ადგილი სადაც მკვდრები ცოცხლობენ


სოფელში იყო ერთი ობოლი ბიჭი რომელიც, განმარტოებით ცხოვრობდა. მშობლები ადრეულ ასაკში დაეღუპა და ყოველთვის უნდოდა მათი პოვნა. იმ წელს როდესაც ეს ამბავი მოხდა განსაკუთრებულად ცივი იანვრის თვე იყო. ყველა თვის სახლში თბებოდა, მხოლოდ ეს ბიჭი იდგა ღია ცის ქვეშ დაკონკილი შარვლით. მისი დახმარება არავის სურდა. ასეთი ცხოვრება მობეზრდა საწყალ ბიჭს და გაუყვა გზას ჯოჯოხეთისკენ. სოფელთან ახლოს ერთი ტყე იყო, დადიოდა ლეგენდა რომ ვინც ამ ტყეში შევიდა უკან აღარ დაბრუნებულა. ეს ბიჭი, სწორედ ამ ტყისკენ მიდიოდა. შევიდა ღრმად, ისე ღრმად რომ გასასვლელი გზა აღარ ჩანდა. ალბათ მისთვის სიცოცლე არ იყო ძვირფასი და უფრო ღრმად შევიდა. ირგვლივ ყველაფერი ბურუსში იყო ჩაფლული. ისეთი შემზარავი სიჩუმე სუფევდა რომ ადამიანს გული გაუსკდებოდა, ეს ბიჭი კი თამამად მიაბიჯებდა.
ნისლი უფრო გახშირდა, უკვე სუნთქვა შეუძლებელი გახდა. ამ ბურუსში უცნაური ხმები ისმოდა, დაახლოებით ასეთი, “მიშველე, გთხოვ დამეხმარე, ჩემი სული იტანჯება, დაბრუნდი უკან.” ბიჭი ცოტათო შეშინდა და ნაბიჯები შეანელა. საიდანღაც თეთრ ხალათში გახვეული ქალი გამოვიდა და ბიჭს მიუახლოვდა. ბიჭმა უკან დაიხია.
უცბათ ქალმა მშვიდი ხმით დაუძახა:-მოდი ჩემთან, ნუგე შინია.
-კი მაგრამ ვინ ხარ? -ჰკითხა ბიჭმა.
-მე არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ მინდა გაგაფრთხილო რომ გზა აღარ გააგრძელო. ამ ტყის იქით აჩრდილწბის სამეფოა.
-მე აღარ მინდა სიცოცხლე, უკვე მომბეზრდა ყველაფერი. მთელი დღეები მშიერი და გაყინული დავხეტიალებ ქუჩაში. მშობლები დიდი ხნის წინ გარდამეცვალა, ხოლო ახლობლებმა უკვე დიდი ხანია უარი თქვეს ჩემზე. მითხარით რაში მჭორდება სიცოცხლე?
-სიცოცხლე მოგბეზრდა? -ჰკითხა გაოცებული სახით ქალმა.
-დიახ! აბა რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?
-შენ თავისუფალი ხარ და ამბობ რომ ცხოვრება აღარ გინდა? უკვე 20 წელია წყევლა მადევს, 20 წელია ვერ გავდივარ ამ ტყიდან დ იცი რატომ? იმიტომ რომ ერთ დროს მეც შენსავით შემოვედი აქ. ჩემთვისაც ძნელი იყო ცხოვრება, არც მე მქონდა გადასარევი დღეები მაგრამ ამ ჯოჯოხეთს ნამდვილად სჯობს სიცოცხლე. რაც არ უნდა უბედური იყო, როგორც არ უნდა იტანჯებოდე ცხოვრება მაინც მშვენიერია.
-კი მაგრამ რა ხდება აქ? რატომ ეშინია ამ ტყის ყველას?
-აქაურობა დაწყევლილია. მრავალი საუკუნის წინ ამ ტყეში მოკლეს წმინდა მარტორქა. მარტორქა დედამიწის დასათვალიერებლად “მბრძანებელმე” გამოგზავნა, ადამიანებმა ის ვერ მიიღეს და მოკლეს! მისი ცისარტყელას სისხლი ამ ტყეში დღესაც შემორჩა და ნისლის სახით ჩანს. სიძულვილმა შეიწირა, წმინდა მარტო რქა და ამის საპასუხოდ “მბრძანებელმა” დედამიწაზე “სიძულვილი” შემოასახლა და დღეს ეს ტანსავს ხალხს. ამ ტყეში განისვენებს მარტორქის სული, არამხოლოდ მარტორქის, აქ მოდის ყველა ტანჯული სული.
-ჩემი მშობლები აქ განისვენებენ.
-აქ მხოლოდ მარტორქა განისვენებს ხოლო დანარჩენები იტანჯებიან. შენს მშობლებს აქ მოვკარი თვალი. მოდი წაგიყვან და განახებ. -პატარა ბიჭი სიხარულით მეცხრე ცაზე ავიდა, მთელი ცხოვრება ოცნებობდა რომ თავისი მშობლები ენახა. ქალმა მიიყვანა კლდესთან სადაც აჩრდილების სამეფო იყო. და აჩვენა მშობლები.
-აი ხედავ? ესენი არიან შენი მშობლები.
-მინდა რომ მათ ჩავეხუტო.
-სამწუხაროდ ისინი შენ ვერ გხედავენ რადგან, ცოცხალი ხარ.
-რომ მოვკვდე დამინახავენ?
-კი, მაგრამ არ გირჩევ. მშობლებს უნდოდათ რომ შენ ბედნიერი ყოფილიყავი.
-რა ძნელია ცხოვრება, მუდამ გადაწყვეტილების ქვეშ ხარ.
-ჰო… ცხოვრება ძნელია მაგრამ ძნელი ცხოვრება ჯობია სიკვდილს.
-დავბრუნდეთ?
-შენ დაბრუნდი მე აქ ვცხოვრობ.

6 Comments (+add yours?)

  1. ani
    Oct 01, 2013 @ 12:00:48

    debilobaaaaaaaaa

    Like

    Reply

  2. ani
    Oct 01, 2013 @ 11:59:22

    ra aris amshi sashishi

    Like

    Reply

  3. suxo
    Aug 20, 2012 @ 17:16:57

    sisulelea ra sheni logikit yvela jojoxetshi xvdeba? me ra ra martorqa yleobaa ra

    Like

    Reply

  4. sweet
    Jun 24, 2012 @ 13:24:36

    es mitia? :)

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: