აჩრდილები ჩვენს ცხოვრებაში! ნაწილი 1

ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი შემეგროვებინა ინფორმაცია, აჩრდილებზე. ამ ისტორიებს შემოგთავაზებთ, ყოველ დღე. მოგიყვებით, რაც რეალურ ადამიანებს შეემთხვათ.

პირველ რიგში მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რომ დამეხმარეთ მასალების შეგროვებაში და გამომეხმაურეთ.

პირველი ისტორიას!

№1 ეს ისტორია აქამდე არავისთვის მომიყოლია, ერთ დროს ამ ისტორიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. ქუჩაში გასვლისაც კი მეშინოდა, თავიდან არ მჯეროდა, რომ მსგავსი არსებები არსებობდნენ, მაგრამ მინდა ხალს ვუთხრა, რომ დაიჯერონ, დაიჯერონ რადგან შეიძლება ერთხელაც ამ ყველაფრის მომსწრენი გახდნენ.

ყველაფერი ჩემი ნათესავის გასვენებაში დაიწყო. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სერიოზულად ვიჩხუბეთ, ბოლოს ისე გავამწარე, რომ მითხრა ვერ გიტან და მოკვდიო. მეორე დღეს კი შევიტყვე, რომ ავარიის შედეგად გარდაიცვალა. პანაშვიდებზე დავდიოდი, ეკლესიაში ვლოცულობდი, რომ სამოთხეში მომხვდარიყო, გასვენების ღამეს რაღაც უცნაური ხმები მესმოდა. სახლში მარტო ვიყავი, მეუღლე უცხოეთში იყო და ძალიან შემეშინდა. გავყევი ამ ხმას და მიმიყვანა იმ ოთახამდე სადაც მე ვეჩხუბე, ჩემს გარდაცვლილ ნათესავს (ღმერთმა ნათელში ამყოფოს). შემეშინდა, ამას ვერ დავმალავ, ძალიან შემეშინდა სულ ვცახცახებდი. ოთახში, რომ შევედი ხმა აღარ ისმოდა. ვიფიქრე დანაშულის გრძნობა მაწუხებს და მაგიტომ მემართება ასემეთქი, მაგრამ მეორე დღეს იგივე განმეორდა, ასე მეორდებოდა ერთი კვირა. შემდეგ მამაო მოვიყვანე სახლში, სახლი აკურთხა და მერე კარგა ხანი არაფერი მესმოდა. ცოტა ხნის შემდეგ დილაობით, გამთენიისას რაღაც კივილის ხმა მაღვიძებდა და, რომ ვიღვიძებდი საწოლი ირხეოდა. ასე ხდებოდა ყოველ დილას ნახევარი საათის განმავლობაში. ისე შევშინდი, რომ გარეთაც ვერ გავდიოდი და ხმასაც კი ვერ ვიგებდი.  ეს ამბავი, ჩემს დაქალს მოვუყევი და მირჩია, ერთი კარგი ექსტრასენსი ვიცი და მიგიყვანო. მართლაც მივედით, ამ ქალმა რაღაც რიტუალები ჩაატარა, გარშემო შემომიარა და მითხრა, გარდაცვლილ სულს უნდა, რომ ბოდიში მოუხადოო. მე ფერი დავკარგე და ტირილი ამიტყდა, მან დამამშვიდა და მითხრა ახლა სული ჩემთანაა და შეგიძლია უთხრა ის, რაც გსურსო. ატირებული ხმით ბოდიშო მოვუხადე ჩემს ნათესავს, ვუთხარი როგორ მიყვარდა და როგორ მენატრებოდა, ბოდიშიც მოვუხადე. სეანსი, რომ დამთავრდა ექსტრასენსმა გამამხნევა და მითხრა, ჩემთან მსგავსი ფაქტებით უამრავი ადამიანი მოდის და ყველას ვეხმარებიო. ამან უფრო გამამხნევა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი.

ეს ისტორია მოგვიყვა, ქალბატონმა მერიმ.

დაელოდეთ ახალ ისტორიებს, თუ თქვენც გაქვთ მსგავსი ისტორიები, მოგვწერეთ ფეისბუქზე: www.facebook.com/magiisMaswavlebeli

2 Comments (+add yours?)

  1. salome
    Dec 23, 2012 @ 16:02:03

    :[] sainteresoa miyvars egeti istorievi exla meore tsavikitxav :)

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: