მოჩვენებები

(ნატალია)
პირველ რიგში გამარჯობა! მე ვარ ნატალია, ბოგერი და ამ სიტის მეორე მფლობელი.
ნიკას დაწერილ პოსტებზე შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ დიდი ინტერესით ვკითხულობდი . დიდად არ მჯერა: შელოცვების, ჯადოქრობის, რიტუალების დ.ა.შ. ,
მაგრამ ნაწილობრივ რაღაც ზებუნებრივის მჯერა.
ძალიან ვარ დაინტერესებული მომხდარი უცნაური ფაქტებით, რომლებიც სულებს ეხება.
შეიძლება ადამიანები ასეთ ფაქტებს იგონებენ, რომ მიიზიდონ მკითხველი, შესაძლოა მათ უბრალოდ სჯერათ ამის, შესაძლოა მართლა მომხდარა ასეთი ფაქტები.
მაქვს წაკითხული ძალიან ბევრი ფაქტი სულებთან დაკავშირებით და ხანდახან ისე ჩავუძრმავდები ხოლმე, ხანდახან ვიჯერებ.
მინდა მოვიყვანო მაგალითად ჩემი რამდენიმე ფაქტი, რომელიც არ ვიცი მომეჩვენა თუ რა, მაგრამ მე ეს დავინახე.
ბავშვობიდან მეშინია სარკეების, მეჩვენება ხოლმე, რომ იქ რაღაც არის, ის რაღაც, რაც არ უნდა იყოს იქ.
რმდენიმე კვირის წინ სარკეში ჩემს უკან დავინახე რაღაც, რაღაც ამოუცნობი, მივბრუნდი და აღარაფერი არ იყო. მეორე დღეს სარკეში ვიყურებოდი და თმას ვივარცხნიდი და ისევ დავინახე რომ ჩემს უკან რაღაც თეთრმა არსებამ გადაირბინა, შემეშინდა და გავიქეცი.
მაშინ დამაინტერესა, არსებობენ თუ არა სულები? ეს მოვუყევი ჩემს ახლო მეგობარს, რომელმაც მითხრა, რომ მის ოთახში რაღაც დაინახა, უფროსწორად ვიღაც, ვინც გაჩნდა და გაქრა წამებში.
კიდევ ერთი ფაქტი – ჩემს მეგობართან ერთად გამოვდიოდი გარეთ და დავინახე, რომ რაღაც, თეთრმა სულმა გაგვიარა, მეგონა მომეჩვენა და არაფერი არ ვუთხარი ჩემს მეგობარს, მან კი მითხრა – დაინახე ეს თეთრი რაღაც?
ამ დროს შევშინდი მაგრამ არ შევიმჩნიე.
ნაწილობრივ მჯერა, ნაწილობრივ არა. ვერ დავიჯერებ სანამ არ დავრწმუნდები ჩემი თვალით, რომ არ მეჩვენება და მართლა არსებობს ზებუნებრივი ქმნილება სული.
ახლა მინდა შემოგთავაზოთ, რამდენიმე ფაქტი სულებზე, რომლებიც აღმოვაჩინე საიტ უცნაურზე:

ბებიას სახლი

– ერთხელ დასასვენებლად ბებიასთან წავედი ერთი თვით. მაშინ დაახლოებით 8 წლის ვიყავი. მომწონდა ბებიასთან ურთიერთობა, მომწონდა როგორ ვატარებდით ერთად დროს.
ერთხელ ღამით, როდესაც ბებია და ძია დასაძინებლად წავიდნენ, გადავწყვიტე დაძინებამდე ტელევიზორისთვის მეყურებინა და რაღაც საშიშ სერიალს გადავაწყდი, ვიღაც სწავლულზე, რომელიც ზღვის ურჩხულზე ნადირობდა. მსგავსი საშინელებათა ფილმები ძალიან მიყვარდა, ამიტომაც, გადავწყვიტე ყოველთვის მეყურებინა ამ სერიალისთვის. ის გვიან ღამით გადიოდა ხოლმე, როდესაც ყველას ეძინა. მე კი ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი.
ერთხელ, ტელევიზორის ყურების დროს, კარზე კაკუნის ხმა გავიგონე. მოვბრუნდი მაგრამ კართან ვერავინ დავინახე (მინის კარი იყო). ავდექი და სამზარეულოში გავედი, მაგრამ არც იქ ყოფილა ვინმე. შემდეგ ბებიას ოთახში ანთებული შუქი დავინახე, თურმე არ ეძინა და გაზეთს კითხულობდა. მასთან მივირბინე და ყველაფერი მოვუყევი. თუმცა მას არ შეშინებია, რადგან ჩათვალა, რომ ბიძაჩემმა დააკაკუნა. მეც დავმშვიდდი.
დილით ბიძაჩემს ვკითხე, ღამით სასტუმრო ოთახის კარზე შენ დააკაკუნე მეთქი? მაგრამ მან მითხრა, რომ იმ დროისთვის უკვე ეძინა… ამის მერე ღამით მარტო დარჩენას და იმ სერიალის ყურებას ვერიდებოდი…
კაკუნის შემდეგ, რაღაც დროის განმავლობაში, არაფერი განსაკუთრებული აღარ შემინიშნავს და დამავიწყდა კიდეც ის შემთხვევა.
ერთხელ მე და ბებია მის ოთახში ვისხედით და ვკითხულობდით… გვიანი იყო, მაგრამ ბიძაჩემი სახლში არ იყო და მის მოსვლას ველოდებოდით. ჩემი სავარძელი ისე იდგა, რომ პირდაპირ ვხედავდი სამზარეულოს. უცებ შევნიშნე, რომ ლამფის შუქმა შესამჩნევად დაიწყო ციმციმი. ჩავთვალე, რომ მომეჩვენა და კითხვა განვაგრძე. ცოტა ხანში იგივე განმეორდა, ამჯერად ნაბიჯების ხმა და ფეხების ბაკუნიც მოჰყვა. ეს ხმა ბებიამაც გაიგონა, მაგრამ ჩათვალა, რომ ძია დაბრუნდა სახლში. მე ვიცოდი, რომ სახლში არავინ შემოსულა, თუმცა ბებია აღარ შევაშინე.
უცნაური მოვლენები ყოველღიურად გრძელდებოდა. მესმოდა იგივე ნაბიჯების ხმა, შუქი თავისით ირთვებოდა და ითიშებოდა, მაგრამ რატომღაც შიშის გრძნობა გამიქრა და ყურადღებას აღარ ვაქცევდი…
გავიდა რამდენიმე წელი… ერთხელ ბიძაჩემს გამგზავრება დასჭირდა და ბებია მარტო დარჩა. იგი წუხდა, რომ ღამით ვიღაც სახლში დადიოდა და ტაშს უკრავდა. ამის გამო ვერ იძინებდა, რადგან ძალიან ეშინოდა.
ბებიაჩემის სახლი “მკვდარია”. ყვავილები არ ხარობენ, ცხოველები გარბიან, მეზობლებში კი სახლში შესვლის სურვილიც არ აქვთ. მე თვითონაც თავს ვარიდებ ბებიასთან წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს იგი.
არ ვიცი, ცხოვრობდა თუ არა ვინმე იმ მიწაზე მანამდე, მაგრამ ამ სახლში სხვას არავის უცხოვრია, რადგან იგი ბებიაჩემმა ააშენა საკუთარი ხელებით. სახლში ყოფნის დროს, იქედან გამოქცევის სურვილი გიჩნდება… ცოტა ხნის წინ სახლი ვაკურთხებინე, მაგრამ სიტუაციას გაუმჯობესებისა არაფერი ეტყობა…

სტუმარი ტყიდან

– ბიძაჩემის სახლი ერთ-ერთ სოფელში, ტყის პირას დგას. თვითონ ძია ახალგაზრდობაში მეტყევე გახლდათ და სწორედ აქედან დაიწყო მისი უბედურება.
ერთხელ ტყეში სიარულის დროს, იგრძნო, რომ უკან რაღაც მიყვებოდა, მაგრამ ვერაფერი დაინახა და ყურადღებაც აღარ მიუქცევია.
ღამით ძია იმ ქოხში იძინებდა, რომელიც ტყეში აეშენებინა. იმ ღამესაც ქოხში დარჩა და იგრძნო, რომ ძილში რაღაც ახრჩობდა. გაღვიძებულმა დაინახა, რომ ეს “რაღაც” სილუეტი იყო…
იმ ღამით კი დაანება თავი სილუეტმა ბიძაჩემს, მაგრამ მეორე დღეს, სახლში გამოყვა და ღამითაც იგივე განმეორდა. რადგან ზაფხული იყო, ძია საზაფხულო სამზარეულოში იძინებდა ყოველ ღამით სახლში ერთიდაიგივე მეორდებოდა – იღებოდა შემოსასვლელი კარი, შემდეგ კორიდორში ისმოდა ნაბიჯების ხმა, მიდიოდა იმ ოთახისკენ, სადაც ძიას ეძინა, შედიოდა ეს “რაღაც” და ხრჩობას უწყებდა. ბიძაჩემის ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა, მაგრამ ვერაფერს აწყობდა…
ცოტა ხანში ძიამ ცოლი მოიყვანა და რაღაც დროის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ის “რაღაც” მარტო ბიძაჩემს არ ერჩოდა, რადგან ყველას იგივე ემართებოდა, ვინც საზაფხულო სამზარეულოში იძინებდა… სხვა ოთახების მკვიდრთ სიმშვიდე არ ერღვეოდათ
ამის გამო, იმ ოთახში ძილს ყველა ერიდებოდა.
ერთ ოთახში ეძინათ ბიძას, ბიცოლას და ჩემს ბიძაშვილს. ამ უკანასკნელის საწოლი ოთახის მეორე ბოლოში იდგა… ერთ ღამეს, როცა ყველანი დასაძინებლად დაწვნენ, ბავშვის საწოლზე საბანი გადაიწია, საწოლიდან ვიღაც წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მშობლებმა იფიქრეს რომ ბავშვი ტუალეტში გავიდა და ყურადღებაც არ მიუქცევიათ, მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ, შეეშინდათ, ამდენ ხანს ბავშვი სად არისო. ადგნენ, რომ ოთახიდან გასულიყვნენ და როდესაც შუქი აანთეს, დაინახეს, რომ ბავშვი თავის საწოლში იწვა და მშვიდად ეძინა… ვინ ადგა მისი საწოლიდან და გავიდა, უცნობია…

მეთამაშე

ჩემს ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადავედი. სახლი არც ისე ახალი იყო, 70-80იანი წლების… მანამდე ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახი, რომელშიც 3 ბავშვი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, სამივე ბავშვი გარდაიცვალა სხვადასხვა დროს…
ერთხელ, ჩემს ოთახში ვიჯექი და თოჯინას ვეთამაშებოდი. მერე გარეთ გადავწყვიტე სათამაშოდ გასვლა, თოჯინა თავის საწოლში დავაწვინე და ეზოში გადავედი. რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ თოჯინა ახლა სხვა სათამაშოებთან ერთად, სკამზე იჯდა. გამიკვირდა, იმიტომ რომ სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ არ შემშინებია. საღამოს დედას მოვუყევი, მაგრამ არ დამიჯერა, შენ დატოვებდი სკამზე დასმულს, უბრალოდ არ გახსოვსო…
ძილის წინ თოჯინა სათამაშოების ყუთში ჩავაწვინე და დავწექი…
იმ ღამით ასეთი სიზმარი ვნახე – საწოლთან დაახლოებით 7 წლის გოგონა მედგა, რომელიც ძველებურად იყო ჩაცმული, ქერა თმა ღია ცისფერი ბაფთით ჰქონდა შეკრული. ხელში კი თოჯინა ეჭირა, ჩემი თოჯინა. მეგობრულად მიღიმოდა. მე დავუყვირე : ” მომეცი ჩემი თოჯინა !” , მან კი გაკვირვებულმა მიპასუხა : ” არა, ჩემია!”. მე ყვირილს განვაგრძობდი : “ჩემია, დამიბრუნე ჩემი თოჯინა! “… “მაშინ მეთამაშე მაინც, იმდენი ხანია ჩემთან არავის უთამაშია :( ” – მთხოვა მან და საწოლს მოუახლოვდა… ” არ მინდა შენთან თამაში” – დავუყვირე და გავექეცი… ამ დროს გამომეღვიძა და დავინახე რომ ბალიშთან ჩემი თოჯინა იდო და მის გვერდით თმის ღია ცისფერი ბაფთა
მომდევნო ღამით, კვლავ ვიხილე სიზმარში ის გოგონა. ამჯერად მარტო არ იყო, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული პატარა გოგონასთვის, დაახლოებით 3 წლისა იქნებოდა… ” ხედავ? შენ ჩემთან თამაში არ მოინდომე, მაგრამ ეს გოგო მეთამაშება ხოლმე” – მითხრა მან და წავიდა…
მეორე დილით გავიგეთ რომ დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. 9 თვეში ჩემი და დაიბადა… ცოტა რომ წამოიზარდა, მომიყვა, ძილის დროს ჩემი მეგობარი მოდის ჩემთან და მეთამაშებაო…
მშობლებმა გადაწყვიტეს სახლი ეკურთხებინათ და მალევე აკურთხეს.. ამის შემდეგ, როგორც ჩემმა პატარა დამ თქვა, მისი მეგობარი აღარ გამოჩენილა…

წყარო: http://ucnauri.com/142390/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

დიდი მადლობა პოსტის წაკითხვისთვის, იმედია ნახეთ ის, რასაც ეძებდით.

Gallery

7 Comments (+add yours?)

  1. jafaridzekotiko
    Dec 26, 2013 @ 19:29:36

    Reply

  2. Inferno
    Jul 15, 2012 @ 02:36:19

    ნუ სულები არა მარა სარკესთან დაკავშირებით მაქ 1 ამბავი :)
    13–14 წლის ვიყავი ფეხბურთის ვარჯიშიდან მოვედი მივედი სახში არავინ იყო და კარი ჩემი გასაღებით გავაღე და შემოსვლისას გადავკეტე. დაღლილი ვიყავი ჩანთა დავდე და შევედი აბაზანაში ხელ პირის დასაბანად. ნიჟარისკენ დავიხარე დავიბანე ხელ პირი და თავი ავწიე სარკეში ჩავიხედე ამ დროს სარკე გატყდა მე მუხლები მომეკეცა და დაცემის დროს ნიჟარას დავარტყი თავი..
    რო გამოვფხზლდი დივანზე ვიწექი შუბლი გატეხილი მქონდა (შრამი ახლაც მაქ )
    გავედი კარი ისვ შიგნიდან იყო გადაკეტილი…
    არ ვიცი ზუსტად ეს რა იყო მაგრამ მე საკამოდ უცნაურად მეჩვენა.. შეიძლება მე თვითონ ავდექი და დავწექი დივანზე და სარკეც რამე მიზეზის გამო გატყდა ან შეიძლება ასე არც არის

    Like

    Reply

  3. ვაიბი
    May 12, 2012 @ 16:56:39

    ძილისას სარკის კარი თუ ღიაა ვერ ვიტან, ყოველთვის ვცდილობ დახურული იყოს, მაგრამ სულებზე რა გითხრა… მარტო ფილმებში არსებობენ ჩემთვის

    Like

    Reply

    • tantaling
      May 13, 2012 @ 08:10:14

      ღამით არ მეშინია, აი თუ არ ვნახე არ მეშინია, ხანდახან ხმები მესმის და მაშინაც მეშინია :დ მე მჯერა და ნანახი მყავს. (ნატალია)

      Like

      Reply

  4. facknormality
    May 12, 2012 @ 16:40:40

    daicaa daa ucnauri.com idan ra pontshi gaqvt moparuli tqveni ar icit mochvnebebze araaferii?

    Like

    Reply

    • tantaling
      May 12, 2012 @ 17:02:30

      არა ისტორია ჯერ არ შეგვმთხვევია მოპარული არაა ლინკი დავურთე :პ

      Like

      Reply

  5. kath ბიბს
    May 12, 2012 @ 14:24:08

    Reblogged this on ♥natalia's Blog♥ and commented:
    ჩემი პოსტი მეორე ბლოგზე

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: