხლი, კრიალოსანი, ლოცვანი, მჟავა.”
     ის დღე ჩემთვის ნამდვილი კოშმარული იყო. იმიტომ არა, რომ ლუკას ეშმაკს სწირავდა სულს, არამედ იმიტომ, რომ მე მონსტრად ვიქეცი… ზუსტად არ  მახსოვს ეს როგორ მოხდა. ის მახსოვს, რომ მთელი ტანი ბეწვით დამეფარა, ფრჩხილების მაგივრად საზიზღარი ბრჭყალები ამომივიდა,  საჯდომზე კი გრძელი ეკლიანი კუდი, მეტი არაფერი მახსოვს…..
           დილით პატარა ქოხში გავიღვიძე. თავზე ვიღაც ბიჭი მედგა, რაღაც საშინელ სუნიან გამჭვირვალე სითხეს მისმევდა რეზინის ხელთათამნებით.
“- სად ვარ, შენ ვინ ხარ?
– დილამშვიდობისა ანი, მე ნიკა მქვია
– ლუკა სად არის?
– დაწყნარდი ანი, ლუკა კარგად არის მალე მოა. შენთან უნდოდა დარჩენა, მაგრამ რიტუალი, რომ არ დაემთავრებინა, ლუციფერი დაწყევლიდა და სამუდამოდ წაიყვანდა ჯოჯოხეთში.
– შენზე მომიყევი, ვინ ხარ?
– კარგი, მაშინ თავიდან დავიწყებ. მე ნიკა მქვია და ალქიმიით ვარ გატაცებული. სხვა გატაცებებიც მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე შევჩერდები. ახლა მიიყვები შენ რა შეგემთხვა.
     როდესაც ლუკა რიტუალს ატარებდა, შენ შემთხვევით საფლავისათვის განკუთვნილი მჟავა გდადაგექცა და ლუციფერის წყევლაში მოჰყევი. ამიტომაც ამოგივიდა მთელს ტანზე ბეწვები და გადაიქეცი მონსტრად. ახლა შენ ისევ 13 წლის პატარა გოგო ხარ. მონსტრად ისევ გადაიქცევი, ოღონდ მხოლოდ მზის ჩასვლისას. აისის დროს ისევ პატარა გოგონა იქნები. სხვა ვერაფრით განუგეშებ.
– ახლა ტანზე რას მისმევ?
– ერთ-ერთი მეტალის ტუტეა, შემდეგ შელოცვებსაც წაგიკითხავ ტკივილი, რომ აღარ იგრძნო. ახლა დაიძინე, ჯერ ისევ სუსტად ხარ… შრატს გაგიკეთებ, მონსტრად გადაქცევის დროს, ძალიან, რომ არ დაგეწვას სხეული. მალე მიეჩვევი და თავს თავისუფლად იგრძნობ”.
შრატის გაკეთების შემდეგ, ტკივილი მართლაც გამიყუჩდა. სულ მალე ლუკაც მოვიდა, საკმაოდ შეცვლილი მეჩვენა.
“- ლუკა, როგორი შეცვლილი ხარ!
– ახლა, მე ლუციფერს ვემსახურები.
– ეს ქოხი ვისია, ნიკაზე მომიყევი, ვინ არის?
– ნიკა ერთ-ერთი გრაფის შთამომავალია. საფრანგეთში ალქიმიკოსობა იკრძალება, ამიტომ გამოიქცა და ახლა ამ პატარა ქოხში ცხოვრობს.
– რომელი გრაფის შთამომავალია?
– არ ვიცი, ეგ ნიკას ჰკითხე. ახლა მეჩქარება”

მოსაღამოვდა, სავსე მთვარეც ამოვიდა. კვლავ მონსტრად ვიქეცი. ბუნდოვნად ვხედავდი, რომ მთებისკენ მივდიოდი. უცნაურ თავისუფლებას ვგრძნობდი, მინდოდა ბოლო ხმაზე მეყუვირა, მაგრამ ყვირილის მაგივრად ვყმუოდი. ჩემს გარდა სხვისი ყმულიც მესმოდა, ოღონდ უფრო დამშვიდებული. ის მე ყმუილს მასწავლიდა.
დილით ისევ ქოხში გავიღვიძე. ნიკა თავზე მედგა და წამალს მიზლდა ტანზე. ამ ყველაფერს ისე ჩაფიქრებული აკეთებდა, ხმა აღარ გავეცი.
იმ დღის შემდეგ ლუკაზე ვლოცულობ მიუხედავად იმისა, რომ მისი ოთხი მცვ ელიდან ორი მე მიცავს. ნიკაც ჩემზე ზრუნავს, ერთი წუთითაც არ მტოვებს. ჩვენ ხომ ახლა მეუღლეები ვართ.

პატარა მონსტრი (ნამიანი დილა)

იმ ამბების შემდეგ 6 წელი გავიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნიკა ცდილობდა, როგორმე ჩემთვის წყევლა მოეხსნა. ამ დროისათვის უკვე სრულწლოვანი ვიყავი და შემეძლო საკუთარი ცხოვრების გზა ამერჩია. მე ლუკასთან და ნიკასთან დარჩენა ვამჯობინე.  დღითიდღე  ვგრძნობდი, რომ ნიკას მიმართ გულგრილი არ ვიყავი. ჩემსა და ნიკას მომავალს, ერთმანეთს ვუკავშირებდი. მის გარეშე ცხოვრება არ წარმომედგინა. ვხვდებოდი, რომ ნიკას ჩემი ეშინოდა. ეშინოდა, რომ შეიძლება შევყვარებოდი და ხშირად თვალს მარიდებდა მიუხედავად ამისა, მთელ დღეებს მასთან ვატარდებდი. მზის ჩასვლისას ისევ მონსტრად ვიქცეოდი და ჩემს “მასწავლებელთან” მივდიოდი.
      შემოდგომის ერთ  ნამიან დილას. სანამ მზე თვალს გაახელდა და გრილი სიო დაუბერავდა. ტყეში ჩემი “მასწავლებელი” დავინახე სისხლით მოსვრილი. საშინლად კანკალებდა. როცა მზემ უკვე დაიწყო ამოსვლა, საშილი ყმულილ აღმოხდა, “მასწავლბელი”, ჯერ ღამურად და შემდეგ ბიჭად გადაიქცა. ეს ბიჭი ნიკა იყო….
მან უმალ შემამჩნია, მომიახლოვდა ბასრი კბილები ყურის ბიბილოში ჩამარჭო და ჩურჩულიდ მითხრა:


“ჩემი სახლია კუბო წყეული,
  ვიცი ვიქნები მარად ეული,
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში,
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში,


ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული,
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული,
წყვდიადში ისმის კვნესა და ბოდვა,
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა,


აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით,
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში,
სულთა გოდება, ცრემლი დაღვრილი,
ღამის ზმანება არის ნამდვილი

ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი,
გამოგიტყდები მე ვარ ვამპირი”

     
ამ სიტყვების გამგონე, შიშისგან თვალები გამიფართოვდა და კანკალი დავიწყე. მან თავისთან მიმიზიდა. გულში ჩამიკრა ჩუმი ღიმილით მითხრა, რომ ეს ჩვენი ცხოვრების დასაწყისია “ნამიანი დილა”, წყეული წყვდიადის შემდეგ უკუნითი უკუნისამდე…
ხელში ამიტაცა და იქვე პატარა გამოქვაბულში შემიყვანა. გამოქვაბული აბლაბუდებითა და მწერებით იყო გავსებული. უფრო ღრმად პატარა ოთახი იყო მოწყობილი. ოთახში მაგიდა და ორი სკამი იდგა, მის გვერძე თივის საწოლი. მაგიდაზე ძველი წითელი ღვინო იდგა თავისი პატარა ორი ჭიქით.
საწოლზე დამაწვინა, თვითონ სკამზე ჩამოჯდა. ჭიქები ღვინით გაავსო და შემომთავაზა. საერთოდ ვერიდებოდი ალკოჰოლს, მაგრამ მის თვალებში ისეთი მუდარა იგრძნობოდა, რომ უარის თქმა ვერ გავბედე. ღვინო დავლიე, არცერთი სასმელი ისე არ მსიამოვნებია, როგორც იმ დილით ძველი ფრანგული ღვინო. მის შესახებ მომიყვა ნიკამ.
მას და მამამისს საფრანგეთში პატარა ვენახი ჰქონდათ. ნიკა ალქიმიით იყო გატაცაებული და ამ ვენახის ქვეშ ჰქონდა გაკეთებული პატარა ლაბორატორია. ერთ-ერთ წვეულებაზე, მამამისის ღვინის ბოთლში ღვინის მაგივრად სისხლი აღმოაჩინეს ჯერ ისევ ცხელი. ნიკას მამა დააპატიმრეს ნიკა კი გამოიქცა. საფრანგეთში სრულწლოვნად 22 წლის  ადამიანი ითვლება. ხოდა ახლა თავის სრულწლოვნობას ელოდებოდა, ხოლო შემდეგ მემკვიდრეობას მიიღებდა და მამამისის მთელი ქონება მას დარჩებოდა. იმ დილით გაიგო, რომ მამამისი მკვლელობაში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასაჯეს, როგორც ვამპირი და ეშმაკისეულად შერაცხული.
ნოსტალგიამ მის თვალებში ცრემლი აადუღა. დრო აღარ რჩებოდა. ჭიქა ბოლომდე გამოცალა, გვერდით მომიჯდა, ხელი მომხვია წელზე და თუჩზე მოალერსება დამიწყო. მის ტუჩებს, ღვინისა და სისხლის გემო ჰქონდა შეზავებული. ღვინიანი ხელებით მეფერებოდა. გადამაწვინა, ტანსაცმელი შემომახია, მუხლებზე დამისვა და… და ჩვენი სხეულები ერთმენთს შეუერთდნენ. ქვედა ტანის გარშემო, ტკივილსა და სიამოვნებას ერთდროულად განვიცდიდი. უფრო დიდ სიამოვნებას კი, მისი ტუჩების ყოველი შეხებისას ვგრძნიბდი. როგორ მეხებოდა, როგორ მეფერებოდა. ჩვენი ყვირილი, კვნესა და ყმული მთელს გამოქვაბულში ექოთი ისმოდა. თივის საწოლი, სისხლით იყო მოსვრილი. მისი ბასრი კბილები, მთელს ტანზე მეხებოდა. მიკაწრავდა ყელს, კერდს, საჯდომს. ნიკა ამ სიამოვნებისგან ბედნიერი იყო. მომწონდა მის სახეზე ბედნიერების ღილიმს, რომ ვხედავდი. ის დღე, როგორც ყოველთვის მასთან გავატარე. არ მინდოდა ეს ყველაფერი ოდესმე დასრულებულიყო. არ მინდოდა, ჩვენი სხეულიები ერთმაეთს ისევ დაშორებოდნენ, ბოლოს ნიკამ ხმამაღლა ამოიკვნესა, მაგრად ჩამასო კბილები ყელში და…….

“წყვდიადში სუფევს გრძნობა ეული,
ბნელი ოცნების ფიქრი წყეული,
ზეციდან მოდის ნისლთა მორევი,
ერტყმის გარშემო მიწას ბნეული,

ქვესკნელში უკრავს ძველი ორკესტრი,
ამოდის ხმები, ხმები რჩეული,”
გარშემო დაქრის სულთა ლაშქარი,
ხავსიან ქოხში კვდება გრძნეული.

სატანას ჩრდილი აბნელებს ტყეებს,
მოჰყავს გოგონა თვალებხვეული,
ხეებზე სხედან შავი ყორნები,
ციდან ჩამოდის მეხი რღვეული,

ქაჯთა მეუფე ნადიმებს მართავს,
აჩრდილთა ჯარი მიდის წყეული,
ვამპირთა ხროვა დაძრწის ბნელეთში
უმანკო მსხვერპლის ძებნას ჩვეული.”

 აი ეს მოთხრობა მოგვაწოდა ჩვენმა მკითხველმა :)
*ლექსების ავტორი ცნობილი არაა.

22 Comments (+add yours?)

  1. Artie
    Nov 21, 2014 @ 13:53:27

    :დდ ჩემია და ვინმეს ხომ არ გნებავთ გავაგრძელო წერა? ^_^

    Like

    Reply

  2. დატო
    Oct 09, 2014 @ 16:52:39

    და არ ჰგავდა სინამდვილეს.
    :)

    Like

    Reply

  3. დატო
    Oct 09, 2014 @ 16:49:59

    მე მომეწონა მაგარია მაგრამ ცოტა ბევრი იყო მაგრამ არაუშავს :)

    Like

    Reply

  4. kriko
    Jun 14, 2014 @ 22:28:48

    majaria

    Like

    Reply

  5. elenika
    Nov 30, 2013 @ 17:10:34

    es rom wavikitxe cemi megobris ambavi gamaxsenda

    Like

    Reply

  6. elenika
    Nov 30, 2013 @ 17:09:11

    kargia magram cota daujerebeli

    Like

    Reply

  7. azel areno bexshes maradoris
    Sep 07, 2013 @ 16:52:30

    ertxel dagamda :)))

    Like

    Reply

  8. nuki
    Jul 26, 2013 @ 16:12:19

    ძალიან მაგარია :)

    Like

    Reply

  9. nika
    Jun 01, 2013 @ 14:26:21

    ერთ სავსე მთვარობისას ღამე დავწექი და ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდიოდა…. მე რატომგაც ვერ ვიძინებდი. უცებ რაღაც ხმები ისმოდა ყმუილი, ძან მ მშვიდი და მღელვარე რაღაც არც მეშინოდა და მეშინოდა :დ უეცრად ფანჯრიდან გადავიხედე ვხედავდი მხეცის წითელ თვალებს და ვგრძნობდი მათ სუნთქვას. მერე მეორე დღეს რაგაც მგლის ნაკვალები ვნახე .. მაგრამ იმ დღეს ძლიერ სიმშვიდეს ვგრძნობდი. :)

    Like

    Reply

  10. b3r
    May 10, 2013 @ 17:45:56

    ეხლა რა სჭირთ? :(

    Like

    Reply

  11. Anni
    Jan 21, 2013 @ 17:42:53

    :D

    Like

    Reply

  12. Anni
    Jan 16, 2013 @ 14:59:13

    leqsis avtori niko totogashvilia

    Like

    Reply

  13. salome
    Dec 23, 2012 @ 15:54:40

    ki kaia magram ertma datsera tsota daujerebeli araa

    Like

    Reply

  14. clio
    Dec 14, 2012 @ 09:49:10

    magaria,magram cota daujerebeli ambavia…

    Like

    Reply

  15. niikaa
    Nov 11, 2012 @ 12:34:10

    dzan magariiiaa momewona dzan :)

    Like

    Reply

  16. ვებ სტუდია
    Aug 31, 2012 @ 07:21:16

    ვა, რა მაგარია! :დ

    Like

    Reply

  17. Murdock
    Aug 16, 2012 @ 01:29:41

    ძალიან გთხოვთ საშიში რიტუალებიც დადეეთ

    Like

    Reply

  18. kakanoo
    Aug 15, 2012 @ 13:36:03

    ძალიან გთხოვთ საშიში რიტუალებიც დადეეთ..სულლის გამოაძახებაზე დაპოსტეტ რამე ძალიან მაინტერესებს..მადლობა წინასწარ )

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: