უცნაური სიზმარი, იესო და დემონები

გუშინ დამესიზმრა ერთი უცნაური სიზმარი და მინდა რომ თქვენც მოგიყვეთ. თითქოს ამ სიზმრის სცენარი წინასწარ დაწერესო

ერთ მშვენიერ დღეს ნიკა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. დედას მიესალმა და თავის ოთახში შევიდა. როგორც ყოველთვის ამოიღო თავისი შთაბეჭდილებების დღიური და დაიწყო ერა… როცა მოსაღამოვდა ივახშმა და დასაძინებლად წავიდა ღამე გამოეღვიძა და კარზე კაკუნის ხმა გაიგო. იფიქრა დედა არისო და გააღო მაგრამ გარეთ არავინ დახვდა. შეშინებული ჩამოჯდა და ფიქრი დაიწო უცბათ დამწვრის სუნი აგრძნო და გარეთ გაიხედა სახლში საეჭვო არაფერი ხდებოდა არც გაზი იყო ჩართული. დედას გაღვიძება არ უნდოდა ამიტომაც დაწვა დასაძინებლად. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა ფიქრები და ეჭვები თავგზას უბნევდნენ. ამასობაში იგრძნო რომ მიწა მისგარშემო ირხეოდა საწოლს ჩაეჭიდა მაგრამ უშედეგოდ. გადმოვარდა და დაეცა ოთახში დედა შემოვარდა და ორივე გარეთ გავარდა. გარეთ უამრავი ხალხი გამოვიდა იგივე პრობლემით. ამ დროს ცა განათდა და ციდან ნაპერწკლები ჩამოცვივდა. გზა შუაზე გაიყო და ხალხი შიგნით ჩაცვივდა, ნიკამ გაქცევა სცადა და თავი ტყეს შეაფარა. უეცრად ვიღაცამ ხელი ჩაალო და გაყოფილ გზაში ჩააგდო. ქვემოთ საოცარი არსებები დადიოდნენ, ყველა იღიმოდა და საოცარი ხასიათი ჰქონდათ. ამ დროს ვიღაცამ ხმამაღლა შემოსძახა, ყველანი თვითფრინავში ჩაჯექით! ხალხი თვითფრინავში ავიდა მაგრამ ნიკა თავის დედას ეძებდა და აზრზე ვერ მოდიოდა რა ხდებოდა. ყველა თვითფრინავსი ავიდა ნიკამაც დავისი ადგილი დაიკავა. ცნობისმოყვარეობამ დასძლია და უცხოპლანეტელს კითხა თუ სად მიდიოდნენ. უცხოპლანეტელმა, უპასუხა რომ უზენაესთან მიდიოდნენ. როდესაც პლანეტაზე დაჯდა თვითმფრინავი ყველა ჩამვიდა. გზაზე შეხვდათ იესო რომელსაც გაბრაზებული სახე ქონდა. -მე თქვენ ძალიან გამიცრუეთ იმედები. -თქვა მან და გვერძე მდგომ უცხოპლანეტელს რაღაც გადაულაპარაკა. -მე თქვენთვის თავი გავწირე და თქვენ ურცხვად მაყენებთ შეურაცმყოფას! მე ამას ვერ მოვითმენ! თქვენ ყველანი დაისჯებით. აიჩიეთ ერთი გზა რომელზეც წახვალთ ან ჯოჯოხეთი ან სამოთხე და უზრუნველი ცხოვრება! ხალმა აირჩია სამოთხე მაგრამ ნიკა ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა მიმართა იესოს,

– მე არ მინდა უსამართლო სამოთხეში წასვლა! შეიძლება ჯოჯოხეთში არ არის სიკეთე მაგრამ მე იქ მირჩევნია ყოფნა! შენ ჩვენი გულისთვის თავი გასწირე და ამას გვაყვედრი ეს კი უნამუსობაა. მე არ მინდა სამოთხეში წასვლა

-მართლა? უსუსურ ადამიანო მამაჩემს ჯობდა ენერგია არ დაეხარჯა თქვენნაირი არსებების გადასარჩენათ.

-მე უსუსური არ ვარ! და თუ გგონია რომ მდაბიო ვარ აქვე გამანადგურე.

-მაშინ წადი ჯოჯოხეთსი -თქვა იესომ და ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზისკენმიუთითა. ნიკა არ შეყოვნდა და გზას შეუდა. გზა ძალიან ბნელი და ცივი იყო. საფლავებიდან მტანჯველი და შემძრავი ხმა ისმოდა. გზაზე ერთი მოხუცი ქალი შეხვდა.

-სად მიდიხარ -ჰკითხა გაკვირვებული სახით მოხუცმა

-მე არ მსურს უსამართლო სამოთხეში ყოფნა და ჯოჯოხეთში მივდივარ

-აქ ყველანი შენნაირები ვართ. თავის დროზე მეც შენნაირად მოვიქეცი და ახლა იმიტომაც ვიტანჯები აქ. გირჩევ აქედან წახვიდე თორემ შენს ხორცს დემონები შეჭამენ.

-არა მე არ წავალ. უნდა გავარკვიო რატომ ებრძვიან ერთმანეთს ღმერთი და სატანა!

-მე გეტყვი, ყურადღებით მისმინე. უამრავი საუკუნის წინ ყველა ერთად ცხოვრობდა სამოთხეში რომელსაც სატანა უძღვებოდა. ახლა სატანა უარყოფითი გმირია მაგრმ მაშინ სამოთხეს ის განაგებდა და ყველას ეხმარებოდა. ერთ დღესაც სამოთხეში დაიბადა დამიანი რმელსაც სატანამ იესო დაარქვა. იესო იზრდებოდა და იწყებდა განათლების მიღებას. ამასობაში სატნამ ის ისე შეიყვარა რომ რდესაც მოხუცდა თავისი ძალაუფლება იესოს გადააბარა. იესომ მოინდომა სამოთხის გარდაქმნა და გამოყო საზოგადოება ო ნაწილად “ბოროტად” და “კეთილად”. ბოროტები იყვნენ დემონის შეხედულების არსებები ხოლო კეთილები უცხოპლანეტელები. გავიდა საუკუნეები და ამ ორმა საზოგადოებამ ომი წამოიწყო. შემდეგ დემონთა ახალმა თაობამ შექმნა ასება რომელსაც დაევალა ამ ორი სზოგადოებისგან დადებითი მხარის გამორევა. ეს არსება ადამიანია. მაგრამ იესომ ადამიაი უცხოპლანეტაზე დაასახლა და უფლება არ მისცა რომ მათ სიმართლე დაენახათ. ახლა გესმის რა ხდება?

-კი მესმის და ეს ყველას უნდა ვუთხრა რომ ამას ბოლო მოეღოს!

-ეს ასეთი ადვილი არაა -გაეცინა მოხუცს.

-მე მას გავაკეთებ თქვა ნიკამ და გაიქცა დემონთა ქურუმთან. შიგნით შეღწევა გაუჭირდა მაგრამ მონდომება გაუძლიერდა და გადალახა ყველაფერი.

-მოგესალმები -თქვა ნიკამ და დაუჩოქა დემონს.

-აქ რას აკეთებ ადამიანო?

-მე თქვენი საიდუმლო ვიცი და მინდა რომ ამ ომს ბოლო მოვუღო

-კი მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს შენ?

-მენდეთ და ყველაფერი გამოგვივა

-კარგი ერთ შანსს გაძლევ  -თქვა დემონმა და ნიკა ფეხზე წამოაყენა.

– მსურს რომ ყველა წამოხვიდეთ სამოთხეში

-ყველა?

-დიახ! დღეს რევოლუციას მოვახდენთ!

დემონთა მთელი არმია გაეშურა  სამოთხისკენ. როდესაც სამოთხესთან მივიდნენ წინ ნიკა გაიქცა და კარიბჭესთან მივიდა.

-გახსენით კარიბჭე! -შესძახა ნიკამ და მას მთელი არმია შეუერთდა.

სამოთხის კარიბჭე გაიხსნა და იესო გამოვიდა მას მოყვნენ ანგელოზები და სვა ადამიანები. მეგობრებო მინდა რაღაც გითხრათ -დაიწყო ნიკამ მოყვა მთელი ისტორია. იესო გაკვირვებიტ უყურებდა მას და შიშის გრძნობით შეპყრობილმა წამოიყვირა, მაპატიეთ!…

ამ დღის შემდეგ ყველა ერთად ერთ სახლში ცხოვრობდნენ, უცხოპლანეტელები, ანგელოზები, დემონები და ადამიანები. ყველაფერი თავის ადგილას დადგა მაგრამ იესომ დაიწყო ცალკე ცხოვრება და საუკუნეების შენდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა…

გაგრძელება ალბათ იქნება

ეს იყო ჩემი სიზმარი რომელიც გუშინ დამესიზმრა

Gallery

4 Comments (+add yours?)

  1. kaklakuila
    Apr 05, 2016 @ 14:32:45

    magar gayleebul kaifshi iyo tipi

    Like

    Reply

  2. bela
    Apr 19, 2013 @ 20:29:25

    კუუდიანი გთხოვ სიზმრების ამხის თუ ბადეს სესახებ დადე რამე რაა

    Like

    Reply

  3. dark angel
    May 14, 2012 @ 11:23:22

    დაგესიზმრებოდა ასეთი სიზმარი აბა რა შავ მაგიაზე ისეთებს დებ ხოლმე :დ (არადა ძალიან საინტერესო პოსტებია)

    Like

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: