აპოკალიფსის კიდევ ერთი ლეგენდა

დღეს ვიპოვე ძველი რუსული გაზეთი. გაზეთმა ძალიან დამაინტერესა, იმდენად საინტერესო სტატიებია რომ გადავწყვიტე რამოდენიმე აქაც დამედო. პირველი სტატია შეეხება აპოკალიფსს. ამ გაზეთში აპოკალიფსი ძალიან უცნაურადაა აღწერილი. ის არ გავს  იმ თქმულებებს რაც დღეს გავრცელებული და ცნობილია. მე ვეცადე გადმომეთარგმნა რომ თქვენც წაგეკითხათ.

სტატია იწყება ასე: რა არის აპოკალიფსი? ყველას გონია რომ ამ დღეს ყველაფერი დაინგრევა და ციდან დაეშვება იესო რომ განსაჯოს ხალხი. არა ეს ასე არაა! ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდება. სინამდვილეში იესო უბრალოდ ბრძენიკაცია და არა დიდებული “შუქი”. აპოკალიფსი გარდაუვალია მაგრამ ის არ მოიტანს ზარალს ჩვენთვის, პირიქით ის ჩვენ დაგვეხმარება და გაგვაძლიერებს სულიერად. “დიდებული შუქი” გაივლის დედამიწას და მოსპობს ბინძურ ენერგიებს. გააქრობს ავ სულებს და განკურნავს დავრდომილებს. სამყარო კანონზომიერია და ამას იმ დროს მივხვდებით როდესაც “დიდებული შუქი” ჩვენში გაივლის. მას ვერ დავინახავთ მაგრამ მთელი არსებით შევიგრძნობთ. ეს საშიში სულაც არაა უბრალოდ ყველაფერი შეიცვლება და ჩვენში კიდევ ერთი რასა გამოჩნდება რომელიც ჩვენ უპირობოდ უნდა მივიღოთ. ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი სიცოცხლთ შეივსება. ძველი დარჩება უკან ხოლო ახალი შემოვა ჩვენში. მომზადება წინასწარ უნდა დავიწყოთ. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვინც არ იქნება ამისთვის მომზადებული და თუ ის ვერ მიიღებს სიახლეს მაშინ ის ადამიანი გამოეყოფა ახალ სამყაროს და იცხოვრებს ქაოსში. მომზადება ძალიან მარტივია. მთავარია შეიგრძნო მთელი სულით რომ ელოდები შუქს და ის გაგანათებს. ხოლო როდესაც შუქი შენში შემოვა შენ მას მიიღებ და გახდები მისი. სტატიის თანახმად “დიდებული შუქი” სულ მალე მოუახლოვდება დედამიწას. და ნიშნებიც მალე დაეტყობა. ეს ნიშნები არ იქნება გამანადგურებელი, პირიქით ამ ნიშნებს შეუიძლიათ შეცვალოდ სამყარო სასიკეთოდ.

გაზეთში კიდევ უამრავი სტატია წერია რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ. დაელოდეთ მომდევნო პოსტს!  

Gallery

5 Comments (+add yours?)

  1. kote
    Oct 16, 2012 @ 14:09:02

    იცოცხლე!.. დავმშვიდდი ქემაინც

    Like

    Reply

  2. maggie
    Aug 15, 2012 @ 19:31:55

    au es ra magari gverdi agmovachineeee :O madloba tantaling :*

    Like

    Reply

  3. ma.ll.a
    May 12, 2012 @ 16:00:24

    ragac ateisturii postiaa..

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: