ოკულტიზმი


უამრავი ადამიანი თვლის, რომ რეალობა მხოლოდ მატერიალური სამყარო და ფიზიკური სხეულია. ოკულტისტებს კი სწამთ, რომ მატერიალური სამყაროს მიღმა, არსებობს სულიერი სამყარო და ამქვეყნიური მატერიალური ცხოვრება არის დაბრკოლება სულიერი სხეულის.
ჩვენი სხეული არ არის მხოლოდ, ხორცი და ძვლები. ადამიანების ხილული სხეულის მიღმა არის, უფრო ფაქიზი და ძლევამოსილი “ენერგეტიკული სხეული”. ყოველ ჩვენთაგანში არის “შინაგანი მე”, რომელიც ჩახშობილია და უბრალო ადამიანებს მისი არსებობის შესახებ არაფერი იციან, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ არც სურთ, იცოდნენ ამ “შინაგანი მეს” შესახებ რამე.
ჩვენთვის უკვე გასაგებია, რომ ოკულტისტებს სწამთ შინაგანი “მეს” არსებობა. აგრეთვე ისიც გავიგეთ, რომ ყოველ ჩვენგანშია ეს “შინაგნი მე” მაგრამ ის ამ პერიოდში, ჩახშობილია.
ვისაც სურს, რომ დაადგეს ოკულტისტურ ცხოვრებას და უფრო მეტი გაიგოს სულიერი სამყაროს შესახებ უნდა იცოდეს, რომ ოკულტისტური ცხოვრება იყოფა 3 ნაწილად. (შეიძლება უხეშად გამოვყავი, მაგრამ მაინც…) მოწაფის ცხოვრება, თანაშემწის ცხოვრება და ქურუმის.
მოწაფე – ეს არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა გახდეს ოკულტისტი და დაიწყო
თეორიული და ამავდროულად პრაქტიკული ცოდნის მიღება.
თანაშემწე – როდესაც მოწაფე მიიღებს სამკმარის ცოდნას და გამოცდილებას, (აგრეთვე გაიმტკიცებს ნებისყოფას) ხდება თანაშემწე. თანაშემწე უკვე მზადაა უარი თქვას ამქვეყნიურ, მოჩვენებით სიამოვნებებზე და მოიხსნას მისი უგუნურების შედეგად ავსებული ჭუჭყით სავსე ჩანთა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ამძიმებდა მის სულს. როდესაც თავისი ვნებების დაკებას შეძლებს და გაივლის უდიდეს გზას, ისწავლის, შეასრულებს ურთულეს დავალბებს, ის უკვე მზადაა გახდეს ქურუმი და ღირსეულად ატაროს ეს ტიტული. (თუ შეიძლება ასე ვუწოდო)
ქურუმის მოვალეობაა გაანათლოს ადამინები და დააყენოს ისინი, ზეადამიანობრივ ცხოვრებას.
ალბათ ბევრი იფიქრებს, რა საჭიროა ამდენ დათმობაზე წასვლა და ასე ტანჯვა? ხომ შეიძლება ამის გარეშეც მშვენივრად ვიცხოვროთ? – კი ბატონო, შეიძლება გადასარევად იცხოვროთ მაგრამ ამ ფუჭი და მოჩვენებითი სიამოვნებით ყოველთვის კარგად ვერ იქნებით. დადგება დრო და თქვენსმიერ დაგროვილი, უბედურებითა და სიყალბით სავსე ჩანთებით წელი ჩაგწყდებათ და მერე იტყვით, ნეტა უარი გვეთქვა ამ ვნებებზე და სწორად გვეცხოვრაო.

ჩემი ვალია მოგიწოდოთ, რომ სწორად იცხოვროთ და თქვენში ჩამკვდარი სული გააცოცხლოთ. არა ვალი არაა მაგრამ მინც მინდა გირჩიოთ.

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Mary
    Oct 19, 2012 @ 13:45:51

    და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მაგიაზე უარის თქმას ნიშნავს?

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: