მაგია და მედიტაცია

ჩემი ბლოგის აქტიური მკითხველი ალბათ უკვე შეჩვეულია, მაგიური შინაარსის სტატიებს, მაგრამ შევამჩნიე, რომ თქვენ მაგიის მნიშვნელობა უკუღმა გესმით. შემოსული; წერილებით, კომენტარებით და მესიჯებით დავასკვენი, რომ მაგიის გამოყენება ბოროტად გინდათ, ანუ შავი მაგიით ხართ დაინტერესებულნი. დასასვენებლად ვიყავი და რომ ჩამოვედი 98 წერილი დამხვდა, რომელშიც მწერდნენ რომ “ჯადოები” და სხვადასხვა ბოროტი თილისმების გაკეთება მესწავლებინა. მართალია ვწერ უფრო ხშირად შავ მაგიაზე, მაგრამ იმიტომ არა, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომელთაც მაგიაში დიდი ცოდნა არა აქვთ. მე იმას ვწერ, რასაც ყოველდღიურად ვიღებ. ასე, რომ გადავწყვიტე, ამიერიდან ინფორმაციას მოგაწვდით, მაგიისა და მედიტაციის შესახებ. მედიტაცია და მაგია ერთმანეთის განუყრელი მეგობრები არიან.

თუ მაგიის შესახებ ინფორმაციის მიღება გსურთ, შემეხმიანეთ ფეისბუქზე!www.facebook.com/magiisMaswavlebeli

როგორც ზემოთ ვახსენე, მაგია და მედიტაცია ერთმანეთის განუყრელი მეგობრები არიან. მე გასწავლით რამოდენიმე სავარჯიშოს, რომელიც დაგეხმარებათ აზრის კონცენტრაციაში და მიზნის მიღწევაში. პირველ რიგში მინდა გასწავლოთ, ფიქრების ერთ წერტილში მოყრა და მათგან დროებითი განთავისუფლება. ფიქრების დროებითი ჩახშობა გვეხმარება, ახალი აზრების, იდეების, ინფორმაციის მიღებაში და გონების გავარჯიშებაში.

მოკალათდით სავარძელში, მოადუნეთ კუნთები და დახუჭეთ თვალები. ეცადეთ ოთახში სიმშვიდე და სიწყნარე იყოს, როგორც ვახსენე, დახუჭეთ თვალები  და ნელ-ნელა შეწყვიტეთ ფიქრი. თუ აზრები კიდევ შეეცდება თქვენი ნებისყოფის დასნეულებას, შეეცადეთ ფიქრების გაფანტვა და მშვიდად ყოფნა. მოდუნებულ მდგომარეობაში იჯექით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩაატარეთ სუნთქვითი ვარჯიშები და ისევ განაგრძეთ სიწყნარეში ყოფნა. როგორც ვთქვი საჭიროა 20 წუთში გააკეთოთ სუნთქვითი ვარჯიში, ამისათვის საჭიროა, ორგანიზმი დაცალოთ ჰაერით და შემდეგ თავი გადაწიეთ ზემოთ და ცხვირით შეისუნთქეთ ჰაერი. შეიკავეთ სუნთქვა 10 წამით და ამოისუნთქეთ პირით. ეს პროცესი და გეხმარებათ, გადაღლილობასთან ბრძოლაში. მაშ ასე, როცა ამას გააკეთებთ საჭიროა, ისევგ შეაჩეროთ ფიქრი და მშვიდად იჯდეთ ან იწვეთ ერთ პიზაში. დაუშვებელია მოუსვენრად ყოფნა და რაღაც სისულელეებზე ფიქრი. დაიმახსოვრეთ! თუ გინდათ მაგიაში რაღაცის მიღწევა, უნდა იცოდეთ თქვენი “შინაგანი მეს” და სხეულის კონტროლი.

როცა ამ ვარჯიშს მორჩებით, მიიღეთ ცოტაოდენი ხილი, რომ ორგანიზმა მიიღოს ენერგია. არ არის გამორიცხული ამ სავარჯიშოს შემდეგ, მოგაწვეთ იდეები და მიიღოთ ბევრ კითხვაზე სწორი პასუხი. ბევრს ამ სავარჯიშოს შემდეგ იწყებს, მსჯელობას ადამიანსა და გარემოზე. ეს ვარჯიში ჩაატარეთ ყოველ დღე, 1-2 საათით და ყოველ 20 წუთში, ზემოთ მოყვანილი სუნთქვითი ვარჯიშები ჩაატარეთ. როცა იგრძნობთ, რომ აზრების შეჩერება და კონტროლი შეგიძლიათ, მხოლოდ მაშინ შეძლებთ გადახვიდეთ მომდევნო სავარჯიშოზე. ყველა სავარჯიშო ძნელია და შეიძლება პირველად არ გამოგივიდეთ, მაგრამ ნუ ჩაიქნევთ ხელს, პირველად არც მე არ გამომივიდა, მაგრამ დღეს ამ სავარჯიშოს მეშვეობით ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

“ფიქრების კონცენტრაცია”

ფიქრების კონცენტრაცია მაგიაში ძალიან გამოსადეგია, თუ ვერ აკონტროლებ აზრებს და ვერ ახერხებ მათ კონცენტრაციასა და ერთ წერტილში მოყრას, მაშინ მაგიაში ვერ მიაღწევ ვერაფერს. მაშ ასე, მომწევით რათა მოახდინოთ საკუთარი აზრებისა და ფიქრების ერთ ადგილში მოყრა.

მოკალათდით სავარძელში და მოადუნეთ კუნთები. მიაპყარით თქვენი მზერა, ერთ კონკრეტულ წერტილს და დაიწყეთ რაიმე საინტერესო თემაზე ფიქრი, მაგალითად ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ოკულტიზმზე, მხატვრულ ნაწარმოებზე ან ნებისმიერ თქვენთვის საყვარელ თემაზე. იფიქრეთ მხოლოდ იმ კონკრეტულ თემაზე, რომელზეც გსურთ. დაუშვებელია ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა ან შემთხვევით მოვარდნილ აზრზე გადართვა და მასზე ფიქრი. იფიქრეთ ერთ რამეზე და თქვენი ფიქრი მოაქციეთ ერთ წერტილში. ჩაახშეთ ყველა თემისთვის არასაჭირო ფოქრი, წარმოშობისთანავე. ასე გააგრძელეთ იქამდე, სანამ არ გადაიღლებით. როცა იგრძნობთ რომ გადაიღალეთ, (ეს ინდივიდუალურია) მოეშვით ფიქრს და ჩაატარეთ ზემოთ მოყვანილი სუნთქვითი ვარჯიში. ამ სავარჯიშოს შემდეგ ეცადეთ 1-2 საათი მაინც არ მიირთვათ არაფერი. ეს ვარჯიშები გააგრძელეთ იქამდე, სანამ სრულყოფილად არ შეძლებთ, საკუთარი აზრების ერთ წერტილში მოქცევას.

ეს პრაქტიკული სავარჯიშოები დაგეხმარებათ, აკონტროლოთ საკუთარი თავი. როცა საკუთარ თავს აკონტროლებ, აკონტროლებ ყველაფერს.

მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, მზერის თავისებურებებზე და თვალის ძლევამოსილებაზე. ასე, რომ ბლოგის ერთგულ მკითხველებსა და ახალ მკითხველებს, ვთხოვ დაელოდონ მომდევნო სტატიას, რომელზეც უკვე ვმუშაობ.

6 Comments (+add yours?)

  1. shako
    ნოე 19, 2015 @ 15:43:08

    kargia mec unda vcado me mjera aseti ragaceebis da minda sheviswavlo da aramtu boroti aramed ketili saqmeebistvis

    Like

    პასუხი

  2. metis gageba msurs
    სექ 28, 2015 @ 01:40:54

    da imedia gagdzelebt am statiebis weras

    Like

    პასუხი

  3. metis gageba msurs
    სექ 28, 2015 @ 01:39:45

    me axali mkitxveli var da maagrad momwons tqveni blogi saerot dzalian maineteresebs magia da mjera ro arsebobs

    Like

    პასუხი

  4. Two Friends (@VampiresTwo)
    სექ 24, 2013 @ 19:48:21

    shemdegi statia rodos iqneba?

    Like

    პასუხი

  5. busuna
    აპრილი 22, 2013 @ 17:51:25

    და მომდევნო სტატია როდის იქნება..?

    Like

    პასუხი

  6. nana
    დეკ 02, 2012 @ 17:32:36

    პასუხი

დატოვეთ კომენტარი