უცნაური მოხუცის წყევლა და პატარა ელი

ავტორი: იბლისი

ძველი რუსული გაზეთიდან კიდევ ერთი სტატია მოგართვით :) ეს ამბავი მოხდა დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, ამ ამბავს  ყვება ელის შვილიშვილი.

ბებია საკმაოდ უცნაური ქალი იყო. ის არ იცინოდა არასდროს, მას არ მოსწონდა გარეთ გასვლა და სხვებთან ერთად საუბარი. როდესაც ბებია ძალიან მოხუცდა და სიკვდილი კარს მოადგა დამიძახა და თვის ოთახში ამიყვანა. მითხრა რომ რასაც მეტყოდა სანამ ის ცოცხალი იყო არავისთვის ეთქვა. მან დაიწყო მოყოლა,  ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ბებიასთან სოფელში ჩასვლა. იქ ყოველთვის ლაღად ვთამაშობდი და არასდროს არავინ არ მიშლიდა არაფერს. ერთხელაც წავედი ტყეში, ვიფიქრე პეპლებს დავიჭერ და ვეთამაშებითქო. როცა ღრმად შევედი რაღაც უცნაური ხმა მომესმა, თითქოს ვიღაც ყვიროდა ელი მოდი ჩემთანი. ხმას მივყევი და ვნახე რომ პატარა გამოქვაბულთან მოხუცი ქალი იჯდა. ის მთხოვდა რომ დავხმარებოდი და გამოქვაბულში შევყოლოდი, მე შემეშინდა მაგრამ შემეცოდა და გავყევი. გზაში რაღაც უცნაურ შელოცვებს წარმოთქვამდა. ღრმად რომ შევედით ვუთხარი მე ვეღარ წამოგყვებითქო და გავიქეცი, მაგრამ ის დამეწია და ძალით წამიყვანა. ბოლოში რომ გავედით თავი ამოვყავით რაღაც ბნელ ადგილას. მე შემეშინდა მაგრამ არ შევიმჩნიე. მან მითხრა მომყვევი შენი დახმარება მჭირდებაო. მე ნელა მივყვებოდი უცბად დამიძახა მოვედითო. მე ფრთხილად მივედი მასთან, მან რაღაც მომაწოდა. მე გამოვართვი რაღაც ქილა იყო, შიგნით წყალი ესხა და რაღაც საებავები. კარგად რომ დავაკვირდი შევამჩნიე შიგნით ადამიანის თვალის მაგვარი რამ ეგდო მე შემეშინდა და ხელიდან გამოვარდა. ეს რომ დაინახა მითხრა, ეს როგორ გაბედე შე შეუგნებელოო თმაში ჩამავლო ხელი და მითხრა, ყველაფერს აგანაზღაურებინებ და შენი სხეულის ნაწილებს ავიღებო. მე ყვირილი დავიწყე ამ დროს ხელი მიმაფარა პირზე და სადღაც შემათრია, მე ისევ განწირული ხმით ვყვიროდი მაგრამ შველა არსაიდან ჩანდა. იმ ადგილას სადაც მე ვიყავი ძვლები ეყარა და ფრჩხილები როდესაც დაიხარა რაღაცის მოსაძებნად მე კარებისკენ გავიქეცი ის გამომეკიდა მაგრამ მოხუცი იყო და ვერ დამეწია. მაგრამ დაიყვირა და მითხრა რომ დამწყევლიდა ისე რომ მთელი ცხოვრება არ დამავიწყებდა ამ დღეს. ყველას ვისაც ეს ამბავი ვუამბე მითხრეს რომ პატარა ვიყავი და ვიგონებდი. არავინ არ დამიჯერა და მეც დამავიწყდა ეს ამბავი. მეორე წელს როცა ბებიას ვესტუმრე ყოველღამე ქვემოთა ოთახიდან საშიში და უცნაური ხმები ამოდიოდა. ბებიას ვეუბნებოდი რომ რაღაც ხმები მესმოდა მაგრამ ის არ მიჯერებდა. ერთხელ როდესაც დასაძინებლად ვემზადებოდი აბაზანაში სარკეში რომ ჩავიხედე სარკედან ვიღაც ქალის სახე გამოჩნდა. ამ ქალმა მითხრა რომ არ მომასვენებდა და ის მოხუცი გამახსენა, რომელსაც გამოვექეცი. ყვირილი ავტეხე მაგრამ ჩემი ხმა ბებიას არ ესმოდა. ამ დღის შემდეგ ყოველდღე მესმის ეს ხმები, ყოველთვის როცა დასაძინებლად ვწვები. ეს წყევლა მკლავს და მინდა რომ ვიღაცას მოვუყვე და დამიჯეროს. შენ გჯერა შენი? -მკითხა ბებია ელიმ. მე ვუპასუხე რომ მჯეროდა და ვაკოცე. ამ ღამეს გარდაიცვალა ბებია და ეა ისტორია ყველას მოვუყევი. ოჯახის წევრებმა არ დამიჯეს და ახლა მინდა რომ ეს ისტორია ყველამ გაიგოს.

დაელოდეთ მომდევნო პოსტს ძველი რუსული გაზეთიდან

Gallery

5 Comments (+add yours?)

  1. nika
    May 26, 2012 @ 17:16:28

    haha tavidan rom gaiqca daecia da dzalitac ki caatria da meored ro gaeqca moxuci iyo da ver daecia : D shit : D

    Like

    Reply

  2. dark angel
    May 26, 2012 @ 16:32:27

    მე მჯერა მისი

    Like

    Reply

  3. ninchous
    May 25, 2012 @ 21:43:00

    :( რა საშინელებაა როდესაც შენი არ სჯერათ და შენ სიმართლეს იძახი

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: