არსებობენ, თუ არა უცხო პლანეტელები?

(ნატალია)

თავიდან მინდა დავიიწყო პოსტი ამ სიტყვებით: არავინ არ გაძალებთ, რომ დაიჯეროთ, ის რასაც ვწერთ.
ჩვენ უბრალოდ ვწერთ, იმაზე, რაც ამოუცნობია და შეიძლება მართლა არსებობდეს .
უმეტესობის არც მე მჯერა, მაგრამ  ვფიქრობ რომ სულები და უცხო პლანეტელები, ან არსებები, რომელთა არსებობაც ჯერ მთლად არ არის დამტკიცებული არსებობენ.
ინტერნეტში წავაწყდი სტატიას უცხო პლანეტელებზე.
საინტერესო ფაქტი : “1937-38 წლების მიჯნაზე ჩინეთას და ტიბეტის საზღვართან მდებარე ბაიან-ყარა-ულას მთების მიუვალ რაიონში ექსპედიციამ, რომელსაც პეკინის მეცნიერებათა აკდემიის პროფესორი ჩი პუ ტეი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ კლდეში ციცქნა მღვიმეები აღმოაჩინა. ისინი უზარმაზარ სკის ფიჭას წააგავდა. მღვიმეებში ფაქიზი, 130 სანტიმეტრამდე ზომის ჩონჩხები აღმოჩნდა, არაპროპორციულად დიდი თავებითა და წვრილი კიდურებით. მათი გულმოდგინე კვლევის შედეგად მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ გარემომცველი კლდეები უძველესი სასაფლაოა, ხოლო პატარა მღვიმეები – 716 გარდაცვლილი უცხოპლანეტელის უკანასკნელი თავშესაფარი. “

შესაძლოა ეს სიმართლე იყოს, მე მაგალითად მჯერა, რომ სხვა პლანეტაზე, შესაძლოა იყოს ასეთი ცივილიზაცია.
კიდევ ერთ ფაქტს მოვიყვან : 

The Daily Mail სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და ამ სენსაციის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს: პეტროზავოდსკში მცხოვრები პენსიონერი, მართა ეგოროვნა უცხოპლანეტელის გაყინულ გვამს ორი წლის განმავლობაში მაცივარში ინახავდა.

პენსიონერის თქმით, 2009 წელს მის კუთვნილ ბაღჩაში ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა კატასტროფა განიცადა. როცა უცნაური ხმაური გაიგონა, ქალი ბაღჩაში გავარდა და, მისი თქმით, რკინის გროვა და ჰუმანოიდის ცხედარი იპოვა. მეტრნახევრიანი უცხოპლანეტელი, რომელსაც დამცავი კომბინეზონი აცვია, რაღაცას, ადამიანსა და თევზს შორის საშუალოს ჰგავს.

პენსიონერის თქმით, საშველად ქმარს უხმო და უცხოპლანეტელი მანქანაში გადაიტანეს, შემდეგ კი პეტროზავოდსკში, თავიანთ „ხრუშოვკაში“ მიათრიეს. მეზობლები ჰყვებიან, რომ მართა ეგოროვნას ბაღჩაში იმ დროს ყოველდღე მუშაობდნენ ქიმწმენდის მუშაკების ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები, რომლებსაც კლასიკურად ჩაცმული, მუქსათვალიანი მამაკაცი მეთვალყურეობდა.

ეს ისტორია მოულოდნელად გაგრძელდა. რამდენიმე დღის წინ პენსიონერთან მივიდნენ მამაკაცები, რომლებმაც მოხუცს კარელიის აკადემიის თანამშრომლებად გააცნეს თავი და მაცივარში შენახული არსების გვამი წაიღეს. მაშინ პენსიონერმა ყველაფერი ჟურნალისტებს უამბო, თავისი ნათქვამის დასადასტურებლად კი ჰუმანოიდის ფოტოები წარადგინა.
 
ორივე ფოტო შემზარავია… ამ ფაქტთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ადასტურებს მათ არსებობას.
რატომ ემთხვევა ეს ფოტოები, იმ აზრს, რომ უცხო პლანეტელებს დიდი თავედი და გრძელი ტანები აქვთ?
ჩვენც ხომ ასე ვიცნობთ? თუ სინამდვილე არაა, მაშინ რით ავხსნით ამ ყველაფერს?
მე ნამდვილად მჯერა.
ერთ საიტზე ვიპოვე ინტერვიუ, სადაც მამაო და ჟურნალისტი დაუბრობენ უცხო პლანეტელებზე.
მოკლე ნაწყვეტს შემოგთავაზებთ :

– მამაო, უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის მოტაცების ფაქტებიც არსებობს. ამას როგორ ხსნით, ამასაც ბოროტი ძალა აკეთებს?

– არსებობს ფაქტები, რომლებიც ბევრ ეჭვს ბადებს. პირადი ემოციები და განცდები იმ პიროვნებებისა, რომლებიც ეკლესიური თვალსაზრისით დემონური არსებების მსხვერპლნი ხდებიან, ცხადყოფს, რომ ისინი სუსტი ფსიქიკის მქონენი არიან, მიდრეკილი ჰალუცინაციებისადმი, მათი გონება და ცნობიერება გამრუდებულია და ხდება მათი ფსიქოპათოლოგიური განცდების არეკვლა მათ ფიზიკურ სხეულზე. ხანდახან ეს გამომჟღავნდება მუქი წერტილების სახით, რომლებიც დამწვრობის სახით წარმოიშვება. პარადოქსია და ამას თვითონ უფოლოგები ეშმაკის ნიშანს ეძახიან. რეალურად ამ დამწვრობის მიზეზს ვერ ხსნიან, მაგრამ ეს უფრო ანომალიური ხასიათის არის, ვიდრე უცხო ცივილიზაციის მიერ მიყენებული ზიანი ან კურნება.

იმ პირობების, რომელიც ჩვენ გვაქვს დედამიწაზე, სხვაგან არსებობის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. არ შეიძლება ამხელა კოსმოსში ხელაღებით იქნეს უარყოფილი რაიმე ცივილიზაციის არსებობა, მაგრამ აქ არ იგულისხმება მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, კოსმიური გონის არსებობა. არ შეიძლება იქნეს უარყოფილი, რაიმე თუნდაც ბაქტერიული ცივილიზაციის არსებობა. თანამედროვე მეცნიერების ხარჯები, ფინანსები მიდის იმაში, რომ კოსმოსიდან მიიღონ რაიმე შეტყობინება. აქედან გაშვებულია ქართული სიმღერის კოდიც, რომელიც წავიდა უსასრულობაში. იმედს გამოთქვამენ, რომ სადღაც რაღაცას მიაღწევს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ არის.

ამავე დროს მიდის რადიოტელესკოპური დაკვირვებები იმ ფიზიკურ–ქაოტურ რხევებზე, რომლებიც მეტნაკლებად მისაწვდომია დედამიწაზე არსებული ყველა დიაპაზონისათვის. არსებობს ე.წ. თეთრი ხმაური, ანუ ინფორმაციაც შემოდის კოსმოსიდან, ჩვენთვის ხმაურის სახით არის მოცემული, მაგრამ ის არ არის გაშლადი. თეთრი ხმაური ვერ იქნა გამორჩეული, როგორც გარკვეული მოწესრიგებული შეტყობინება. დაახლოებით ისეთია, როგორიც ჩანჩქერის ან მთის მდინარის ხმა. თუ ადამიანი ძალიან დააკვირდა, შეიძლება მისთვის მიუწვდომელი მოვლენების სახით რაღაც ჰარმონია აღიქვას, გაიგოს ვიღაცის ხმა, ვინმეს სიმღერა, შეიძლება არიაც კი მოისმინოს ოპერიდან და ა.შ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ვინმე ადამიანთან ან გუნდთან, რომელიც მღერის ამ “ჩანჩქერიდან”. ბევრი რამ ილუზიად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

– გარკვეული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, იმდენად კატასტროფულია ეკოლოგიური მდგომარეობა და ხსნის გზებს კოსმოსში, მაღალგანვითარებცლი ცივილიაზიციების ძიებაში ხედავენ.

– ვარაუდი იმისა, რომ რაიმე ცივილიზაცია არსებობს კოსმოსში, შეიძლება, მაგრამ უფოლოგები და სპეციალისტები რაიმე დასკვნას და შედეგს ვერ დებენ. დედამიწა, რომელზეც ცხოვრობს ამდენი ხანია კაცობრიობა, უკვე თავის განვითარების უსაფრთხო ზღვარს გადავიდა. კაცობრიობის მიერ დაგროვილმა ტექნიკურმა ცოდნამ საფრთხის მომტანი ხასიათი მიიღო. ფაქტობრივად გადაშენება გვემუქრება, თუ არ შევწყვეტთ ეკოლოგიურ დაბინძურებას. კაცობრიობის განვითარებაში ბოლო ასი წელი ფეთქებადი იყო. თუნდაც მეოცე საუკუნე. ამ საუკუნეში კაცობრიობამ გადაადგილების სიჩქარე ასჯერ გაზარდა, ენერგიათა სიმძლავრე – ათასჯერ, გამანადგურებელი იარაღის სიმძლავრე – ნულიდან ასიათასჯერ, ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზი კომპიუტერული ტექნოლოგიის სახით – მილიონჯერ. ეს არის სტატისტიკური მონაცემები. ჩვენთვის მიუწვდომელი რაღაც სიჩქარით მივისწრაფით ჩვენი გონების გაუგებარი, უსაზღვრო განვითარებისკენ. დედამიწას არ აქვს უსასრულო რესურსი. კაცობრიობა იმხელა ენერგიას მოიხმარს, რომელიც ყოველ ოც წელიწადში ორმაგდება და ამ ტემპებით ორასი წლის შემდეგ ათასჯერ გაიზრდება ენერგიის მოხმარების რაოდენობა. ამ გაგებით, ფაქტობრივად მივდივართ დედამიწის რესურსების საბოლოო ამოწურვამდე, დედამიწის გადახურებამდე, რაც შემდეგ უკვე მასზე ცოცხალი არათუ ადამიანების, არამედ ორგანიზმების არსებობასაც კი ეჭვის ქვეშ აყენებს.

არ არ ვიცი, რომელ ფაქტს დავეთანმო ეს ყველა ინფორმაცია და აზრი თქვენთვვის მოვიძიე და დავწერე, ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ, რომელს დაიჯერებთ, ან სულაც გჯერათ თუ არა ამ ყველაფრის?  :)
დიდი მადლობა პოსტის წაკითხვისთვის.
წყარო : forum.ge , ucnauri.com, church.ge  .  

 


Gallery

5 Comments (+add yours?)

  1. marishcaa
    May 30, 2012 @ 19:39:22

    ყოველთვის მჯეროდა უცხოპლანეტელების არსებობის,ამას ძალიან ბევრი ამოუხსნელი მოვლენა ადასტურებს და ბევრიც არ ხმაურდება.

    Like

    Reply

  2. dark angel
    May 14, 2012 @ 11:21:07

    eg potoebi ragac mutaciis shedegebs magonebs

    Like

    Reply

  3. kath ბიბს
    May 13, 2012 @ 08:06:19

    Reblogged this on ♥natalia's Blog♥ and commented:
    :) posti meore blogze

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: