ინტერნეტის ისტორია

ჩვენს დროში 21-ე საუკუნეში ინტერნეტი დიდ როლს თამაშობს და ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ინტერნეტის საშუალებით ჩვენ ვიღებთ უამრავ ინფორმაციას და ვეკონტაქტებიტ სხვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გვაქვს სასწაულ მოქმედი ინტერნეტი და აღარ გვჭირდება უმრავი ქაღალდისგან შემდგარი გაზეთის ყიდვა იმისთვის რომ შევიტყოთ ახალი ამბები. არ გვჭირდება ტელევიზორი რომ ვუყუროთ სასურველ ფილმს, რადგან ინტერნეტში ყველა ფილმს ნებისმიერ დროს ვნახავთ. უნდა ვაღიაროთ (თუმცა ამას აღიარება არ სჭირდება) რომ ინტერნეტმა, შეცვალა ჩვენი ცხოვრება. სწორედ ამიტომ დღეს მინდა  ყველასათვის საჭირო და აუცილებელ ინტერნეტზე გესაუბროთ.

1957 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ჩათვალა რომ თუ ამერიკაში ომი დაიწყებოდა მათ სჭირდებოდათ ინფორმაციის გადამტანი საიმედო სისტემა.

ამერიკის თავდაცვის კვლევის სააგენტომ გააკეთა განცხადება რომ საჭირო იყო შეექმნათ საიმედო კომპიუტერული ქსელი. ამგვარი ქსელის შემუშავება გადაწყვიტა, კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა. უკვე შექმნილ კომპიუტერულ ქსელს ეწოდა, “Advanced Research Projects Agency Network”.

ყველა მუშაობა ფინანსდებოდა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ. სულ მალე  ”Advanced Research Projects Agency Network”-მა დაიწყო ზდრა და მას იყენებდნენ მეცნიერებიც სხვადასხვა სფეროებში.  ”Advanced Research Projects Agency Network”-ის შემოკლებით, ARPANET-ის პირველი სერვერი შეიქმნა, 1969 წლის 2 სექტემბერს კალიფორნიის უნივერსიტეტში. კომპიუტერ Honeywell DP-516-ს გააჩნდა 24 კბ ოპერატიული მეხსიერება. 1969 წლის 29 ოქტომბერს 21:00 შედგა კავშირი რომელზე დაკვირვებითაც ARPANET-ის ქსელის პირველ ორ კვანძს შორის. დაშორების მანძილი იყო 640 კილომეტრი.

Charley Kline ცდილობდა შეესრულებინა კავშირი ლოს-ანჯელესის კომპიუტერიდან სტენფორდის კომპიუტერთან.  მისი კოლეგა ბილ დუვალი სტეტფორდიდან ადასტურებდა თითოეულ შეყვანილ სიმბოლოს წარმატებულ გადაცემას. პირველად მოხერხდა 3 სიმბოლოს გადაგზავნა «LOG» რის შემდეგაც ქსელმა შეწყვიტა ფუნქციონირება.  LOG უნდა ყოფილიყო სიტყვა, LOGON. მომდევნო მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული. ეს მოხდა 22:30-საათზე სწორედ ამ დროს უნდა ჩავთვალოთ ინტერნეტის წარმოქმნის თარიღად.

1971 წელს შეიქმნა პროგრამა რომელიც პასუხისმგებელი იყო  ელექტონული ფოსტის გადაგზავნაზე. ეს სისტემა მალევე გახდა პოპულარული.

1973 წელს ქსელში დაკავშირების საშუალება გახდა ტრანსატლანტიკური სატელეფონო კაბელები. 1970-ანებში ქსელი გამოიყენებოდა ელექტრონული შეტყობინებებისთვის და შეტყობინებების გასაგზავნად. 1970-წლების ბოლოს განვითარდა მონაცემის გადაცემის სისწრაფე. სტანდარტიზაციული პროტოკოლების ქსელის შექმნაში დიდი წილი მიუძღვის, ჯონ პოსტელს. 1983 წლის 1 იანვრიდან ARPANET გადავიდა საწყის NCP  პროტოკოლ TCP / IP -ზე. სწორედ ამ წელს ისადგურებს ტერმინი, «ინერნეტი». 1984 წელს შეიქმნა სისტემა, «Domain Name System». (DNS)

1094 წელს ARPANET სისტემას უჩნდება სერიოზული მეტოქე, “აშშ-ს ნაციონალური სამეცნიერო ფონდი”.  შეიქმნა ფართო შიდასაუნივერსიტეტო ქსელი, «NSF Net». რომელიც შედგებოდა შედარებით მცირე ქსელებისგან და უფრო გამტარუნარიანი იყო ვიდრე ARPANET. ქსელს  წელიწადში შეემატა ათი ათასი მომხმარებელი.

კომპიუტერებმა დასახელებით, <<ინტერნეტი>> დაიწყეს «NSF Net» ქსელში ჩართვა. 1988 წელს გამოიგონეს პროტოკოლ Internet Relay Chat. სწორედ ამის საშუალებით გახდა შესაძლებელი Chat-ით  კონტაქტი სხვა ადამიანებთან.

აქედან ინტერნეტმა დაიწყო განვითარება და დღეს ისჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ადამიანები რომლებმაც ინტერნეტის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულეს ისინი ვირტუალური სამყაროს ნამდვილი ღმერთები არიან.

Gallery

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: