ჯადოსნური ელექსირი

დღეს გასწავლით ჯადოსნური ელექსირის დამზადებას, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენი საყვარელი ადამიანის დაპყრობაში. თუ გიყვართ ვინმე, მაგრამ ის ყურადღებას არ გაქცევთ, მაშინ დაამზადეთ სასიყვარულო ელექსირი და მოაჯადოეთ ის.
ჩაიწერეთ ინგრედიენტები: ფორთოხლის გახეხილი კანი, წითელი ვარდის ფურცლები, პიტნის ფოთლები (3 ცალი), ფერადი კარამელი, თაფლი და თქვენი საყვარელი ადამიანის სურათი.
მომზადების წესი: გაშალეთ ვარდის ფურცელი და გულში ჩაუდეთ, პიტნის ფურცლები (მოკუჭულად), შემდეგ ზემოდან დააყარეთ, გახეხილი ფორთოხალი და ზემოდან დააფარეთ, ვარდის მეორე ფურცელი. ეს ყველაფერი მოკუჭეთ, ბურთის ფორმა მიეცით და ჩააგდეთ მდუღარე წყალში, ადუღეთ 3 წუთი. თუ არ დაიშალა ამოიღეთ კოვზით ხოლო თუ დაიშალა და ფორმა დაკარგა, ამოიღეთ და თავიდან მიეცით ბურთის ფორმა. ნახარშ წყალში ჩაასხით თაფლი და ადუღეთ მანამდე სანამ ბუშტებს არ ამოუშვებს. როდესაც ბუშტებს ამოუშვებს, ჩაყარეთ ფერადი კარამელი და ისევ ადუღეთ. 2 წუთში ამოიღეთ. კარამელი ცალკე გადადეთ ხოლო ნახარში დაასხით თქვენი საყვარელი ადამიანის სურათს. სურათი დამარხეთ ხის ქვეშ, თქვენს სახლთან ახლოს. ცოტაოდენი ნახარში მოიტოვეთ და შემდეგ ისევ აადუღეთ, ოღონდ ამჯერად ნახარშში თქვენი სურათი ჩააგდეთ, ადუღეთ 3 წუთი. შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ სურათი და დამარხეთ იმ ხის ქვეშ სადაც თქვენი მომავალი შეყვარებულის სურათი დამარხეთ. კარამელის ნაწილი თქვენ მიირთვით და იფიქრეთ იმ ადამიანზე, ხოლო ნაწილი მას აჭამეთ. მაგრამ მანამდე ის ბურთი რომელიც გააკეთეთ ატარეთ თან ერთი დღე. ძილის დროს ბალიშის ქვეშ ამოიდეთ. შემდეგ ეს ბურთი თქვენს მომავალ შეყვარებულს საჭმელში ჩაუგდეთ და აჭამეთ. დესერტად კარამელი მიართვით.
დაელოდეთ შედეგს, მალე ის თავის ფეხით მოვა თქვენთან.
გისურვებთ წარმატებებს.

10 Comments (+add yours?)

  1. Eleonora
    დეკ 24, 2015 @ 17:01:03

    Amit ra gamogiva nu gadamriet .jados tqvens tavsac uketebt tu ar uyvarxart eseigi is tqveni monavali ar aris .da jado da uazrobebi aq ar aris sachiro.

    Like

    პასუხი

  2. unknown
    აპრილი 10, 2013 @ 00:17:47

    dzalian momwoons es blogi da imis imedic maqvs ro yvelaferi gamova

    Like

    პასუხი

  3. ......................
    მარ 17, 2013 @ 21:50:00

    ეს არის ტიპური შავი მაგია, ეგოისტური იმპულსით შთაგონებული. ვერ ვხვდები რატომ უნდა აიძულო ადამიანს, ვისაც არ სურს შენთან ცხოვების გატარება შენი უაზრო ხუშტურის გამო “სასიყვარულო” ურთიერთობის გაბმა?! იცოდე ბოლოს ცუდად დამთავრდება ეს ფსევდო სიყვარული და შენვე მოგიბრუნდება უარყოფითი ენერგია. თუ ნაღდი მაგი ხარ, არ უნდა იყო იმდენად უჭკუო რომ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას და უნივერსალურ კანონს ვერ იგნებდე. ნებისმიერი ჯადოქარი, რომელიც ცდილობს ასეთი ფანდებით მოიპოვოს სიყვარული თუ სექსი, ან სხვას აყენებს ზიანს და ამტკიცებს ჯადოქარი ვარო უნამუსოდ ცრუობს. სამწუხაროდ ვხედავ, შენც იმათ რიცხვს მიეკუთვნები, ავტორო თუ ბლოგერო. წარმოდგენა არ გაქვს ნამდვილ მაგიაზე.

    Like

    პასუხი

  4. aravin da araferi
    ოქტ 26, 2012 @ 09:11:44

    ne rato ar mirchevt arafris gaketebas yvela jado codvaa ra momelis chems suratsac ro davmarxav mastan ertad

    Like

    პასუხი

  5. aravin da araferi
    ოქტ 25, 2012 @ 19:58:15

    rchevistvis madloba

    Like

    პასუხი

  6. aravin da araferi
    ოქტ 25, 2012 @ 19:57:50

    ro uyureb es bloki bevr adamians imas ascavlis ro ramxela sashishia jados gaketeba vinc es yvelaferi ar icis da ityvis jados gauketebi da naxavs ra daemartebao. me ak yvelaferi cavikitxe da ar megona amxela codva iyo. shishic dameufla kidec magram bevr adamians bevrs miaxvedrebs.

    Like

    პასუხი

  7. aravin da araferi
    ოქტ 23, 2012 @ 18:51:26

    amistvis davisjebi codva mekneba didi? amisi mjera da meshinia tan caan chems surats ro davmarxav rame ar momivides.

    Like

    პასუხი

  8. lala
    სექ 11, 2012 @ 22:36:29

    დავიჯერო გამოვა რამე?

    Like

    პასუხი

დატოვეთ კომენტარი