მოხუცი ჯადოქრის, ჯადოსნური ჩიბუხი

არ შემეძლო რომ არ დამეწერა ეს ისტორია, ამ მისტიკურ ისტორიაზე მრავალი ლეგენდა დადის. მრავალი წლის წინ, ინგლისის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა უცნაური კაცი, ამბობდნენ რომ მას არ ჰყავდა ოჯახი, არც ახლობლები, ასევე იმასაც ამბობდნენ ეს კაცი, ჯადოქარი იყო. სულ მარტო დადიოდა, არ ჰყავდა მეგობარი არც ისეთი ადამიანი რომელსაც დაელაპარაკებოდა, მაგრმ მგონი ლაპარაკიც არ შეეძლო. მას ჰქონდა საყვარელი ჩიბუხი, რომელსაც სავსე მთვარიანობისას აბოლებდა, გადიოდა ტბაზე და ამბობდნენ რომ არ ტბაზე ის სულებს იძახებდაო. ერთ დღესაც ბავშვებმა გადაწყვიტეს, ამ საიდუმლოეით აღსავსე კაცთან წასვლა.  აინტერესებდათ მართლა ჯადოქარი იყო თუ არა. წასვლა გადაწყვიტეს საღამოს, ამბობენ რომ ამ საღამოს შემდეგ, ეს ბიჭები არავის უნახავს, მაგრამ ერთი მოხუცი ქალი ირწმუნებოდა, რომ იმ კლდეზე სადაც ის კაცი ცხოვრობდა, ნახა სამი ბიჭი, რომლებიც მაღლა ადიოდნენ, მაგრამ შემდეგ ეს ბავშვები სადღაც ნისლში გაქრნენ. ამ ქალის მონაყოლმა, ბავშვების მშობლები აღაშფოთა და ადგილობრივ სამართალდამცავებს მიმართეს. დაიწყო გამოძიება, კვალი მივიდა მოხუც კაცამდე, რომელიც კლდეზე ცხოვრობდა, ერთ საღამოსაც სამართალდამცავები ავიდნენ კლდეზე. ქოხში სადაც ჯადოქარი ცხოვრობდა ცეცხლი შეამჩნიეს. ზევით რომ ავიდნენ დაინახეს კაცი რომელიც, ქვაზე იჯდა და კოცონში რაღაც უცნაურ ფხვნილს ყრიდა, ისინი მასთან მივიდნენ, ამ დროს როგორც ერთ-ერთი სამართალდამცავი იხსენებს, მოხუცი ადგა და ფხვნილი თვალებში შეაყარა მათ, ერთი სამართალდამცავი გადარჩა და გაიქცა, ხოლო დანარჩენები აღარავის უნახავს. ამ ამბის შემდეგ, გამოძიება დასრულდა, აღარავინ აწუხებდა, მოხუც ჯადოქარს. ამბობენ რომ კლდიდან, გამუდმბით ისმოდა, საყვირის ხმა.

წლების შემდეგ, ჯადოქარი ჩამოვიდა კლდიდან სოფელში. მისი დანახვა, ბევრს არ გაუხარდა, ზოგსა ეგონა რომ, სოფელში ვიღაცის მოსაკლავად ჩამოვიდა. რისთვის ჩამოვიდა უცნობია, მაგრამ ის რომ გაძარცვეს, ეს ყველამ იცის. მაშინ როდესაც, სავსე მთვარისას ტბაზე იყო გასული, ადგილობრივმა ყაჩაღებმა დაინახეს და გაძარცვეს. ნაქურდალი წამოიღეს სოფლის ცენტრში. ყველამ ნახა თუ რა მოპარეს, ჯადოქარს. ესენი იყო, სურნელოვანი ზეთი, თეთრი ფხვნილი, მწვანე ბალახი, თავისქალა და მოოქროვილი ჩიბუხი. ეს ყველაფერი გადაყარეს და ჩიბუხი დაიტოვეს. რაში სჭირდებოდათ ჩიბუხი ქქურდებს? აიღეს და გაყიდეს. ეს ქურდები 2 კვირაში ყელგამოჭრილები ნახეს ტბასთან, ხოლო ჩიბუხი იყიდა, ინგლისის ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა. მაგრამ მალევე გაკოტრდა და სიკვდილის წინ, ჩიბუხი თავის შვილს გადასცა. ჩიბუხის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ, ეს ახალგაზრდაც ყელგამოჭრილი ნახეს ტბაზე. ჩიბუხი კი სადღაც გაქრა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ გამოჩნდა, ფერმერის ოჯახში. ოჯახი ყვება რომ, ჩიბუხის პოვნის დღიდან მათ ყოველრე ესიზმრებოდათ კოშმარები სადაც, მონსტრი მოუწოდებდა მათ რომ, ჩიბუხი სასწრაფოდ მიეცათ მისთვის.

გავიდა წლები, ჩიბუხი ხელიდან-ხელში გადადიოდა და ვინც მას იღებდა, უბედურება გარანტირებული ჰქონდა. ერთ დღესაც, მოხუცი ჯადოქარი გარდაცვლილი იპოვეს ტბაზე. მისი დამარხვა არავის უცდია და გვამი ტბაში მოისროლეს. 40 დღის შემდეგ ტბამ დაიწყო ადიდება, გადმოვიდა კალაპოტიდან და მთელი სოფელი წალეკა. დაიხოცა უამრავი, ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი… განადგურდა მოსავალი, ასეთი რამ მათ აქამდე არ ენახათ. ამ ტრაგედიიდან დიდი ხნის შემდეგ, ტურისტებმა ტბაზე იპოვეს, უცნაური მოოქროვილი ჩიბუხი და გადასცეს  მუზეუმს. ჩიბუხის მუზეუმში მიღებიდან 1 წლის შემდეგ დაინგრა მუზეუმი და განადგურდა უამრავი ისტორიული ჭურჭელი.

ინგლისელმა პარაფსიქოლოგმა ეს მოვლენები ასახა შემდეგნაირად, “მოხუცი რომელზეც, უამრავი ლეგენდა დადის, მართლაც ჯადოქარი იყო. ის ახლა ჩემს გვერდითაა და მესაუბრება, ის ამბობს რომ, მშვიდი ცხოვრება დაუნგრიეს და მისი დაწყევლილი ჩიბუხი წაართვეს და მიითვისეს, მან უამრავი ნიშანმი მოგვცა მაგრამ, ჩვენ მისი დანახვა ვერ შევძელით, ასე რომ თუ გვინდა მშვიდად ცხოვრება, ჩვენ ეს ჩიბუხი უნდა ავიტანოთ იმ კლდეზე, სადაც ჯადოქარი ცხოვრობდა.” – ამ გამოსვლამ უამრავი ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ მოხუცი მაღთლაც ჯადოქარი ყო. ჩიბუხი აიტანეს კლდეზე დ დადეს ძველ ქოხთან. ამ დღის შემდეგ, მთელმა ინგლისმა ამოისუნთქა, აღარანაირი პარანორმალური მოვლენა ამ ამბის შემდეგ არ მომხდარა.

5 Comments (+add yours?)

  1. Nodariko Norka Julayidze
    Jun 20, 2012 @ 11:05:53

    me mjera magram aseti didi yuradgeba tu undoda ar megona sulebisa mjera magram ara mgonia aseti elementarul ragacaze ro is tilisma garet gaitao vinme mokvdes! aseti dzala prosta rogor?! :O

    Like

    Reply

  2. Emily Smith
    Jun 16, 2012 @ 16:30:45

    ძალიან მაგარია საღოლ მომეწონა ძალიან

    Like

    Reply

  3. Trackback: ჯადოებით გამოტენილი მასტურბაციის ამბავი ანუ: -ჩუუ ბიჭი.. მასტურბაცია უზრდელობაა! « ნიკას ბლოგი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: