ქალთევზები, მითი თუ რეალობა?

ალბათ გინახავთ უამრავი ფილმი ქალთევზებზე, შესაძლოა მათზე წიგნიც გქონდეთ წაკითხული რადგან, ამ მისტიკურ არსებაზე უამრავი მითი და ისტორია დადის, მათ შორის ფაქტებიც. ქალთევზების კვლევით უკვე დიდი ხანია ვარ დაკავებული,დღეს მინდა გესაუბროთ ქალთევზების დედამიწაზე გამოჩენის 2 ვარიანტზე და რამოდენიმე ფაქტზე მინდა გესაუბროთ.

Iვარიანტი:

ქალთევზების დედამიწაზე გამოჩენის 2 ვარიანტს მოგიყვებით, რომლებიც ჩემთვის უფრო დამაჯერებელი და რეალურია. ერთ-ერთი ფაქტი ასეთია: ქალთევზები ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში და ისინი ჩვენს პლანეტაზე გამოდიან მხოლოდ სავსე მთვარის პერიოდში, მხოლოდ ოკეანეში. იცით რატომ გადმოდიან ქალთევზები სავსე მთვარეს ჩვენს პლანეტაზე? სავსე მთვარის პერიოდში იხსნება, ჩვენი სამყაროსა და პარალელური სამყაროს კარი, რის შედეგადაც ქალთევზებს შეუძლიათ გადმოვიდნენ ჩვენს სამყაროში. მოგეხსენებათ, რომ სავსე მთვარის პერიოდი ყველაზე მაგიური პერიოდია, ამ პერიოდში ტარდება უამრავი მაგიური რიტუალი. ისინი ჩვენს პლანეტაზე 28 დღე ცხოვრობენ დაშემდეგ გვტოვებენ. ისინი, რომ ვერ შეამჩნიონ ცხოვრობენ წყალქვეშ, ამბობენ, რომ ზოგჯერ ადამიანის ფორმასაც იღებენ.

II ვარიანტი:

ქალთევზები დედამიწაზე ცხოვრობენ, მაგრამ ისე, რომ მათ ვერავინ ვერ ამჩნევთ. ხშირად ისეც ხდება, რომ მათ ამჩნევენ მაგრამ ბოლომდე ვერ ხსნიან მათ არსებობას. მათ არ შეუძლიათ წყლის ზემოთ სუნთქვა, ამიტომაც მთელ დროს წყალში ატარებენ. ისინი საშუალოდ 100 წელს ცოცხლობენ. მათ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს, ოკეანის ფსკერი.
ამბობენ, რომ ისინი მაშინ ხდებიან აგრესიულები, როცა სავსე მთვარის ფაზაში შედის დედამიწა. სწორედ ამ პერიოდში ამოდიან წყლის ზედაპრზე.

ახლა კი, მოგიყვებით რამოდენიმე ფაქტს, კაცობრიობის ისტორიიდან. 1897 წელს ავსტრალიაში ერთ-ერთმა მეთევზემ, განაცხადა, რომ მან დაინახა ქალთევზა როცა ის იყო სათევზაოდ გასული. ის ამტკიცებდა, რომ როდესაც ანკესი ჩააგდო წყალში, რაღაც მძიმე არსება ჩამოეკიდა მას, მან ამოქაჩა ანკესი და თევზის ნაცვლად რღაც უცნაური არსება დახვდა, რომელიც ქალთევზას შეადარა. “მას ჰქონდა თმები, ყურები და ფარფლები როგორც თევზს მაგრამ ის არ იყო თევზი” – აცხადებს ავსტრალიელი მეთევზე, ბილი.

ასევე ავსტრალიაში, 1899 წელს ერთ-ერთმა მოქალაქემ სცადა ფსკერში ჩაყვინთვა და ეს გამოუვიდა, როდესაც ჩაყვინთა შეამჩნია არსება, რომელიც ნახევრად ადამიანი-ნახევრად თევზი იყო. ის აცხადებდა, რომ ეს არსება ადამიანთან შედარებით ბევრად მაღალი იყო, მას თმებიც ჰქონდა და თვალებიც. ამ მონათხრობმა ავსტრალიას, მეთევზე ბილის ამბავიც გაახსენა. ეს ისტორიები იბეჭდებოდა გაზეთებში, უამრავი ჭირი დაიძრა ამ თემებზე. მეზღვაურებმა ისიც კი გადაწყვიტეს, რომ პატარა ექსპედიცია მოეწყოთ ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეს არსება შეამჩნიეს. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილას სადაც ბილმა და ადგილობრივმა მცხოვრებმა, ეს უცნაური არსება აღმოაჩინეს, ფსკერზე იყო გაკეთებული ღრმა ორმო. მეზღვაურებმა ჩაყვინთეს ორმოში, მაგრამ საინტერესო ვერაფერი იპოვეს. მობინადრეები იმასაც ამბობდნენ, რომ სავსე მთვარის პერიოდში, ღამ-ღამობით რაღაც უცნაური და საშიში ხმები ესმოდათ ზღვიდან.

აი სულ ეს იყო რისი მოყოლაც თქვენთვის მინდოდა, დროებით.

 

9 Comments (+add yours?)

  1. mari
    Oct 20, 2014 @ 12:54:02

    მე იუთუბში ვნახე რომ კაცი უგებდა თავისი აპარატით და იქ ფსკერზე ნამდვილად ქალტევზა იყო კუდი თმა და კიდევ ბევრი რაგაცა უჩანდა ის ნამდვილად ქალთევზა იყო და როცა ის ადამიანები დაინახა ქალთევზა წყალში გადახტა და აგარ ამოსულა

    Like

    Reply

  2. nini
    Sep 30, 2014 @ 17:52:27

    rogor sheidzleba adamiani qaltevzad gadaiqces?

    Like

    Reply

  3. anuki
    Aug 31, 2013 @ 08:17:29

    yoveltvis mainteresebda es tema da dgemde ver mivedi daskvnamde ra azri gamovitano

    Like

    Reply

  4. Vampiress
    Feb 18, 2013 @ 11:43:10

    რა საინტერესო ზღაპრებია ^__^
    ერთი გოგო მიმტკიცებდა, ქალთევზა ვნახეო :D არ დავცინე, მაგრამ მალევე გავწყვიტე ურთიერთობა მასთან :D

    Like

    Reply

  5. ქალთევზა
    Feb 16, 2013 @ 07:47:23

    da iqneb damexmarot da gavigo rogoria ketili qalTevza?

    Like

    Reply

  6. maka
    Jan 04, 2013 @ 16:48:53

    ეს ინფორმაცია სად ნახე ?

    Like

    Reply

  7. lampionebi
    Jul 30, 2012 @ 12:35:30

    უკაცრავად და იქნებ წყაროც მიგეთითებინათ გენაცვალე თორე ჩემი სტატიები გაიგეთ და ტვინს ტყნავთ უკვე

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: